Connect with us

ყვავილები

რა უნდა გაუკეთოთ სასწრაფოდ ჟოლოს ბუჩქს, თუ მოსავალი უკვე აიღეთ

ჟოლო ჩვენი ბაღის ტრადიციული ბინადარია. ამ კენკრის გაზრდა მარტივია, მოსავალი – სტაბილური, გემრიელი და ძალიან სასარგებლო. და მაინც, ზაფხულის ბოლოს ბუჩქებს ცოტა დრო უნდა დაუთმოთ, რომ არ დაიკარგოს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ უნდა იზრუნოთ ჟოლოზე მოსავლის აღების შემდეგ.

ჟოლოს მოვლა მოსავლის აღების შემდეგ

ბევრი მებაღე შეცდომას უშვებს, როცა ჟოლოს გადაჭრას სიცივის დაწყებამდე აყოვნებს. რა თქმა უნდა, გახურებულ სეზონზე დრო არასდროს გვყოფნის, მაგრამ ჟოლოს ბუჩქებზე ზრუნვა მოსავლის აღებისთანავე უნდა დაიწყოთ. საქმე იმაშია, რომ ბუჩქები ზამთრისთვის მოსამზადებლად დიდ დროს ხარჯავს. ამ პერიოდში ზედმეტი ყლორტების გამოკვება საჭირო არაა.

ჟოლოს მოსავლელად მთავარი და ყველაზე რთული ძველი და ზედმეტი ახალი ყლორტების მოშორებაა. პროცედურა შემოდგომამდე არ გადადოთ და მით უფრო მომავალ გაზაფხულამდე. ასე შეიძლება ავადმყოფი ტოტები გამოგრჩეთ და მათ ნაცვლად ჯანმრთელი გადაჭრათ.

ზაფხულის ბოლოს უფრო მარტივია დაავადების, მეწამული ლაქის ნიშნების აღმოჩენა. ეს ლაქა ჯერ კიდევ მწვანე ბუჩქზე კარგად ჩანს. სექტემბერში ყველა ტოტი ყავისფერ შეფერილობას იძენს და ხევდება. არა თუ ავადმყოფის, არამედ ძველის და ახლის გარჩევა პრობლემური ხდება.

ბევრი, ვინც ჟოლოს გადაჭრას შემოდგომამდე დებს, დაბზარული ქერქით და ძველი ყლორტების სიმყიფით ხელმძღვანელობს. აქ, შეცდომის დაშვება მარტივია. ისე მოხდება, რომ ძველი გამოიზამთრებს, ხოლო ახალი მოჭრილია. გაზაფხულზე კიდევ ერთხელ გადაჭრა მოგიწევთ, უკვე კვირტებზე დაკვირვებით – გასული წყლის კვირტები არ იშლება. რა საჭიროა საკუთარი თავისთვის ასეთი სირთულეების მოწყობა, როცა შესაძლებელია ყველაფერი ზედმეტი და მტკივნეული დროულად მოიშოროთ, სანამ ყველაფერი ჩანს?

მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა

ჟოლოს ღეროებსა და ფოთლებზე ბევრი სხვადასხვა მწერი ცხოვრობს: ტკიპა, ობობა, ბუგრი, ჭიანჭველა, ობობის ტკიპა, ხოჭო ცხვირგრძელა. ძველი ტოტების ფოთლები ლაქებით ტყუილად არ იფარება და სწრაფად ხმება. მწერები მისგან წვენს წოვენ, ფოთლებს ხვრეტენ. ძველი სახლი (ამოსული ყლორტები) ხმება, სამაგიეროდ ახალი ყლორტი იზრდება. ყველა მავნებელი მასზე გადადის.

ზაფხულის გადაჭრა და ძველი ტოტების მოშორება მავნებლების და დაავადებების პროფილაქტიკის ერთ–ერთი მეთოდია. რა თქმა უნდა, ყველა მავნებელს და სოკოს გადაჭრით ვერ მოიშორებთ, რადგან ნაწილი ახალ ტოტზე გადასვლას ასწრებს. სწორედ ამიტომ, ბუჩქის გადაჭრის შემდეგ მწერების და  დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებით დაამუშავეთ.

გამოკვება

ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე ჟოლოს ბუჩქი აღარ იზრდება. მასში ახალი ყლორტები განვითარებას იწყებს, რომელიც ზამთრისთვის ემზადება. გარდა ამისა, მომავალი წყლის ყვავილების კვირტები ვითარდება. მიწისზედა ნაწილი ზრდას წყვეტს, სამაგიეროდ ფესვები ახლდება და იზრდება.

ამ პერიოდში ჟოლოს ძლიერი ორგანული სასუქი (ახალი ნაკელი, ჭინჭრის ნაყენი, სკინტლი) და აზოტის სასუქი არ უნდა მიაწოდოთ. ეს ყლორტების ზრდას და გაცხიმოვნებას გამოიწვევს. ამის გამო გახევებას ვერ მოასწრებს და ზამთარში გაიყინება.

ზაფხულის ბოლოს ბუჩქის გარშემო მიწა ხის ნაცრით დაპუდრეთ და მორწყეთ. ასევე შეგიძლიათ ძველი ნეშომპალის ან კომპოსტის მულჩით დაფაროთ. ეს დიდხანს მოქმედი ორგანული სასუქია. გაზაფხულზეც კი იმუშავებს.

ასევე გამოგადგებათ მინერალური სასუქი, მაგალითად, ფოსფორი–კალიუმის სასუქი. რეკომენდებულია კალიუმის მონოფოსფატის გამოყენება. ის კარგად იხსნება, უფრო მეტიც, ერთდროულად ფოსფორს და კალიუმს შეიცავს. 10 ლ წყალი 1 ს/კ სასუქში გახსენით და თითოეული ზრდასრული ბუჩქის ქვეშ 1 ვედრო დაასხით. თუ მიწა მშრალია, ბუჩქები სუფთა წყლით მორწყეთ. ასე სასუქი ფესვებამდე მიაღწევს და სარგებელს მოგიტანთ.

თუ ჟოლოს ბუჩქებზე ზაფხულის ბოლოს სათანადოდ იზრუნებთ, მომავალ წელს უხვი და სასარგებლო მოსავლით აუცილებლად გაგახარებთ. წარმატებას გისურვებთ!