Connect with us

ყვავილები

რით არ შეიძლება კიტრის გამოკვება: უსარგებლო მეთოდები

დეიდაჩემი ცნობილია იმით, რომ კიტრს ოსტატურად ზრდის. აგარაკზე ყველა მეზობელს მისი შურს, ის კი ჯანმრთელი და ძლიერი ბოსტნეულის მოსავალს ყოველ სეზონზე იღებს. როცა კიდევ ერთი ვედრო საჩუქარი ჩამოგვიტანა, მისი საიდუმლოს გარკვევა გადავწყვიტე.

აღმოჩნდა, რომ გამოცდილმა მეაგარაკემაც შეიძლება ასეთ პრეტენზიულ კულტურას ზიანი მიაყენოს. კიტრს ყველა მაღაზიის ან შინაურული სასუქი არ უხდება. არადა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მავნებლების დაფრთხობა და ზრდის სტიმულირება, ასევე გემოს შენარჩუნება. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ინფორმაციას, თუ რით არ შეიძლება კიტრის გამოკვება.

რომელი პროდუქტები არ უყვარს კიტრს

ნიშადურის სპირტი

უდავოდ, ნიშადურის სპირტი თითოეულ მეაგარაკეს ხელთ უნდა ჰქონდეს. მისი დახმარებით მავნებლების დაფრთხობა და მცენარის გამოკვება შეიძლება. და მაინც, კიტრს არ უხდება. ნიშადურის სპირტი კულტურის აქტიურ ზრდას იწვევს, მაგრამ კიტრი ამაზე ბევრ მკვებავ ნივთიერებას ხარჯავს, რაც ასუსტებს და ანადგურებს.

ცხენის ნეხვი

ერთი შეხედვით, სად იპოვი ცხენის ნეხვზე უკეთეს სასუქს. თუმცა მომთხოვნ კიტრს ასეთი სასუქი არ უხდება. საქმე იმაშია, რომ ცხენის ნეხვი დიდი რაოდენობით ამიაკს შეიცავს. კიტრს ეს ნივთიერება ძალიან არ მოსწონს, რაშიც გამოყენებიდან მალევე თავად დარწმუნდებით.

იოდის ხსნარი

კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული სასუქის საშუალება. იოდის ხსნარით მიწის დამუშავებამ მოსავალი მავნებლებისგან უნდა დაიცვას. შესაძლოა, მავნებლებმა კიტრს თავი დაანებოს, მაგრამ მოსავალი მწარე გახდება. გირჩევთ, სხვა საშუალებები გამოიყენოთ.

და მაინც, კიტრის გამოსაკვებად კიდევ ბევრი საშუალება დარჩა. მალე დარგვის სეზონი დაიწყება, ამიტომ შეიარაღებული უნდა შეხვდეთ. თქვენ რით კვებავთ კიტრს? სასუქს მაღაზიაში ყიდულობთ თუ ხალხურ საშუალებას იყენებთ?