Connect with us

მოდა და სტილი

რა უნდა ჩაიცვათ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ახალი წელი სასწაულების და ნამდვილი დღესასწაულის დროა. ბევრისთვის ეს განსაკუთრებული დღესასწაულია. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ახალ წელს ლამაზად გამოწყობილი შევხვდეთ. დღეს გიამბობთ, რომელი ფერის ტანსაცმელი გაახარებს მომავალი წლის მფარველს და რა ჩავიცვათ ახალი წლის შესახვედრად.

უმეტესობა ჩვენგანს საახალწლო ღამის გატარება სახლში უწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საერთოდ არ უნდა შევხვდეთ. ჩაცმულობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის დაგეხმარებათ წარმატების და ხარის კეთილდღეობის მოპოვებაში. ჩვენ ხომ მომავალ წელს სწორედ ეს გვჭირდება.

 

რა ჩავიცვათ ახალ ხარის წელში

ასტროლოგები გირჩევთ, რომ აქცენტი ღია ფერებზე გააკეთოთ. ამ წლის მფარველი თეთრი მეტალის ხარია და ფერიც შესაფერისი უნდა იყოს. ხარს კაშკაშა ფერები, განსაკუთრებით წითელი არ უყვარს. სწორედ ამიტომ, ალისფერი კაბა სხვა შემთხვევისთვის შეინახეთ. ყურადღება მარტივ და ელეგანტურ შეფერილობაზე გააკეთეთ.

ხარი სიმარტივეს და თავდაჯერებულობას აფასებს. ზედმეტ პომპეზურობასა და ბრჭყვიალა აქსესუარებზე უარი თქვით. სიმარტივე მთავარია, რაც თქვენს საახალწლო სამოსში უნდა იყოს. ახლა გავარკვიოთ, თუ რა უნდა ჩაიცვას თითოეულმა ზოდიაქოს ნიშანმა ახალი წლის ღამეს.

ვერძი

ვერძისთვის საუკეთესო ფერი წითელია, ოღონდ არა საახალწლო ღამეს. წითლის ყველა შეფერილობა აკრძალულია, ამიტომ რაღაც სხვა მოძებნეთ. ასტროლოგები გირჩევთ თეთრ, ვერცხლისფერ ან ნაზ ვარდისფერ ტანსაცმელზე შეჩერდეთ. ნებადართულია წითელი დეტალები ან აქსესუარები, მაგრამ არ გადააჭარბოთ.

კურო

ახალი წლის ღამეს ბედნიერი ფერი იქნება შავი და ყავისფერი. შეიძლება ეს არც თუ ისე სადღესასწაულო ფერებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხარი დააფასებს. მეტალის აქსესუარები ზედმეტი არ იქნება.

ტყუპები

ასტროლოგები ამ საახალწლო ღამეს ცისფერ სამოსში გახვევას გირჩევენ. მთავარი აქცენტი სამკაულებზე გააკეთეთ. მეტალისფერი წარმატებას იზიდავს, ამიტომ ამ ფერზე უარი არ თქვათ. ლუქს რამდენიმე მოდური აქსესუარი დაუმატეთ. ამბობენ, რომ წყვილი აქსესუარი ცხოვრებაში მეორე ნახევრის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს მიწისფერი და ქვიშისფერი შეფერილობის ტანსაცმელს ურჩევენ. ასე ფერსა და 2021 წლის სიმბოლოს შორის ბალანსს შეინარჩუნებთ. ლუქში ვერცხლისფერი აქსესუარების გამოყენება არ დაგავიწყდეთ.

ლომი

ახალი წლის ღამეს უბრალოდ უნდა იბრწყინოთ. პირველ რიგში, ამაზე გიჟდებით, მეორეც, ხარი აუცილებლად დააფასებს. მხოლოდ ოქროსფერზე არ ჩაიციკლოთ. წელს ასტროლოგები გირჩევენ, რომ ცისფერ ლუქებს გადახედოთ. ეს ლუქი კი ოქროს აქსესუარებით შეავსეთ.

ქალწული

ქალწულისთვის წარმატებული იქნება ყავისფერი, მწვანე, ყვითელი ან კრემისფერი. ეს ფერი მთელი მომავალი წელი წარმატებას მოგიტანთ. საღამოს კაბა საუკეთესო არჩევანი იქნება.

სასწორი

სასწორმა ბალანსი უნდა დაიცვას, თუმცა საახალწლო ღამეს შეგიძლიათ ცოტა გათამამდეთ. უფრო თამამი საღამოს კაბები შეარჩიეთ. შეგიძლიათ განიხილოთ ღრმად ამოჭრილი ან ასიმეტრიულად აჭრილი კაბა. ფერადი გამა ამ წლისთვის კლასიკურია: ყავისფერი, კრემისფერი, თეთრი. კომბინაციებით თამაში საინტერესო იქნება.

მორიელი

მორიელი ვნებით სავსეა, მაგრამ ახალი წლის ღამეს თქვენი ვნება უნდა მოთოკოთ. ფერადი და მყვირალა სტილი ხარის კეთილდღეობის მოპოვებაში ვერ დაგეხმარებათ. სჯობს თავშეკავებული, პასტელური ფერები შეარჩიოთ. სტილი მასიური სამკაულებით დაასრულეთ.

მშვილდოსანი

მთავარი ამოცანა: კომფორტული სტილის შექმნა. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ მოგწონთ. საუკეთესო ფერი: თეთრი და მეტალისფერი. სჯობს სტილი ბზინვარე იყოს. ლუქს იმავე ფერის რაიმე დახვეწილი აქსესუარი შეურჩიეთ.

თხის რქა

თხის რქამ სჯობს ბუნებრივ ფერებზე ყურადღება მიაქციოს. მწვანე, ყავისფერი და ნაცრისფერი – საუკეთესო ფერები საახალწლო სტილისთვის. ასევე პასტელური ფერები კარგი არჩევანია. ლუქი თქვენი გემოვნებით გაამრავალფეროვნეთ.

მერწყული

მერწყულმა ნაცრისფერი ან ცისფერი ფერის კაბა უნდა შეარჩიოს. ხარი დააფასებს, თუ ლუქი ბზინვარე იქნება. მსხვილი აქსესუარები დაუმატეთ. გულსაბნევები და სამაჯურები შესაფერისი იქნება.

თევზები

იდეალური ფერები: თეთრი ან ღია კრემისფერი. რაც უფრო ღია და ნაზია სტილი, მით უკეთესი. მაკიაჟის და აქსესუარების დახმარებით აქცენტის გაკეთება არ დაგავიწყდეთ. მეტალის აქსესუარები საუკეთესო ვარიანტი გახდება.

სადღესასწაულო ღამისთვის ლუქი სწორად შეარჩიეთ, რომ თეთრი ხარი გაახაროთ. რძისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი, ფერფლისფერი – ეს ფერები ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის წაუგებელი ვარიანტი იქნება. ასევე ხარს ცის, ბალახის და მიწის ფერები მოსწონს.

სტილი და ნაჭერი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. რაღაც მოსახერხებელი და თავისუფალი შეარჩიეთ. გახსოვდეთ, მაშინაც კი, თუ ახალ წელს სახლში აღნიშნავთ, მაინც სადღესასწაულო სტილი უნდა აირჩიოთ. 2020 წელი კარგი ამბებით არ გვანებივრებდა, ამიტომ ამაზე თავად უნდა ვიზრუნოთ.