თავის მოვლა
რა შეიცვლება, თუ ყოველდღე „სტაფილოს კრემს“ გამოიყენებთ
სახის კანის ვიზუალურად გასაახალგაზრდავებლად უამრავი მეთოდი არსებობს, როგორც ბიუჯეტური და მარტივი, ასევე ძვირადღირებული და ჩახლართული. დღეს პირველ ვარიანტზე გიამბობთ. სტაფილოს კრემი სასწაულს ვერ მოახდენს, მაგრამ მისი დახმარებით გარეგნულად გაცილებით ლამაზი გახდებით.
ეს რეკლამა არაა, რადგან საშუალება ნებისმიერ აფთიაქში თეთრებად შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩვენ გვსურს სასარგებლო ინფორმაცია გაგიზიაროთ, შემდეგ კი თავად გადაწყვიტეთ. ბრილიანტის მწვანე ჰგავს: საშუალება ცნობილია, მაგრამ რატომღაც ყველა არ იყენებს.
სტაფილოს კრემი (ნევსკაია კოსმეტიკა)
რა კრემია? ესაა სტაფილოს ექსტრაქტზე დაფუძნებული კრემი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. კანს კვებავს და ატენიანებს და არანაირი რეცეპტი არ სჭირდება. საკმარისია, სახის კანზე გადაინაწილოთ. ალბათ, ერთადერთი მინუსი შეფუთვაა. ტუბი 40 მლ მოცულობისაა, რომელიც, სამწუხაროდ, დიდხანს არ გეყოფათ, ამიტომ მომარაგება დაგჭირდებათ.
სტაფილოს კრემი გაჯერებულია ყველა სახის ზეთებით, ხოლო სტაფილოს მიკრონაწილებად უმატებენ და, რაც მთავარია, ფერი. ზოგიერთი მოდის მიმდევარი გაიცინებს და აწითლებული ლოყებისთვის ჭარხლის დამატებასაც გირჩევთ. და მართალიც იქნება. ძალიან ბევრ ადამიანს პრობლემური, მკრთალი კანის პრობლემა აქვთ.
ასეთი კანი არაბუნებრივად გამოიყურება, თუ მას ავტორუჯით არ დაფარავთ ან ბევრი ულტრაიისფერი სხივით არ იმოქმედებთ. თუ ზაფხული სამსახურში გაატარეთ, რა უნდა გააკეთოთ? აქ, კი სტაფილოს კრემი გამოგადგებათ. ის იმდენად მინიმალურ ეფექტს იძლევა, რომ კანის ფერს პრაქტიკულად ვერ გაარჩევთ. ეშმაკი დეტალებში იმალება და მშრალი, მკრთალი კანი ბევრად უფრო ჯანსაღ იერს იძენს.
მშრალ კანს დატენიანება სჭირდება. ახლა ამ ამოცანას სტაფილოს კრემი შესანიშნავად გაუმკლავდება. უბრალოდ კანის პრობლემური ნაწილები დაიმუშავეთ. თუ სიწითლე ან მცირე გაღიზიანება გაქვთ, კრემი ამ უსიამოვნებებსაც გაუმკლავდება. კრემი კანზე წაისვით და ნაზი, მასაჟური მოძრაობით კანში შეიწოვეთ.
ზეითუნის ზეთი
მშრალ კანს არა მხოლოდ დატენიანება, არამედ გამოკვება სჭირდება. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი გვირჩევს მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი გამოვიყენოთ და კანში შევიზილოთ. თავისთავად, ამის ხშირად გაკეთება საჭირო არაა. არც დაგჭირდებათ, რადგან ზეთს ხანგრძლივი ეფექტი აქვს, რომელიც უკვე მეორე გამოყენებაზე გამოჩნდება.
ცხიმები არა მხოლოდ კანს, არამედ სახსრებს ხარისხიანი მუშაობისთვის სჭირდება. სწორედ ამიტომ, დარწმუნდით, რომ რაციონში საჭირო რაოდენობის ცხიმები შედის. ზოგჯერ ადამიანი დიეტაზეა და საჭირო ელემენტებს ვერ იღებს. ამის გამო თმა მტვრევადი ხდება და კანი მშრალი. ავოკადოს ზედმეტი ნაჭერი ხელს არ შეგიშლით, აი, შემწვარი და ე.წ. ტრანსცხიმებისგან სჯობს თავი შეიკავოთ.
საუზმის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 3 ნიგოზი
- 100 გრ კენკრა (შეგიძლიათ გაყინული)
- 1 ს/კ ნატურალური იოგურტი
- 1 ჩ/კ თაფლი
მომზადება:
1. ასეთი საუზმე რამდენიმე საათით ენერგიით აგავსებთ, თქვენი კანი და მთელი ორგანიზმი საჭირო ცილებით და ანტიოქსიდანტებით გამდიდრდება.
2. ძალიან მარტივად მზადდება: ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ და იოგურტი დაუმატეთ. სურვილის შემთხვევაში სელის თესლი დაუმატეთ.
ვიმედოვნებთ, დასკვნებს თავად გამოიტანთ და თქვენი მშრალი და მკრთალი კანის პრობლემა გაქრება. ვთვლით, რომ ძვირადღირებული საშუალების რეკლამამ არ უნდა გაცდუნოთ, რადგან მისი შემადგენლობა ეტიკეტის მიხედვით „სრულად ნატურალურ ინგრედიენტებზეა“ დაფუძნებული.
გვჯერა, რომ ბუნებას შეუძლია თავისი სიმდიდრე ნებისმიერ ადამიანს გაუზიაროს, უბრალოდ მისი გამოყენება უნდა იცოდეთ. წარმატებას და ძლიერ ჯანმრთელობას გისურვებთ!