სახლი და დიზაინი
რეცხვა შაქრით. გახენით 1 კოვზი ტკბილი კრისტალები წყალში, ჩაალბეთ ტანსაცმელი და დატკბით შედეგით
რეცხვა ფხვნილის გარეშე.. სიტყვათა ასეთი შეხამება სასაცილოდ და შეუძლებლად ჟღერს. ლაქებისა და სუნის ამოყვანა შეუძლებელია ჩვეულებრივი ან თხევადი ფხვნილის გარეშე. თუ შესაძლებელია? თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის გარეშე ჩვენი ბებიები ვერ რეცხავდნენ ნივთებს ისე, როგორც საჭირო იყო?
საიდუმლოს გაგიმხელთ: ისინი იმ საშუალებებს იყენებდნენ, რომლებიც ხელთ ჰქონდათ, ლაქების ამოსაყვანად ტანსაცმელს ალბობდნენ, შემდეგ ავლებდნენ სპეციალურ ხსნარში. რეცხვა სარეცხი ფხვნილის გარეშე მაშინ ნორმად ითვლებოდა, რამდენადაც მსგავსი საშუალებების არსებობის შესახებ არავინ იცოდა. სხვათაშორის, მათი მეთოდები საკმაოდ ეფექტურიც იყო. ხშირად, ისინი მარილს, სოდასა და შაქარს იყენებდნენ.
მარილი, შაქარი, სოდა
ამბობენ, რომ ამ სამ პროდუქტს შეუძლია სარეცხი ფხვნილისა და სხვა საშუალებების სრულად ჩანაცვლება. დავიწყოთ მარილით: თეთრი კრისტალები გარეცხავს როგორც თეთრ, ისე ფერად ქსოვილებსაც. სამაგიეროდ, ტანსაცმლის ფერს შეინარჩუნებთ. ასევე, მარილი შესანიშნავი სავლები საშუალებაა, რომელიც არბილებს ნებისმიერ ქსოვილს.
მარილიანი რეცხვისთვის, მოათავსეთ ყველაფერი ღრმა თასში, დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 10 წუთით. ამის შემდეგ, გაწურეთ ნივთები და გადადეთ სხვა თასში, დარჩენილ გაგრილებულ წყალში კი გახსენით მარილი(2 ს.კ. 1 ლიტრზე). როცა კრისტალები სრულად გაიხსნება, მოათავსეთ ტანსაცმელი ხსნარში და გააჩერეთ საათნახევრით. გაავლეთ ისინი სარეცხის მანქანაში.
რაც შეეხება სოდას. ხშირ შემთხვევაში, იგი იდეალური საწმენდი საშუალებაა სამზარეულოსთვის და, როგორც აღმოჩნდა, სარეცხისთვისაც. უბრალოდ შეურიეთ 2 ს.კ. წყალი 1 ს.კ. სოდას, დაელოდეთ ფხვნილის გახსნას და დაუმატეთ 1 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი. მოათავსეთ ეს ხსნარი შხეფიან ბოთლში.
შეაშხეფეთ ეს საშუალება ლაქებს და გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.
შაქრის გამოყენება რეცხვისას
მაშ ასე, ტულის ქსოვილი რომ კარგად გაირეცხოს და არ მოგიხდეთ მისი გახამება, ჩაალბეთ საპნის ხსნარში და ოჯერ გაავლეთ. შემდეგ გახსენით 1 ს.კ. შაქარი 1 ლ წყალში და ჩაალბეთ ტული ნახევარი საათით.
თხელი ბამბა რომ უფრო გამძლე იყოს, დაუმატეთ მის გასავლებ წყალში 2-3 ს.კ. შაქარი. ასევე, შეგიძლიათ მაქმანის გახამება შაქრიანი ხსნარის გამოყენებით – გახსენით 1 ს.კ. შაქარი 1 ჭიქა წყალში და ჩაასხით ცივ წყალში. ჩაუშვით ქსოვილი წყალში 10 წუთით, გაწურეთ და გააშრეთ.