ჯანმრთელობა
რა უნდა გააკეთოთ დღეს, რომ 20 წლის შემდეგ ლამაზი და ჯანმრთელი იყოთ?
მეცნიერების თქმით, თანამედროვე ადამიანი ყოველწლიურად 2,5 თვით „ახალგაზრდავდება“. ერთი და იმავე ასაკში ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს უფრო მეტის უფლება მივცეთ, ვიდრე 7-10 წლით უფროსებმა. როგორ გავაერთიანოთ სოციალური და ბიოლოგიური ახალგაზრდობა? რამდენიმე რჩევა გვაქვს!
არავის სურს ასაკზე ფიქრი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდები ვართ. თუ სიბერეში ჯანმრთელობის, ენერგიის და სილამაზის შენარჩუნება გსურთ, საკუთარ თავზე რაც შეიძლება ადრე იზრუნეთ. აი, რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა შეიმუშაოთ, რომ შემდეგ საკუთარ თავს „მადლობა“ უთხრათ.
დილით ივარჯიშეთ
სპორტი ნამდვილად კარგია. თუ დიდხანს ცხოვრება გსურთ, კვირაში 3–ჯერ აერობიკა და ძალოვანი ვარჯიშები შეასრულეთ. სჯობს ეს დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ. დღის საათებში ფიზკულტურა და სპორტი ენერგიის დონეს ზრდის, ასევე ჯანსაღი კვების ჩვევის შენარჩუნებაში გვეხმარება.
სტრესის საწინააღმდეგოდ საკუთარი წამალი იპოვეთ
სამწუხაროდ, სტრესს ნებისმიერ ასაკში განვიცდით, მაგრამ ყოველი ათწლეულის შემდეგ მასთან გამკლავება სულ უფრო გვიჭირს. სხვათა შორის, ქრონიკული სტრესი ბევრი სერიოზული დაავადების განვითარების რისკს ზრდის, მათ შორისაა დიაბეტი, ჰიპერტონია, გულის დაავადება და სიმსივნე. სწორედ ამიტომ, სტრესის საწინააღმდეგოდ საკუთარი მეთოდის პოვნა და მის შედეგებთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია: იქნება ეს სპორტი თუ ქსოვა, მედიტაცია თუ სეირნობა – მთავარია, სტრესი დაამარცხოთ.
წელიწადში ერთხელ გამოკვლევები ჩაიტარეთ
ექიმებთან სიარული არავის უყვარს, მაგრამ მათ უფრო იშვიათად რომ შეხვდეთ, წელიწადში ერთხელ გამოკვლევები ჩაიტარეთ. გინეკოლოგი, სტომატოლოგი, ოფთალმოლოგი, მამოლოგი – ამ და სხვა სპეციალისტებმა რეგულარულად უნდა შეგამოწმონ და თქვენს მდგომარეობას დააკვირდნენ.
ბევრი რძის პროდუქტი მიირთვით
ჩვენი ძვლების სიმკვრივის პიკი 30 წელია, შემდეგ თანდათან კალციუმს ვკარგავთ და ჩვენი ძვლები და სახსრები სუსტდება. სწორედ ამიტომ, საკმარისი რაოდენობის კალციუმის და D ვიტამინის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. სჯობს მაღალი ცხიმიანობის რძის პროდუქტები მიირთვათ. გარდა ამისა, ახლახანს ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც რძის პროდუქტებს ხშირად მიირთმევდნენ, ნაადრევი მენოპაუზის დაბალი რისკი ჰქონდათ.
ბევრი ცხიმიანი პროდუქტი შეჭამეთ
რა თქმა უნდა, საქმე ეხება არა ცხიმიან ქონს ან ბევრ ზეთში მომზადებულ კერძებს. ასევე ტრანსცხიმებით მდიდარ პროდუქტებს გვერდი უნდა აუაროთ – ისინი თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. აი, ბოსტნეული, თევზი, კაკალი, რძის პროდუქტები – ყველაფერი, რაც უჯერ ცხიმებს შეიცავს, უბრალოდ გვჭირდება.
მუდმივად მზისგან დამცავი კრემები გამოიყენეთ
დღეში მინიმუმ 15 წუთი მზეზე უნდა გაატაროთ, მაგრამ სხვა დანარჩენ დროს კანი ულტრაიისფერი სხივებისგან უნდა დაიცვათ. და არა მხოლოდ ზაფხულში: დაცვა მთელი წელი საჭიროა. ეს ძალიან სერიოზულია!
ბევრი უჯრედისი მიირთვით!
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება თქვენს რაციონში: რაც უფრო ასაკოვანი ვხდებით, მით უფრო გვჭირდება უჯრედისი. ზრდასრული ადამიანების უმეტესობა მას საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს, რის გამოც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებს, ასევე ნელ ნივთიერებათა ცვლას აწყდება. დღეში მინიმუმ 30 გრ უჯრედისი უნდა მიირთვათ და არც ერთი გრამით ნაკლები!
ოჯახური ანამნეზი შეაგროვეთ
ბევრი დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა: მკერდის სიმსივნე, კოლორექტალური სიმსივნე, დიაბეტი, გულის დაავადებები – თუ ახლო ნათესავებს ეს დაავადებები აწუხებდათ, მათ პროფილაქტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ და ყოველწლიურად გამოკვლევა ჩაიტაროთ. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, თუ რომელ ასაკში იჩინა თავი დაავადებამ – ასე გაფრთხილებული იქნებით და დაავადების ნაადრევ ნიშნებს დროულად შეამჩნევთ.