ყვავილები
რით გამოვკვებოთ ყურძენი აგვისტოში, რომ მოსავლიანობა გავზარდოთ
აგვისტოს დასაწყისი ზაფხულის პიკი და ცხელი სეზონია მათთვის, ყურძენს ზრდის. ამ პერიოდში მწვანე მასა აქტიურად იზრდება, კენკრა ფორმირებას იწყებს. მცენარეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ზაფხულში ყურძნის გამოკვება არც თუ ისე უკანასკნელ როლს ასრულებს.
რა შედეგებს იწვევს მზარდ მტევანში მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი, რომელი სასუქით, როდის და როგორ სჯობს ყურძნის გამოკვება – დღეს ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვეცდებით.
ყურძნის გამოკვება ზაფხულში
დროთა განმავლობაში ყურძნის ირგვლივ ნიადაგში სასარგებლო მიკროელემენტების შემცველობა მცირდება. შედეგად, მცენარე ავადდება, მოსავლიანობა მცირდება, კენკრა წვრილი და ნაკლებად შაქრიანი იზრდება.
ყველამ არ იცის, რომ ზრდასრული ვაზის ფესვებს შეუძლია 60 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის დაფარვა და მიწაში რამდენიმე მეტრის სიღრმეში ჩასვლა. სწორედ ამიტომ, სასუქი არა მხოლოდ ბუჩქის ქვეშ, არამედ 1,5-2 მეტრის რადიუსში და 40-50 სმ სიღრმეში უნდა დაუმატოთ.
ყურძნისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები
1. აზოტი მწვანე მასის ზრდაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, აზოტის სასუქის ძირითად ნაწილს გაზაფხულზე უმატებენ. ზაფხულში აზოტის მოთხოვნა მცირდება, ხოლო აგვისტოში ყურძნისთვის არასასურველი ხდება.
2. ფოსფორი ხელს უწყობს თანაყვავილედის გაზრდას, ნასკვების ფორმირებას და მოსავლის მომწიფებას. ყურძენს ყველაზე მეტად ყვავილობის დასაწყისში სჭირდება.
3. კალიუმი საჭიროა მოსავლის სრულყოფილი მომწიფებისთვის. შემოდგომაზე მცენარეებს ზამთრისთვის მომზადებაში ეხმარება.
4. ბორი კენკრის შაქრიანობას ზრდის და მომწიფებას აჩქარებს. თუთია მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ფესვების გამოკვება
ფესვების გამოკვება ჩვეულებრივ სამ ეტაპად ხდება. პირველი კვირტების გასიების დროს, მეორე ყვავილობის დროს, მესამე მტევნების ფორმირების საწყის ეტაპზე. სწორედ ეს ეტაპი გვაინტერესებს.
ივლისში რეკომენდებულია ყურძნის ნაკვეთი ნაცრის წყლიანი ხსნარით გამოკვებოთ. 10 ლ წყალში 100-200 გრ ნაცარი გახსენით და 2-3 დღე დააყენეთ (1 კვ.მ ყურძნის ნაკვეთისთვის). მიღებული ხსნარი ვაზიდან ნახევარი მეტრის მოშორებით წინასწარ ამოთხრილ ორმოში 35-40 სმ სიღრმეში ჩაასხით, შემდეგ მიწა მოაყარეთ.
ივლის–აგვისტოში კარგი სასუქი იქნება შემდეგი: 20 გრ ნებისმიერი კალიუმის სასუქი (მაგალითად, კალიუმის სულფატი) და იმავე რაოდენობის სუპერფოსფატი 10 ლ წყალში. გამოკვების შემდეგ ნაკვეთი თბილი წყლით მორწყეთ, ერთ ბუჩქზე მინიმუმ 3-4 ვედრო. ჩალით ან ნახერხით 5 სმ სისქის ფენის მულჩირება ზედმეტი არ იქნება.
როცა კენკრის ზომა მდოგვის მარცვლის ზომის გახდება, ბუჩქის ქვეშ თხევადი ორგანული სასუქი დაამატეთ. მაგალითად, ქათმის სკინტლი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მებაღე პრინციპულად მხოლოდ ორგანულ სასუქს იყენებს.
„ახლა ყურძენს მხოლოდ ორგანული სასუქით ვკვებავ. კარგი მოსავლისთვის მხოლოდ სამჯერ გამოკვება საკმარისი იქნება. ჩვეულებრივ ძროხის ნაკელს ან ქათმის სკინტლს ვიყენებ. თავიდან 1:1 წყალში ვხსნი და 1 კვირა ვაჩერებ. შემდეგ მიღებულ ხსნარს წყალში ვაზავებ: ძროხის – 1:5, ქათმის – 1:7. გამოსაკვებად 1 ლ გაზავებულ ხსნარს 1 ვედრო წყალზე ვიყენებ.
მესამე გამოკვებისთვის, ყურძნის ვაზის მომწიფებამდე ვიღებ ნაყენის ნახევარ დოზას (0,5 ლ 1 ვედრო წყალზე) და 5 ასანთის კოლოფ ნაცარს (50 გრ) ვამატებ. თითოეულ მცენარეზე 3-6 ლ დაგჭირდებათ“.
უფრო ორიგინალური ხალხური რეცეპტებიც არსებობს. მაგალითად, ყურძნის მწარმოებლების ფორუმზე ერთ–ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ბადეებით კარჩხანას ვიჭერ და თითოეული ყურძნის ბუჩქის ქვეშ ვედრო თევზს ვმარხავ. თევზზე ვზრდი მარწყვს და თითქმის ყველაფერს. ასეთი სასუქით ყურძენი წელიწადში 8 მეტრამდე იზრდება. სასუქებს პრინციპულად არ ვიყენებ, ყურძენს ხომ თავად ვჭამ!“
არაფესვური გამოკვება
ფოთლოვანი გამოკვება სეზონზე 4-ჯერ ხდება. ყვავილობის დასაწყისში, მისი დასრულების შემდეგ, კენკრის მომწიფების დაწყებისას და მომწიფებული კენკრის დროს. ივლისის სასუქი შემდეგია: 100 გრ სუპერფოსფატი და 50 გრ კალიუმის სულფატი.
ეს ყველაფერი 10 ლ წყალში გახსენით, შემდეგ საფრქვეველში ჩაასხით. უპირატესად ქვედა ფოთლები დანამეთ, სადაც მდებარეობს ბაგე, რითაც სასარგებლო ნივთიერებები მცენარის უჯრედებში ხვდება.
ბოლო გამოკვება შეგიძლიათ ნატურალური შემადგენლობით შეასრულოთ: კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით, ხის ნაცრის ნაყენით ან წყალში გაზავებული შრატით. არაფესვური გამოკვების მნიშვნელოვანი პირობაა მშრალი და უქარო ამინდი, მზის ჩასვლის შემდეგ ან მოღრუბლურ ამინდში.
საზაფხულო გამოკვების ხარჯზე ყურძნის მოსავლიანონა 1,5-2-ჯერ იზრდება, კენკრა ტკბილი და წვნიანი ხდება, ხოლო მტევანი მიმზიდველ სავაჭრო გარეგნობას იძენს. წარმატებას და უხვ მოსავალს გისურვებთ!