სხვა
რა შეიძლება გავაკეთოთ შემოდგომის ფოთლებისაგან
შემოდგომა – იდეალური დროა საკუთარი ხელით ულამაზესი ნივთების შესაქმნელად.
უბრალოდ გამოდიხართ ქუჩაში და საითაც გაიხედავთ, ყველგან დაინახავთ მასალას ხელოვნებისთვის, მაგალითად გირჩებს, რკოს, წაბლს და რათქმა უნდა შემოდგომის ულამაზეს ფოთლებს.
ჩემს ოჯახშიტრადიციაც კი გვაქვს – ოქტომბრის ყოველ შაბათს ტყეში მივდივართ რათა შემოდგომის საჩუქრები შევაგროვოთ. თუ ბავშვს ხატვა და ძერწვა უკვე მოწყინდა, შეგიძლიათ მათ ხელნაკეთი ნივთების დამზადება შესთავაზოთ მაგალითად, შემოდგომის ფოთლებისგან.
ეს პროცესი საოცრად მიმზიდველია; ჩვეულებრივი ფოთლებისგან – წებოს, ძაფის და კიდევ უამრავი სხვა რამის (რაც სახლშსი გვაქვს) დახმარებით საოცარი ნივთები იქმნება. ვაზების და თაიგულების გაკეთებით დაკავებულ ბავშვს თქვენ არა მარტო ხელოვნების ხედვის ნიჭს არამედ, სამყაროს უკეთ შეცნობის უნარსაც განუვითარებთ. საჭირო მასალის შეგროვება ასევე საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვს სხვადასხვა ჯიშის მცენარეების ერთმანეთისგან გარჩევა ასწავლოთ.
ლამაზი ნაკეთობები ფოთლებისაგან
დღეს, შემოდგომის ფოთლებისგანდამზადებული რამდენიმე შესანიშნავი ნაკეთობის ნიმუში მოგიმზადეთ.
ჩააცვით ბავშვებს თბილად და გაისეირნეთ სკვერში ან პარკში, პარალელურად კი შეაგროვეთ ყვითელი, წითელი, მწვანე და სტაფილოსფერი ფოთლები თქვენი მომავალი ნაკეთობებისთვის.
1. უპირველეს ყოვლისა მოამზადეთ ფოთლები ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. თუ ფოთლების ზედაპირის სისწორე მნიშვნელოვანი არ არის, ჩაყარეთ ისინი რაიმე თავისუფალ ჭურჭელში, მაგალითად, კალათში და დატოვეთ ჰაერზე, ასე ისინი უფრო მალე გამოშრებიან და ჰაერის ცირკულაცია მათ დაობების საშუალებას არ მისცემს.
იმისთვის, რომ ფოთლები იდეალურას სწორი გამოგვივიდეს, აუცილებელია მათი წიგნის ან ალბომის ფურცლებს შორის ჩალაგება. ფრთხილად ჩაალაგეთ ფოთლები ფურცლებს შორის და დატოვეთ მინიმუმ 14 დღის განმავლობაში.
მაგრამ,თუ ლოდინი არ გიყვართ, შეგიძლიათ სპეციალური მცენარეების პრესით ისარგებლოთ. დააწყეთ ფოთლების დასტა ისე, რომ ყოველი ფოთოლის შემდეგ გაზეთის ფურცელი დადოთ. ფოთოლი, რამდენიმე დღეში მზად იქნება ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად.
2. აპლიკაცია შემოდგომის ფოთლებისაგან – ყველაზე ადვილია და მისი შექმნა სულ პატარა ბავშვებთან ერთადაც შეგიძლიათ. ესაა ცხოველების და ფრინველების ფორმის აპლიკაციები.
აი ამ ნიმუშს კი ჩემს ვაჟს ვაჩვენებ, დარწმუნებული ვარ, რომ მას აუცილებლად მოუნდება რაიმე მსგავსის გაკეთება!
3. ასევე ძალიან ეფექტურად გამოიყურებიან ყვავილები ნეკერჩხალის ფოთლებისაგან. ერთი ყვავილის შესაქმნელად უმჯობესია ერთი ფერის ფოთლები გამოიყენოთ.
კოკორის გასაკეთებლად აიღეთ 1 ფოთოლი და მილივით დაახვიეთ პრიალა ზედაპირით ზემოთ, შემდეგ აიღეთ მორიგი ფოთოლი, გადაკეცეთ შუაზე და შემოახვიეთ გარედან.
გააგრძელეთ ფოთლების ამ მეთოდით შემოხვევა სანამ საკმარისად არ ჩათვლით, მიღებულ კოკორს ქვედა მხარეს, ღერძზე ძაფი შემოახვიეთ, რომ ყვავილი არ დაიშალოს.
ამ მეთოდით შეგიძლიათ იმდენი ყვავილი გააკეთოთ რამდენიც გჭირდებათ თაიგულის დასამზადებლად.
4. შემოდგომის ხასხასა ფოთლებისგან კარის, კედლის ან ფანჯარის მოსართავი გვირგვინი აწყობაც შეიძლება. კარზე გაკრული ასეთი გვირგვინი არა მარტო ოჯახის წევრებს არამედ სტუმრებსაც გაახალისებს.
5. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა!
6. სილამაზე თქვენს სახლს უფრო მყუდროს ხდის.
რედაქციის რჩევები:
გთავაზობთ გაიგოთ თუ როგორ გააკეთოთ ზღარბი ბავშვის ოთახის დეკორისთის -ბუნებრივი მასალისგან. საუკეთესო იდეა, დეკორაცია და ნაკეთობა ბავშვის ნიჭის გასაღრმავებლად.
ასეთი ნაკეთობებით შეიძლება სახლს შემოდგომის ელფერი და სიმყუდროვე შევმატოთ, ასევე მათი გამოყენება სასკოლო გამოფენისთვისაც შეიძლება. ჩემმა ლიზამ წინა წელს კონკურსში „შემოდგომის პეიზაჟი“ – შემოდგომის ფოთლებისგან ვარდების თაიგულის შექმნით პირველი ადგილი აიღო.