Connect with us

ჯანმრთელობა

რა უნდა მიირთვათ პრემენსტრუალური სინდრომის დროს

ყველამ ვიცით, რომ სწორი საკვები სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება, მათ შორის მტკივნეული პრემენსტრუალური სინდრომის დროს.

1. სელის ზეთი

დილის ფაფას ან სმუზის ორი სუფრის კოვზი სელის ზეთი დაუმატეთ. ომეგა-3-ის მაღალი შემადგენლობის წყალობით ის ტკივილს ამცირებს.

2. ორაგული

მიირთვით კვირაში სამჯერ და მკერდში არსებულ უსიამონო შეგრძნებებს გაგიქრობთ.

3. კვერცხი

შესანიშნავი საშუალებაა B6, D და Е ვიტამინების ნაკლებობის დროს, რათა პრემენსტრუალური სიმპტომები უფრო იოლად გადაიტანოთ.

…მუცლის შებერილობა

1. ოხრახუში

დაუმატეთ ის სალათში ან წვნიანში, რათა მუცელში არსებული სიმძიმისგან გათავისუფლდეთ და დეჰიდრატაცია არ დაუშვათ.

2. პაპაია

შეიცავს პაპაინს – ენზიმი, რომელიც საკვების მონელებაში გეხმარებათ. ერთი პატარა თეფში პაპაია თქვენს საკვების მონელების პროცესს სწორ რელსებზე დააყენებს.

3. მთელმარცვლოვანი პროდუქტები
მიირთვით ორაგული კვირაში სამჯერ და მკერდშ არსებუი უსიამოვნო გრძნობებისგანაც გათავისუფლდებით.

…თავის ტკივილები

1. მჟავე კიტრის წვენი
მეოთხედი ჭიქა ძილის წინ დალიეთ, ის ელექტროლიტებს შეიცავს, რომლებიც ტკივილის შეგრძნებებს ამცირებს.

2. საზამთრო
ორგანიზმში წყლის მარაგს აღადგენს

3. მუქი მწვანილი
განსაკუთრებით მანგოლდის სალათი და ისპანახი. მაგნიუმი ამცირებს ტკივილის სიხშირეს და ინტენსიურობას.

ენერგიის უკმარისობა

1. კინოა
რკინა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ერთი პორცია კინოა რკინის დღიური ნორმის 15%-ს შეიცავს.

2. ქოქოსის ზეთი

დაუმატეთ ერთი კოვზი ქოქოსის ზეთი ყავაში. ცხიმოვანი მჟავები კოფეინის მონელებას ანელებენ.

3. ალუბლის წვენი

სადილად ერთი ჭიქა წვენი და მელატონინი, რომელიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს, ნორმალურად გამოძინების საშუალებას მოგცემთ.