ჰოროსკოპი
რა სასწაულებს უნდა ელოდოთ 2022 წლის 25 ოქტომბერს. დაბნელება, რომელიც ყველაფერს შეცვლის
2022 წლის 25 ოქტომბერს მნიშვნელოვანი მოვლენა, მზის დაბნელება მოხდება. ამ დღისთვის სწორად უნდა მოემზადოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამინდზე დამოკიდებული ხართ. არსებობს ალბათობა, რომ დაბნელება მგრძნობიარე ორგანიზმზე გავლენას მოახდენს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ასტროლოგ ანჯელა პერლის რჩევებს, როგორ გაატაროთ დაბნელების პერიოდი და რას ელოდოთ.
მზის დაბნელება
დაბნელება მორიელის ნიშანში მოხდება. ამ ზოდიაქოს ნიშანს პლუტონი და მარსი მართავს. თავად ხვდებით, როგორი კომპანია შეიკრიბა. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები 22-28 ოქტომბრისთვის გადადეთ. დაბნელების ძალა რამდენიმე დღით ადრე და მის შემდეგ იგრძნობა.
დაბნელებას კუმულაციური ეფექტი აქვს. კონკრეტულად 25 ოქტომბერს დაიწყეთ რაღაც საქმე, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ საქმის გაგრძელებას გეგმავთ. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ამ საქმეს წარმატებით დაასრულებთ. დიდი ალბათობით, საქმეში სერიოზული ცვლილებების შეტანა მოგიწევთ.
ცვლილებები გველოდება
ანჯელა პერლის თქმით, მზის დაბნელება რთულ სიტუაციებს გამოიწვევს. მორიელი ცვლილებების და ტრანსფორმაციის სიმბოლოა. ცვლილებებმა არ უნდა შეგვაშინოს, რადგან ასე გამოცდილებას ვიძენთ, ვითარდებით და წინ მივიწევთ. ზოგისთვის არაკომფორტული პერიოდია, რომელიც 8 ნოემბერს, მთვარის დაბნელების დროს, უფრო გაუარესდება. იქ ყველაფრის მმართველი ურანია, რომელიც მოულოდნელობის პლანეტაა.
„დაბნელების დერეფანი ერთგვარი ხელახლა დაბადების სიმბოლოა. პლუტონს ფენიქსივით შეუძლია გაქრეს და განახლებული ძალებით და მთელი დაბრუნდეს. ადამიანი ამ დერეფანში შედის ერთი და გამოდის აბსოლუტურად სხვა. ეს შინაგან ან გარეგნულ დონეზე ხდება. შეიძლება ის გავაკეთოთ, რაც ცხოვრებას შეცვლის“ – ამბობს ასტროლოგი.
პლუტონი ფინანსებს მართავს. აქაც ცვლილებებს ელოდეთ. მთელი ნოემბერი ცვლილებები მოხდება. მაქსიმალურად მსგავსი დაბნელება 2004 წლის 24 აპრილს იყო. გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში, როგორ შეიცვალა სიტუაცია?
სწორად მოემზადეთ
რთული დრო მოდის, რომელიც სხვადასხვა სფეროსა და დონეზე შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, ჯანმრთელობა სწრაფად შეიძლება გაუარესდეს. პლუტონი სიმბოლოა იმის, რაც მიწაში იმალება. თუ თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, სპეციალისტს დაუგეგმავად მიმართეთ. დაზღვევა ხელს არ შეგიშლით.
ფულად მანიპულაციებს თავი აარიდეთ. მღელვარე პერიოდის გასვლას დაელოდეთ, თუ ეს შესაძლებელია. გასაგებია, რომ გადაუდებელი ფინანსური პრობლემები უნდა მოაგვაროთ, მაგრამ ცვლილებები ბიზნესში უფრო მშვიდი დროისთვის გადაიტანეთ.
სამსახურში ცვლილებებიც მოსალოდნელია. დროა უარის თქმა ისწავლოთ და მოიშოროთ რაღაც, რაც არ მოგწონთ. სამსახური, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ, დატოვეთ. ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყეთ.
როგორ გავატაროთ მზის დაბნელება
ეს დღე თქვენს თავს დაუთმეთ. მეორე ნახევართან ერთად დაისვენეთ. სტრესს და ნერვიულობას მოერიდეთ. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც თქვენს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, თავი აარიდეთ. მოდუნდით და დაისვენეთ.
თუ მზის დაბნელების ყურებას აპირებთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ. ხალხური მეთოდები მზეზე ცოტა ხნით შესახედადაც არ გამოგადგებათ. ტელესკოპის და ბინოკლის სპეციალური ფილტრები ან შემდუღებლის დამცავი ნიღაბი დაგჭირდებათ. თვალებს გაუფრთხილდით.