Connect with us

ყვავილები

რით გამოვკვებოთ მოცხარი პირველად, რომ კენკრა გლუვი სიმძიმით ბრწყინავდეს

მოცხარი დიდი ხნის განმავლობაში ერთ ნაკვეთზე ცხოვრობს. მეაგარაკეები რეგულარულად ჭრიან, რომ ბუჩქი გაახალგაზრდავონ. თუმცა ეს საკმარისი არაა, თუ უხვი კენკრის მოსავლის მიღება გსურთ. მცენარე ნიადაგს ფიტავს, ამიტომ სასუქი აუცილებლად სჭირდება. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, თუ რა უნდა გააკეთოთ ზუსტად და რით გამოკვებოთ მოცხარი.

რით გამოვკვებოთ მოცხარი

განვითარების და მომწიფების მთელი სეზონის განმავლობაში მოცხარი 5-ჯერ უნდა გამოკვებოთ. პირველი სასუქი ერთგვარი მაღვიძარაა, რომ ხანგრძლივი სიცივის შემდეგ გამოფხიზლდეს. პირველად სასუქი კვირტების გასივებისას მიაწოდეთ. მცენარე თავისი გარეგნობით თავად გეტყვით, რომ დროა!

მეორედ მაშინ გამოკვებეთ, როცა მცენარე დაკვირტვას და ყვავილობას დაიწყებს. შემდეგ პირველი ნასკვების გამოჩენის შემდეგ. მეოთხედ მოსავლის აღებიდან 1-2 კვირის შემდეგ. ბოლოს ზამთრის დაწყებამდე. ეს აუცილებელია, რომ მცენარე სიცივისთვის მოამზადოთ.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოკვების პერიოდი, არამედ თავად სასუქი. მაგალითად, აზოტის სასუქი ყვავილობის დაწყებამდე ან 1–ლი მთავარი კვების დროს უნდა მიაწოდოთ. ამ მიზნით გამოგადგებათ ორგანული ნივთიერებები: ნეშომპალა, კომპოსტი, ძროხის ნაკელი და ქათმის სკინტლი.

ასევე შეგიძლიათ ყველასთვის ნაცნობი შარდოვანა გამოიყენოთ. ერთი ბუჩქისთვის მხოლოდ 40 გრ გრანული დაგჭირდებათ. უბრალოდ ბუჩქის ქვეშ მოაყარეთ, მიწა ღეროთი გააფხვიერეთ. შემდეგ აუცილებლად წყლით მორწყეთ.

გარდა ამისა, შარდოვანა კარგი მინერალური სასუქების შემადგენლობაში შედის. დაგჭირდებათ 1 ს/კ ნივთიერება, 1,5 ს/კ სუპერფოსფატი, 0,5 ს/კ კალიუმის სულფატი და 10 ლ წყალი. 1 ლ ზრდასრულ ბუჩქს 1 ვედრო სასუქი სჭირდება.

სხვათა შორის, თუ ტორფს ან კომპოსტს იყენებთ, ისინი არა მხოლოდ ნიადაგს კვებავენ, არამედ ერთგვარ მულჩს წარმოადგენენ. ნაკელი და სკინტლი გამაცოცხლებელი ნაყენის შესანიშნავი ინგრედიენტებია: 1:10 და 1:15 პროპორციით წყალში გახსენით და მორწყვის დროს გამოიყენეთ. თუმცა მოცხარის ბუჩქს 5 ლ სასუქი ყოფნის.

ბოლოს წინა სასუქისთვის გამოგადგებათ მშრალი სუპერფოსფატი (0,5 ჭიქა) და კალიუმის სულფატი (2/3 ჭიქა). უბრალოდ ბუჩქის ქვეშ თანაბრად გადაანაწილეთ, შემდეგ წყლით მორწყეთ. ზამთრის დაწყებამდე დამპალი ნაკელი გამოიყენეთ. ნახევარი ვედრო 1 ბუჩქზე საკმარისია.

რას მოგცემთ გამოკვება

სასუქის ტიპის მიხედვით, მისი სარგებელი განსხვავდება. მაგალითად, კალიუმის სასუქი დაავადებების მიმართ გამძლეობას ზრდის. ის თავად კენკრის ხარისხს აუმჯობესებს და მის გემოსა და გარეგნობაზე გავლენას ახდენს.

ფოსფორის სასუქი საჭიროა, რომ მცენარის ფესვების სისტემა გაძლიერდეს და გვალვის მიმართ გამძლეობა გაიზარდოს. გარდა ამისა, ასეთი სასუქის დახმარებით მოცხარი შეგიძლიათ ზამთარში მშვიდად გადარგოთ. მომავალ სეზონზე კენკრა კიდევ უფრო მკვებავი გახდება.

როგორ გავზარდოთ მოსავალი

მსხვილი, შავი მოცხარი ოცნება აღარ იქნება, თუ აგროტექნიკის მარტივ წესებს გამოიყენებთ. პირველ რიგში, მოცხარს ნახევრად ბნელი ადგილი სჭირდება. მეორეც, ბუჩქები მავნებლებისგან უნდა დაიცვათ.

არ დაგავიწყდეთ, რომ მოცხარის მოსავალი მის მეზობელ მცენარეებზეც დამოკიდებულია. მის გვერდით შესანიშნავად იზრდება ცხრატყავა და იოშტა. ასევე მის მეზობლად შეგიძლიათ დარგოთ ვაშლი, მარწყვი, ხახვი, ნიორი, ასევე სხვადასხვა მწვანილი.