Connect with us

ჯანმრთელობა

რა ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში, როდესაც ყოველდღიურად 3 ფინჯან ყავას მივირთმევთ

ყავა დიდი ხნის განმავლობაში სადაო საკითხი იყო: მეცნიერები ეჭვობდნენ, კარგად მოქმედებდა თუ არა კოფეინის მოხმარება ადამიანის მდგომარეობაზე. ბოლოდროინდელმა კვლევებმა გაახარა ყავის მოყვარულები – ყავა არამხოლოდ უვნებელი, არამედ სასარგებლოც კი აღმოჩნდა.

ყავის სასარგებლო თვისებები ნამდვილად მოულოდნელია და ყურადღებას იმსახურებს. ამის ნათელი მაგალითია ყავის გავლენა ღვიძლზე.

ღვიძლი და ყავა ყოველთვის ანტაგონისტები იყვნენ. ვის არ სმენია იმის შესახებ, რომ ყავა ღვიძლისთვის ძალიან მძიმე პროდუქტია? მეცნიერების მიერ კვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნების თანახმად, ღვიძლის დაავადების დროს, ყავა შეგიძლიათ დამატებით სამკურნალო საშუალებად გამოიყენოთ.

ყავის სასარგებლო თვისებები

  • ეს სასმელი ამცირებს ღვიძლში ფერმენტების დონეს და ანელებს ღვიძლის ქსოვილის დანაწევრებას;
  • C ჰეპატიტით დაავადებულებს ურჩევენ ყავის დალევას, რათა დაავადებამ შეწყვიტოს პროგრესირება. ეს არამხოლოდ ჩვეულებრივ ყავას, არამედ უკოფეინოსაც ეხება! ერთადერთი პროდუქტი, რომელიც არ უნდა მოიხმაროთ – ესაა ხსნადი ყავა. მას, სამწუხაროდ, სარგებელი არ მოაქვს;
  • სიმსივნური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა(მერილენდი, აშშ) ჩაატარა კვლევები, რომლის შედეგებითაც დადგინდა, რომ ყავა ანელებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და ამცირებს ღვიძლის ციროზის პროგრესირებასაც C ჰეპატიტის დროს;
  • საკმარისი რაოდენობით ყავის მომხმარებლებში გამოვლინდა ინსულინის უფრო დაბალი დრონე და ცხიმოვანი ჰეპატოზის ნაკლებად გამოხატული სიმძიმე.

ექსპერიმენტი თითქმის 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროში მეცნიერები დარწმუნდნენ იმაში, რომ ყავა უდაოდ სასარგებლოა.

თუმცა ეს გასაოცარი პროდუქტია, რომელიც არამხოლოდ ღვიძლისთვისაა სასარგებლო. ყავა შეიცავს ისევე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, როგორც ხილი და ბოსტნეული. თუ საგაზაფხულო ავიტამინოზის პერიოდში ინფექციებს ერიდებით, მიირთვით ყავა უფრო ხშირად. მას ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს და ხელს უშლის ინფექციების განვითარებას.

ყავა სისხლში ამცირებს შაქრის დონეს, ამიტომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ამ სასმელს, იცავენ თავს მეორე ტიპის დიაბეტისგან.

რა თქმა უნდა, რეკომენდებული არაა ყავის კომბინირება ცხიმიან და ტკბილ პროდუქტთან – ეს სისხლში შაქრის მომატებას გამოიწვევს. მიირთვით ყავა რძით ან თხილეულთან და ჩირთან ერთად.

დღეში 3 ფინჯანი ყავის მირთმევით, თქვენ ინვესტირებას ახდენთ ბედნიერ სიბერეში. ყავა ალცჰაიმერის დაავადების გაჩენის რისკს 65%-ით ამცირებს! სიბერის დაავადებები ვეღარაფერს დაგაკლებთ, ტვინი კი ახალგაზრდასავით იმუშავებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.