ჰოროსკოპი
რით გვემუქრება იუპიტერის რეტროგრადული პერიოდი და რას ველოდოთ მისგან 2019 წლის ზაფხულში
ყველამ, ვინც ცოტატი მაინც დაინტერესებულა ასტროლოგიით, იცის, რომ თითოეულ პლანეტას თავისი დატვირთვა აქვს. კოსმოსი სავსეა ციური სხეულებით, რომელთა უმეტესობაც ჩვენზე გავლენას ახდენს, თუ ჩვენს პლანეტას უახლოვდება.
2019 წლის 10 აპრილიდან, იღბლისა და გამართლების პლანეტა იუპიტერმა დაიწყო რეტროგრადული მოძრაობა მშვილდოსნის ნიშანში, რასაც 11 აგვისტოს ჩათვლით გააგრძელებს. იუპიტერის რეტროგრადულობის პერიოდი 4 თვე გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში კი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მოუნდება საკუთარ თავში ჩახედვა.
მათ შეიპყრობს თვითანალიზით დაკავების, სულიერი და პიროვნული განვითარებისთვის დროის დათმობის სურვილი. საზოგადოების აზრზე დამოკიდებულება მინიმალური ხდება. გამოცდილი ასტროლოგისა და ტაროლოგის, ანჟელა პერლის თქმით, ამ დროს თითოეულ ჩვენგანს ექნება შანსი, აღმოჩნდეს საჭირო დროს საჭირო ადგილას. მთავარია, ვიცოდეთ ამ პერიოდის გარკვეული თავისებურებები, რათა გავიგოთ, თუ როგორი საქმეები უნდა წამოვიწყოთ, და როგორი – გადავდოთ.
რეტროგრადული იუპიტერი
ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იუპიტერის რეტროგრადულ პერიოდში. ცვლილებები უკვე დაიწყო!
1. ვერძი
რაც საზღვარგარეთსა და საერთაშორისო საქმეებს ეხება, შესანისნავად წარიმართება. გამოფენებისა და კონფერენციების დასწრება, გამოცდების ჩაბარება, მოგზაურობა, იურიდიული საკითხების გადაწყვეტა, წიგნებისა და სტატიების გამოცემა, იმიგრაციული საქმეები – სწორედ ამ მიმართულებით გაამახვილეთ მაქსიმალური ყურადღება, რათა რეტროგრადულმა იუპიტერმა წარმატება მოგიტანოთ.
2. კურო
ფინანსური საკითხები – აი, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ამ პერიოდში. ფული იქედანაც კი მოვა, საიდანაც არ ელოდებით. თუ კრედიტის აღებას გეგმავთ, გადადეთ ეს ამბავი აგვისტომდე. 4 თვის განმავლობაში იუპიტერი თქვენს ფინანსურ საქმეებს მოაწესრიგებს. სექტემბრიდან აუცილებლად მიიღებთ ნაყოფს.
3. ტყუპები
იუპიტერი რომანტიულ ტყუპებს ახალ ურთიერთობებს აჩუქებს. ეს შესანიშნავი პერიოდია საკუთარ თავში გასარკვევად და იმის გასაგებად, თუ ვინ გჭირდებათ რეალურად. სწორი გადაწყვეტილება აგვისტოში თავისით ამოტივტივდება ზედაპირზე. ასევე, შესაძლოა სასამართლო პროცესი ან ურთიერთობის გარკვევა დამსაქმებელთან. თუმცა, რაც მთავარია, ეს შესანიშნავი პერიოდია ცხოვრების თანამგზავრის ასარჩევად.
4. კირჩხიბი
თქვენ დიდი რაოდენობით სამუშაო, ახალი პროექტები და შეკვეთები გელით. თქვენი სამსახურის მოთხოვნილება – ძალიან კარგია, თუმცა უნდა შეგეძლოთ მეორეხარისხოვნის მთავარისგან განსხვავება. ივლისმა შესაძლოა ძველ, დაუსრულებელ საქმეებთან დაგაბრუნოთ. ფრთხილად იყავით ჯანმრთელობასთან, არ გადაიტვირთოთ და კარგად გამოიძინეთ. ალკოჰოლი ამ პერიოდში არაა სასურველი.
