Connect with us

კულინარია

რა უნდა იცოდეთ იმისათვის, რომ დახლზე საუკეთესო საზამთრო შეარჩიოთ

ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მწიფე და გემრიელი საზამთროს შერჩევა მხოლოდ გამართლებაზეა დამოკიდებული. თუმცა, არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც დაგეხმარებათ ყველაზე გემრიელი კენრის შერჩევაში. დაიმახსოვრეთ ისინი და აღარასდროს შეცდებით:

  • სქესი

დიახ, საზამთრო მდედრ და მამრ ნაყოფებად იყოფა: მდედრი უფრო ტკბილია და მას უფრო მომრგვალებული ფორმები ახასიათებს.

  • ლაქები

საზამთროზე ყვითელი ლაქა უნდა იყოს – ეს ის ნაწილია, რომელიც, დამწიფების დროს, მიწას ეხებოდა. შეარჩიეთ საზამთრო, რომელსაც ერთ მხარეს ოქროსფერ-მოყვითალო ლაქა აქვს – იგი ყველაზე მწიფეა.

  • ზომა

ადამიანები თვლიან, რომ დიდი ზომის საზამთრო უფრო ტკბილია, რაც, მეტწილად, მართალია. მიუხედავად ამისა, ნუ შეარჩევთ ძალიან დიდ ნაყოფს, ეძებეთ ოქროს შუალედი.

  • ხმა

თუ დაკაკუნებისას საზამთროს ხმა ჟღერადია, ხოლო კანი – მყარი, თამამად იყიდეთ იგი. თუ კანზე დეფორმაცია აქვს, დიდი ალბათობით, ნაყოფი დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს, რაც მის ამჟავებას გამოიწვევდა.

  • ყუნწი

შეარჩიეთ ნაყოფი ყავისფერი, გამხმარი ყუნწით – ჩვეულებრივ, ასეთი კენკრა უფრო მწიფეა და საჭირო დროსაა მოკრეფილი.

  • შეფერილობა

არსებობს მოსაზრება, რომ საზამთროს მკვეთრი შეფერილობა უნდა ჰქონდეს. ეს მართალია, თუმცა, თუ იგი ზედმეტად ელვარებს, ესე იგი ის მკვახეა ან პესტიციდებით გააჯერეს.

თქვენ როგორ ირჩევთ საზამთროს?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.