Connect with us

ჯანმრთელობა

რა მოხდება, თუ ხახვს ჯვარედინად ჩაჭრით და ჩაიში ჩადებთ

ბაბუაჩემი პატარაობიდანვე მასწავლიდა, რომ ხალხური ხრიკები ნებისმიერი უსიამოვნებისგან დამიცავდა. მთელი სიბრძნე ერთი მოხუცი ექიმბაშისგან ისწავლა, რომელიც მის სოფელში ცხოვრობდა. მაგალითად, ხახვიან ჩაის მუცლის შებერილობის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევდა. ეს სასმელი მარტივად მზადდება!

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო შეგრძნებები მუცელში. ხახვიანი ჩაის გარდა გთავაზობთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ ხალხურ საშუალებებს.

ხახვიანი ჩაი

ხახვიანი ჩაის მოსამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. 200 მლ შავი ჩაი მოადუღეთ, შემდეგ 1 ხახვი ფურცლებისგან გაათავისუფლეთ. ამის შემდეგ ხახვი ჯვარედინად ჩაჭერით (ბოლომდე არა). ეს აუცილებელია, რომ ხახვი არ დაიშალოს.

ხახვი ჩაით სავსე ფინჯანს დაუმატეთ და 10-15 წუთით დააყენეთ. როგორც ხედავთ, ყველაფერი გენიალური მარტივია! ერთი ჭიქა ასეთი სასმელი საკმარისია, რომ მუცელში უსიამოვნო შეგრძნებები და დისკომფორტი მოიშოროთ. სხვათა შორის, ჩაი ხახვით კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობასაც არეგულირებს. პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ დალიოთ.

ხალხური საშუალებები

კიდევ ერთი მარტივი საშუალება – კამის წყალი. 40 გრ კამის ან ცერეცოს თესლს 500 მლ ცხელი წყალი დაასხით. 1 საათით დააყენეთ. სჯობს ამ მიზნით ჩვეულებრივი თერმოსი გამოიყენოთ. 80 მლ ნაყენი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

თუ თესლი არ გაქვთ, თავად კამის მწვანილიც გამოგადგებათ. 1 ს/კ დაქუცმაცებულ მწვანილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 1 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. საშუალება იმავე დოზით მიიღეთ. თუ მომარაგება გსურთ, კამის წყალი აუცილებლად მაცივარში შეინახეთ.

მუცელში უსიამოვნო შეგრძნებების გაქრობაში გვირილა და პიტნაც დაგეხმარებათ. მაგალითად, ჭამის შემდეგ რამდენიმე ფოთოლი პიტნა 2–3 წუთით დაღეჭეთ. მცენარე არა მხოლოდ სპაზმებს მოგაშორებთ, არამედ სუნთქვას გააჯანსაღებს.

თუ პიტნის გაჯერებული გემო არ მოგწონთ, პიტნის ჩაი გაიკეთეთ. ამისთვის 5-7 პიტნის ფოთოლს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 5-10 წუთით დააყენეთ და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. სასმელი სჯობს ძილის წინ დალიოთ: ასე სწრაფად და უფრო ხარისხიანად დაიძინებთ.

თბილი გვირილას ჩაი საუზმობამდე ნახევარი საათით ადრე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ეფექტის გაძლიერებას ბალახების ნაკრების სასმელის მომზადებით შეძლებთ. ამისთვის ხმელი პიტნა და გვირილა თანაბარი პროპორციით აურიეთ. ნარევს 250 მლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და შემდეგ 4 საათით დააყენეთ. საშუალება გადაწურეთ და 2 ს/კ ჭამის შემდეგ, დღეში 3–ჯერ დალიეთ.

თუ სასმელების მომზადება არ გსურთ, სელის თესლი გამოიყენეთ. 2 ჩ/კ პროდუქტი დააქუცმაცეთ და ფაფას, სალათას, წვნიანს ან იოგურტს დაუმატეთ. ასევე შეგიძლიათ მზა უჯრედისი სელის თესლის კოპტონის სახით იყიდოთ. მოსახერხებელი და სწრაფია!

ამ თესლით შეგიძლიათ შესანიშნავი ნაყენი მოამზადოთ. 1 ს/კ სელის თესლს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 5-6 საათით დააყენეთ. შეგიძლიათ საშუალება ძილის წინ მოამზადოთ და დილით დალიოთ. ამისთვის წყალი გადაწურეთ და 100 მლ დღეში 2–ჯერ, 3 კვირის განმავლობაში დალიეთ. თქვენი მუცელი მადლობას გეტყვით!

როგორ მოვიშოროთ შებერილობა

ვაშლის ძმარი კარგ ხალხურ საშუალებად ითვლება. 2 ს/კ ვაშლის ძმარი 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ. სასმელი დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ დალიეთ. თუ სასმელის გემო არ მოგწონთ, 1 ჩ/კ თაფლი თამამად დაუმატეთ.

საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად ნიორი გამოიყენეთ. არა უმი, არამედ ხმელი ნიორი. მზა სანელებელს ნებისმიერ მაღაზიაში იპოვით, თუმცა გირჩევთ თავად გაახმოთ. ამისთვის ნიორი გაასუფთავეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მასზე ბოსტნეული დააწყვეთ.

ნიორი 55 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დასარეგულირებლად ჭამის შემდეგ 2–3 ფირფიტა ნიორი შეჭამეთ. დღეში 2–ჯერ მიირთვით. სურვილის შემთხვევაში ხმელი ნიორი ყავის საფქვავით დაფქვით.

ნივრიდანაც სპეციალურ ნახარშს ამზადებენ. ამისთვის 200 მლ წყალს 4 კბილი ნიორი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. 5 წუთში ცეცხლიდან გადმოდგით და ნახევარი საათით დააყენეთ. შემდეგ წყალი გადაწურეთ და 100 მლ დღეში 2–ჯერ მიიღეთ.

რედაქციისგან

ხალხური საშუალებები იმდენად ბევრია, რომ მარტივად იპოვით ისეთ რეცეპტს, რომელიც იდეალურად გიხდებათ. შესაძლოა ეს ხრიკები უკვე გამოყენებული გაქვთ. გვიამბეთ, რამდენად ეფექტური იყო თქვენთვის.