5. ლომი
იუპიტერი ლომის მეხუთე სახლში – სიყვარულის, შთაგონებისა და ხელოვნების სახლში შევა. ლომები ერთმნიშვნელოვნად დაფრთიანებული არიან ამ პერიოდში რომანტიკული ურთიერთობებით.
სასურველია მოგზაურობა ახალ ქვეყნებსა და ადგილებში, სადაც არასდროს ყოფილხართ. ეს ბედნიერების პერიოდია, ამიტომ სრულად უნდა დატკბეთ.
6. ქალწული
კარგი პერიოდია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. ახალი ბინის ძებნა, გაყიდვა, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა, დოკუმენტების გაფორმება სახლის გადაგეგმარებისთვის – ამ ყველაფერში წარმატება გელით. ამ მიმართულებით, საქმე სრულად გადაწყდება აგვისტოში. ასევე, ოჯახში სასიამოვნო ცვლილებებიც დადგება.
7. სასწორი
იქნება ბევრი კონტაქტი, ახალი ნაცნობები, რომლებიც მომავალში სარგებელს მოგიტანთ. კარგი იქნება საქველმოქმედო, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობის წამოწყება. წარმატებული იქნება სწავლის დაწყება თქვენთვის სასურველი მიმართულებით.
8. მორიელი
ამ პერიოდში არ ღირს ახალი საქმიანობის წამოწყება. ფინანსური გაგებით, გექნებათ დამატებითი შემოსავალი, რომელსაც ერთჯერადი სეზონური სამსახური მოიტანს. შემოდგომისთვის მორიელი უფრო მდიდარი იქნება, ვიდრე ახლაა. ჯანმრთელობა არ უმტყუნებს.
9. მშვილდოსანი
მშვილდოსანი შენელებას იგრძნობს. ეს კარგი პერიოდია ძველ საქმეებში გასარკვევად, ადრე დაწყებული პროექტების დასასრულებლად და ცხოვრებისა და ფასეულობების გადასახედავად. აგვისტოში მშვილდოსნის პოზიციები და მოლოდინი უკეთესობისკენ შეიცვლება.
10. თხისრქა
ეს შესანიშნავი დროა ყველაფერი ძველის დასასრულებლად და ყველაფერი უსარგებლოს თავიდან მოსაცილებლად. დაკავდით სივრცის გაწმენდით არამხოლოდ ზედმეტი ნივთების, არამედ ტოქსიკური ადამიანებისგანაც. სასარგებლოა მედიტაცია, იოგათი და გამწმენდი პრაქტიკებით დაკავება. ამ პერიოდის შემდეგ დაიწყება მნიშვნელოვანი ზრდა თქვენს ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ ყველა ცვლილება შიგნიდან იწყება.
11. მერწყული
შეხვედრა ძველ მეგობრებთან, პროექტების განახლება ძველ ნაცნობებთან, ბიზნეს-პარტნიორების ძებნა – ამ ყველაფრით იქნება დაკავებული მერწყული იუპიტერის რეტროგრადულ პერიოდში.
ეს კარგი დროა იმისთვისაც, რომ აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, დაასრულოთ კონფლიქტები, გაუზიაროთ და მიიღოთ გამოცდილება. ასევე, იურიდიული საქმეების დასრულებისთვისაც შესაფერისი პერიოდია.
12. თევზები
ყველაფერში, რაც კარიერასთან და ცხოვრების მიმართულების შეცვლასთანაა დაკავშირებული წარმატება გელით. უეცრად გაჩნდება ბევრი საქმე და არ იდარდოთ, ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ.
თამამად წამოიწყეთ ნებისმიერ საქმე – იღბალი თქვენს მხარეს იქნება! რაც შეეხება შვებულებასა და მოგზაურობას – გადადეთ ეს საქმიანობა შემოდგომისთვის.
ვიმედოვნებ, თქვენთვის იუპიტერის რეტროგრადული პერიოდი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდება!