სახლი და დიზაინი
რა ჩავასხათ აგარაკზე უნიტაზში, რომ საკანალიზაციო სისტემა არ გაიყინოს
თუ კერძო სახლში საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ახლა აპირებთ, უნდა იცოდეთ, რომ ავტონომიური საკანალიზაციო სისტემა არა მხოლოდ ცხოვრებას გაგიმარტივებთ, არამედ მას გაართულებს. განსაკუთრებით ზამთარში ყინვებზე მცირე მინიშნების დროს.
თუ საკანალიზაციო მილსა და უნიტაზში წყლის გაყინვის პრობლემას უკვე შეეჯახეთ, სიტუაციის მოსაგვარებლად უფრო ოპტიმალური მეთოდი აირჩიეთ. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.
გიზიარებთ რამდენიმე ეფექტურ საპროფილაქტიკო მეთოდებს ამ პრობლემისთვის. უბრალოდ მათგან ყველაზე შესაფერისი აირჩიეთ!
საკანალიზაციო სისტემა აგარაკზე
თუ მთელ ოჯახს ტუალეტიდან წყლის დაცლა დაავიწყდა, შედეგებთან გამკლავება მოგიწევთ. სანამ ტემპერატურა -5 გრადუს ქვემოთაა, დიდი ალბათობით ყველაფრის გაკეთებას მოასწრებთ.
აიღეთ სიტუაცია, როცა უნიტაზში წყალმა უკვე გაყინვა დაიწყო. როგორ მოვიქცეთ? უბრალოდ უნიტაზის საწმენდი ჯაგრისით წყალი გახვრიტეთ და ამავე ჯაგრისით კედლებს ყინულის კვალი მოაშორეთ. დარჩენილი სითხე ზეთისხილის ქილით ან დიდი პლასტმასის შპრიცით მოაშორეთ.
თუ ზამთარში აგარაკზე ასვლას არ აპირებთ, იზრუნეთ, რომ კანალიზაციის სუნი მთელ სახლში არ დაგუბდეს. ამის გაკეთებას შეძლებთ, თუ უნიტაზში დაჭმუჭნულ გაზეთებს ჩაყრით.
უფრო მარტივი მეთოდიც არსებობს, რომ თეთრი მეგობარი ზამთრის ყინვებისგან დაიცვათ. უბრალოდ 3 ლ წყლისა და 1 კგ მარილის ნარევი უნიტაზში ჩაასხით.
სიტყვაზე ასეთივე ხსნარი შეგიძლიათ ნიჟარის სიფონში ჩაასხათ, რომ შემდეგ მისი დაშლა არ მოგიწიოთ.
როგორ ავიცილოთ თავიდან საკანალიზაციო მილში წყლის გაყინვა
რაც შეეხება საკანალიზაციო მილს, წყლის გაყინვის თავიდან აცილებას გათბობის კაბელებით შეძლებთ. ასეთის პოვნას პრაქტიკულად ნებისმიერ ტექნიკის მაღაზიაში იპოვით. ის ორი სახისა და არჩევისას არ შეცდეთ.
გარე კაბელი მილს გარედან ათბობს, შიდა კი, შესაბამისად, შიგნით გადის. სტანდარტული საკანალიზაციო მილისთვის სჯობს გარე კაბელი გამოიყენოთ. თუ დაყენების შემდეგ დამატებითი იზოლაციის გაკეთება გიწევთ, მაშინ შიდა კაბელის გამოყენება უფრო მოსახერხებელია. ასეთი კაბელები დამცავი გარსითაა დაფარული, ასე რომ არ ინერვიულოთ, თუ როგორ მოიქცევა კანალიზაციის აგრესიულ გარემოში.
თქვენ როგორ იცავთ საკანალიზაციო მილებს გაყინვისგან? გაგვიზიარეთ თქვენი იდეები.