ყვავილები
რით გამოვკვებოთ იორდასალამი ნაადრევ გაზაფხულზე, რომ დიდ ბურთებად აყვავილდეს
იორდასალამს სილამაზით ყველა ყვავილი ვერ შეედრება. დიდებული ვარდისფერი ბურთები დაამშვენებს როგორც საზაფხულო აგარაკს, ასევე კლუმბს ქალაქის მრავალსართულიან კორპუსში. თუ ჯანმრთელი და ლამაზი ყვავილების მიღება გსურთ, იორდასალამის გამოკვება უბრალოდ აუცილებელია!
იორდასალამი ჩქარობს, რომ თავიანთი სილამაზით გაგახაროთ, ამიტომ ადრე იზრდება. პირველი ნაზი ვარდისფერი ყლორტი უკვე თოვლის დნობისას ჩნდება. სწორედ ამიტომ, მისი გამოკვება არ გადადოთ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ბუჩქი მიწიდან ამოიწვერა, იმოქმედეთ!
იორდასალამის გამოკვება გაზაფხულზე
თუ სასუქის მომზადება არ გსურთ, უბრალოდ მზა სასუქი ყვავილების მაღაზიაში შეიძინეთ. დიდებული ყვავილობისთვის აუცილებელი ყველა მიკროელემენტი უკვე აუცილებელი პროპორციებით იქნება.
თუმცა სხვა მეთოდიც არსებობს. მაგალითად, 40 გრ შარდოვანი 1 ვედრო წყალში გააზავეთ. მიღებული სითხე იორდასალამის ფესვებთან მოსარწყავად გამოიყენეთ.
თუ აუცილებელი ინგრედიენტები გაქვთ, საკვები ნარევი თავად მოამზადეთ. დაგჭირდებათ 10 გრ ამონიუმის ნიტრატი, 10 გრ სუპერფოსფატი და 6 გრ კალიუმის მარილი. გრანულები შეურიეთ და მორწყვის შემდეგ სველ მიწაზე გადაანაწილეთ.
რა თქმა უნდა, ხალხურ რეცეპტებს გვერდს ვერ ავუვლით. იორდასალამის გამოკვება საფუარის ნარევით – ეფექტური და მოქმედი სასუქი: 1 ლ წყალი, 2 ს/კ შაქარი და 11 გრ ჩვეულებრივი საფუარი. ინგრედიენტები აურიეთ და 1 დღე დააყენეთ. შემდეგ 9 ლ წყალში გააზავეთ და იორდასალამი მორწყეთ!
იორდასალამის გამოკვება ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. სწორედ ის განსაზღვრავს, გადაიქცევა თუ არა მცენარე აყვავებულ ბუჩქად, თუ მთელი წელი შეუხედავი დარჩება? თქვენ გიყვართ იორდასალამი?