Connect with us

ყვავილები

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დეკემბერამ კარგად იყვავილოს

მცენარე უცნაური სახელით – “შლუმბერგერი” უფრო მეტად დეკაბრისტის სახლით არის ცნობილი, ის 100 წელს ცოცხლობს და არ უყვარს როცა ყვავილობის პერიოდში ეხებიან.

შლიუმბერგერი კაქტუსების ოჯახს მიეკუთვნება. ეს მცენარე ბრაზილიის ჩრდილოვანი და ნესტიანი ტყეებიდან არის წარმოშობით, სადაც ყვავილობის პიკი ზაფხულში ხდება – ეს კი ჩვენს კალენდარულ ზამთარს უტოლდება. ამ ყვავილის დეკემბერი – თებერვლის მონაკვეთში ყვავილობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მისი სწორად მოვლის შემთხვევაში ყვავილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ძლებს, მთავარია მისი რამდენიმე განსაკუთრებულობა გაითვალისწინოთ.

დეკაბრისტის ყვავილი შეიძლება არა მხოლოდ ღია-ვარდისფერი არამედ მუქი წითელი, იისფერი ან თეთრიც იყოს.

როგორ დავრგოთ და გავამარავლოთ დეკაბრისტი?

თავიდან დეკაბრისტის გადარგვა სასურველი არ არის და აჯობებს პირვანდელ ჭურჭელში დავტოვოთ. თუ მის გადარგვასმაინც გადაწყვეტთ აჯობებს წინანდელზე 2 სანტიმეტრით დიდი დიამეტრის მქონე, ქოთანში გადარგოთ. თუ ყვავილს უფრო დიდ ქოთანში გადარგავს მცენარე ფესვების გადგმას უფრო დიდ დროს მოანდომებს და ყვავილობა დაგვიანდება. გადარგვა 2 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად არის მართებული. ისევე როგორც ყველა მცენარეს – დეკაბრისტსაც კარგი დრენაჟი ესაჭიროება. მისი გამრავლება კალმებიტაც შეიძლება. როდესაც მისი ტოტები სიმაღლეში იზრდება და გადახრას იწყებს მცენარეს საკუთარი წონის გაძლება უჭირს, ამიტომ შეგიძლიათ გადაჭრათ, ოდნავ მოაშორთ და შემდეგ ნოტიო ნიადაგშ გადარგოთ. რამდენიმე კვირის შემდეგ ცენარე ფესვებს გაუშვებს.

როგორ მოვუაროთ დეკაბრისტს?

ზამთარში დეკაბრისტი მზის ქვეშ დიდხანს არ უნდა გყავდეთ! მას უყვარს სინათლე თუმცა პირდაპირ სხივებს ვერ იტანს. ყვავილობის პერიოდში მას გაბნეული სინათლე ესაჭიროება. ყვავილს ნესტი ძალიან უყვარს ამიდომ 2-3 დღეში ერთხელ მისი პულივიზატორით მორწყვა შეიძლება. ფესვების რწყვა ჭარბი არ უნდა იყოს, აჯობებს ნადგამი წყალი გამოიყენოთ.

რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეკაბრისტმა კარგად იყვავილოს?

მოკლე ნათელი დღე – დეკაბრისტის ყვავილობის მთავარი საჭიროება. იმისთვის, რომ დეკაბრისტს კვირტები გაუჩნდეს, ყვავილობის პერიოდამდე 5-6 კვირა ის სიბნელეში უნდა იყოს დღეში 12-14 საათის განმავლობაში, ამიტომ აჯობებს ის ხელოვნური ნათებით გაანათოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მცენარეს ტემპერატურის ცვლილებები არ უყვარს, მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 18 – 25 გრადუსის მონაკვეთია.

მარტიდან აგვისტომდე მცენარე აქტიურად იზრდება.

შლუმბერგერს არ უყვარს შეხება, ბუტონების გაჩენის მომენტიდან ყვვავილობის დასრულებამდე მისი ახალ ადგილზე გადადგმაც არ შეიძლება, აჯობებს თუ მის ქოთანსაც კი არ შეუცვლით გვერდს. დეკაბრისტის განოყიერებაკაქტუსების სტანდარტული სასუქით ან 1:2 გაზავებულ ოთახის მცენარეების სასუქით შეიძლება, თუმცა ეს გაზაფხულზე ან ზაფხულშ უნდა გააკეთოთ.