საკითხავი
რეცხვის მეთოდი, რომლის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იციან. თეთრეული ქათქათა და სურნელოვანი იქნება
ზოგჯერ სარეცხის გარეცხვა ბევრ საზრუნავს იწვევს. მთავარი ამოცანა სარეცხი მანქანისთვის სწორი სარეცხი საშუალების მოძებნაა. თუმცა, ეს ყოველთვის მარტივი არაა. არსებობს ერთი მარტივი ინგრედიენტი, რომელიც რეცხვის დროს ფულს და ნერვებს დაგიზოგავთ. სარეცხ მანქანაში თეთრი ღვინის ძმარი ჩაასხით და მის უპირატესობას მალე იგრძნობთ.
- გარეცხვამდე ნახევარი ჭიქა ძმარი ტანსაცმელს დაასხით. ასე სარეცხი საშუალება უფრო ეფექტური იქნება, ტანსაცმლის ფერი შენარჩუნდება და საპნის ქაფი შემცირდება, რაც რეცხვის შემდეგ მუქ ტანსაცმელზე ზოგჯერ შესამჩნევია.
- მცირე რაოდენობის ძმარი ქსოვილის დამარბილებელ განყოფილებაში ჩაასხით. ძმარს იგივე ეფექტი აქვს, მაგრამ ნაკლებად აგრესიულია, როგორც ტანსაცმლისთვის, ასევე გარემოსთვის.
- მჟავა თეთრი ტანსაცმლიდან ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ და მას უფრო სურნელოვანს გახდის.
- ზოგჯერ რეცხვის შემდეგ გამაღიზიანებელი თეთრი ზოლები რჩება, განსაკუთრებით მაშინ, თუ რეცხვის დროს სარეცხი ფხვნილი გამოიყენეს. ნახევარი ჭიქა ძმრის დამატებით ამ პრობლემას თავიდან აიცილებთ.
- შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძმარი უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს.
- ცხელი წყლით და ნახევარი ჭიქა ძმრით სავსე თასში დალაქავებული ტანსაცმელი მოათავსეთ. მთელი ღამე გააჩერეთ, შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გარეცხეთ. ასევე შეგიძლიათ ცოტა კონცენტრირებული ძმარი მხოლოდ ლაქაზე წაუსვათ და ენერგიულად გახეხოთ.
- ზოგიერთი ქსოვილიდან თმის და ბეწვის მოშორება საკმაოდ რთულია. აქ ძმარი დაგეხმარებათ. ცოტა ძმარი რეცხვის დროს სარეცხ მანქანას დაუმატეთ და დარწმუნებული იყავით, რომ გაშრობის შემდეგ თმა და ბეწვი ტანსაცმელზე აღარ იქნება!
- ზოგიერთი ქსოვილი ელექტრულად იმუხტება. აქაც სამზარეულოს პროდუქტი დაგეხმარებათ. თასში 6 ს/კ ძმარი დაუმატეთ და მასში ტანსაცმელი 30 წუთით გააჩერეთ. პრობლემა გადაჭრილი იქნება.
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ძმრის დახმარებით სარეცხ მანქანას ყოველგვარი სხვა საშუალების გამოყენების გარეშე გაწმენდთ.