Connect with us

მოდა და სტილი

რა საფრთხეს შეიცავს გელ-ლაქი? ქალებმა ამის შესახებ უნდა იცოდნენ!

ალბათ, არ არსებობს ქალი, რომელსაც გელ-ლაქის შესახებ არ სმენია. ძალიან ბევრი ფრჩხილებზე ასეთ გელ-ლაქს იყენებს. რამდენიმე წლის წინ ამ ტრენდმა მოდის ინდუსტრია დაიპყრო და დღემდე თავის პოზიციებს არ თმობს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან გელ-ლაქი 2-3 კვირა ძლებს – ზედაპირის შეცვლა მხოლოდ მათ უწევთ, ვისაც ფრჩხილი გაეზარდათ და მანიკიურმა ესთეტიკური სილამაზე დაკარგა.

სამწუხაროდ, ინტერნეტ სივრცეში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ჩივილს, რომ გელ-ლაქის მოშორების შემდეგ ფრჩხილი ძლიერ დაზიანდა – ცუდად გამოიყურება, იმტვრევა, ფენებად იშლება, ძალიან სუსტი ხდება.

ნახეთ, ასე რატომ ხდება

გელ-ლაქი თავისით არ შრება, ამიტომ ფრჩხილებს ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ აშრობენ. გაშრობის პროცესში ლაქი ფრჩხილის ფირფიტის ზედა ფენაში შედის. ლაქის მოშორების დროს ფრჩხილის ამ ზედა ფენის მოშორებაც ხდება. ასე ხდება ყოველ ჯერზე, როცა ფრჩხილებს თავიდან იღებავთ. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებს შორის ბევრი დავა მიმდინარეობს, თუ ასეთი მანიკიური რამდენად უსაფრთხოა.

სპეციალისტები ერთხმად ამბობენ, რომ გელ-ლაქის 2-ჯერ გამოყენების შემდეგ 3 თვიანი შესვენებაა საჭირო.

ფრჩხილის ფირფიტის დარღვევა – ყველაფერი არაა, რის შესახებ უნდა იცოდეთ, როცა გელ-ლაქს ისვამთ. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს.

1. ნათურის ულტრაიისფერი სინათლე, რომლითაც გელ-ლაქს აშრობენ, კანისთვის ძალიან აგრესიულია. სჯობს სპეციალური ხელთათმანები გამოიყენოთ, რომელიც კანს დაიცავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ხელებზე ხალები აქვთ. ულტრაიისფერმა სინათლემ შეიძლება დამწვრობა, უარესს შემთხვევაში კი კანის სიმსივნე გამოიწვიოს.

2. როგორც მინიმუმ ფრჩხილებზე 3 ფენის, ზოგჯერ 4-5 ფენის დატანება ხდება, რადგან ლაქის გარდა ბაზის და ტოპის წასმაც ხდება შედეგად ფრჩხილის ფირფიტა საკმარისი რაოდენობის ჰაერს ვერ იღებს და შრება, ამის გამო ფრჩხილები იმტვრევა და ფენებად იშლება.

3. ლაქის მოსაშორებლად სპეციალური საშუალება გამოიყენება. როგორც უკვე იცით, მხოლოდ ბამბით და ხსნარით ლაქის მოშორებას ვერ შეძლებთ. ეს აგრესიული ხსნარი ფოლგის ქვეშ ცოტა ხნით უნდა გაიჩეროთ, ის ხურდება და ფრჩხილში იწოვება. წარმოიდგინეთ, ამის გამო ფრჩხილი როგორ იტანჯება.

არ ვდაობ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ღირს კი ამად? თუ 3 თვიანი შესვენების გაკეთება არ შეგიძლიათ, ფრჩხილებზე სხვა მეთოდით იზრუნეთ. მეთოდი ბანალური, მაგრამ ეფექტურია. სწორად იკვებეთ, რაციონს დიდი რაოდენობით ცხიმიანი თევზი, კვერცხი და ყველი დაუმატეთ. ასევე დაგჭირდებათ ვიტამინები: რკინა, თუთია, C ვიტამინი.

თუ შესვენება გადაწყვიტეთ, ლაქის მოშორების შემდეგ ფრჩხილები მოკლეზე შეიჭერით, სამუშაოს შესრულების დროს ხელთათმანი გაიკეთეთ, როგორც მინიმუმ პირველი 2-3 კვირა. ყოველდღე ფრჩხილებსა და კუტიკულაზე ზეთი წაისვით. ამისთვის შეგიძლიათ ჟოჟობას, გარგარის და ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ ფრჩხილებზე პროთეინის შემცველი კომპლექსი წაისვათ, ეს სამკურნალო ლაქია.