ყვავილები
რით გამოვკვებოთ კომბოსტო ნასკვების გასავითარებლად
დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, რით გამოკვებოთ კომბოსტო, რომ კარგად გაიზარდოს და ნასკვები კარგად განვითარდეს.
თეთრი კომბოსტო სასარგებლო და უნივერსალური პროდუქტია. მისგან ბევრი კერძის მომზადება შეიძლება. სალათებში დამატება, დამწნილება, მოხარშვა, შეწვა, მოთუშვა, ფარშის გახვევა და გამოცხობა – თეთრი კომბოსტო ყველანაირად შეგიძლიათ მოამზადოთ.
ნიადაგი
თეთრი კომბოსტო უპრეტენზიოა, მაგრამ თუ დიდი კომბოსტოს თავების და წვნიანი ფოთლების მიღება გსურთ სათანადოდ უნდა იზრუნოთ. მას ნაყოფიერი, ორგანული მიწა უყვარს. დროული გამოკვების გარეშე ნელა იზრდება და თავების ჩამოყალიბება ფერხდება.
კომბოსტო მჟავე ნიადაგს ცუდად იტანს. მჟავიანობის შესამცირებლად მიწას ცარცი, დოლომიტის ფქვილი ან კირი დაუმატეთ. ასე მიწის საერთო მახასიათებლებს გააუმჯობესებთ.
გირჩევთ მიწა დროულად სწორად მოამზადოთ, თუ არადა მთელი სეზონი კომბოსტოს გამოკვება მოგიწევთ. თეთრ კომბოსტოს ზრდის დასაწყისში ბევრი აზოტი სჭირდება, თავების განვითარების ეტაპზე უპირატესობა ფოსფორის და კალიუმის სასუქებს მიანიჭეთ.
სასუქი ნასკვების ფორმირებისთვის
იმის მიუხედავად, რომ კომბოსტოს რეგულარულად კვებავთ, მას შეიძლება ფერმკრთალი შეფერილობა ჰქონდეს, ცუდად იზრდებოდეს და ნასკვები არ ვითარდებოდეს. ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად პრობლემა მიწის მჟავიანობაშია, რის ფონზეც კალციუმის დეფიციტი ვითარდება.
„სწრაფი“ კალციუმი
კალციუმის სასუქი პრობლემას მოაგვარებს. 1 ჭიქა ჩამქრალი კირის ფხვნილი 10 ლ წყალში გახსენით. თითო მცენარეზე 1 ლ სასუქი დაგჭირდებათ. ფესვების ქვეშ მორწყეთ.
სასუქის მიწოდებამდე მიწა კარგად მორწყეთ. შედეგად, მიწა სასუქით გამდიდრდება და მჟავიანობა შემცირდება. თეთრი კომბოსტო მიწიდან სასარგებლო ნივთიერებებს ადვილად მიიღებს.