Connect with us

ჯანმრთელობა

რა მოხდება, თუ ყოველდღე თითო კბილ ნიორს შეჭამთ

ნიორი ერთ–ერთი უძველესი ბოსტნეულის კულტურაა, რომლის შესახებ ჯერ კიდევ 4,5 ათასი წლის წინ წერდნენ. მისი სპეციფიკური არომატი და გასტრონომიული თვისებები მთელ მსოფლიოში ფართოდ ცნობილია. რატომ არის ნიორი პოპულარული მცენარე? სხვა ყველაფერთან ერთად სასარგებლოცაა!

მოდით, ამ მცენარის შესახებ დეტალურად გავარკვიოთ, როგორი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს, ნუთუ ნამდვილად ასეთი სასარგებლოა? წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არის ამ პროდუქტზე წარმოუდგენლად მაღალი ფასი ზამთარში?

რას აკეთებს ნიორი

ისტორია

კაცობრიობას მთელი ისტორიის მანძილზე ნიორი არაერთხელ გამოადგა. მას „ჯადოსნურ“ თვისებებს აწერდნენ და მცენარეების მავნებლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. ეგვიპტელი ფარაონები მას მუშების რაციონში რთავდნენ, რომ მათ პირამიდების ასაშენებლად ენერგია ჰქონოდათ. ძველი ბერძნები ნიორს თაფლს ურევდნენ, რომ მამაკაცური ძალა გაეზარდათ და ფილტვები გაეწმინდათ. რომაელებს ლაშქრობაში 1 თავი ნიორი თილისმასავით მიჰქონდათ.

ესპანეთის ქალაქი ლას–პედრონერასი ოფიციალურად ნივრის მსოფლიო დედაქალაქად ითვლება.

სურდოს საწინააღმდეგო საშუალება

ნიორი შეიცავს ალიცინს. რაც უფრო არომატულია ნივრის კბილი, მით უფრო მეტი ალიცინია მასში. სხვადასხვა ლაბორატორიების მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ალიცინს ანტივირუსული თვისებები აქვს. უფრო მეტიც, ამ ნივთიერებას ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერება შეუძლია.

ზოგადად, პროფილაქტიკის მიზნით, მაგალითად, სურდოს თავიდან ასაცილებლად ნივრის კონკრეტული დოზის დადგენა შეუძლებელია. საშუალოდ რეკომენდებულია დღეში არა უმეტეს 1-2 კბილი ნიორი. სჯობს ჯერ ხელით ან დანით დაპრესოთ და შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭრათ. ასე ალიცინის მთელი დოზა თქვენს ორგანიზმში მოხვდება.

სტომატოლოგის დამხმარე

ნივრის თანდაყოლილი თვისებების გამო პირის ღრუს და ღრძილების ანთებითი დაავადებების შანსი მკვეთრად მცირდება. უფრო მეტიც, ნიორს უკვე არსებული ანთებითი პროცესების გაქრობა შეუძლია. მიკროელემენტები ფიტონციდები, რომელთაც ნივრის თითოეული კბილი შეიცავს, ძლიერ ბაქტერიოციდულ მოქმედებას ფლობენ. ისინი ადამიანისთვის სახიფათო პათოგენებს ებრძვიან, რისი ზედმეტად შეფასება შეუძლებელია.

ანტიალერგიული

კიდევ ერთი სასარგებლო ნივთიერება, ეთილის აცეტატი, ჰისტამინის ცილების წარმოქმნას თრგუნავს, რაც ორგანიზმში ალერგენის შეყვანის შედეგია. მოკლედ, ნივრის კბილი სეზონურ ალერგიაზე სხეულის რეაქციას ამცირებს (ცრემლი, ოფლიანობა, სიწითლე და ა.შ.).

ახალგაზრდობას ახანგრძლივებს

იგივე ალიცინს ძლიერი ნატურალური ანტიოქსიდანტის მოქმედება აქვს. ამრიგად, ამ ნივთიერების საკმარისი რაოდენობის მიღებით ადამიანის კანი უჯრედულ დონეზე ნაკლებად იშლება და ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას დიდხანს ინარჩუნებს.

ღვიძლს კურნავს

ნიორი ღვიძლს მუშაობაში ეხმარება, უფრო ზუსტად დეტოქსიკაციას აუმჯობესებს. სანამ ორგანო მთელი ორგანიზმის წმენდით არის დაკავებული, ნიორი გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც დეტოქსში მონაწილე ღვიძლის ფერმენტის წარმოებას სერიოზულად ზრდის.

ნივრის რეგულარული მიღება ბაქტერიების და მიკრობების გამრავლებას აფერხებს. საერთო ჯამში, ეს ორგანიზმს იმ ფაქტორებთან ბრძოლაში ეხმარება, რაც რძიანას იწვევს.

რა ზიანის მოყენება შეუძლია ნიორს

ნიორს მსოფლიოს ბევრ სამზარეულოში იყენებენ. ის მადას აძლიერებს. დიეტაზე ყოფნის დროს ან სპორტით დაკავებისას ამის შესახებ ცოდნა ზედმეტი არ იქნება. მაგალითად, ბოსტნეულის სალათაში დამატებული რამდენიმე კბილი ნიორი კიდევ რამდენიმე ულუფის ჭამას გაიძულებთ.

ნიორი უკუჩვენებულია კუჭის, ნაწლავების, თირკმლის და ღვიძლის დაავადებების მქონე ხალხისთვის. რეკომენდებულია, ორსულებმა და მეძუძურე ქალებმა ნივრისგან თავი შეიკავონ. ჩვეულებრივი ადამიანისთვის დღეში 3-5 კბილი ნიორი რეკომენდებული არაა.

აი, ასეთია ჩვენი ნიორი. სიტყვაზე, ნიორი ღორის ქონთან დუეტში ხშირად გამოიყენება. ეს კი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. ღორის ქონი, როგორც ნიორი, ცხიმებს შლის და ზედმეტ წონასთან, განსაკუთრებით ცელულიტთან, ბრძოლაში გვეხმარება.

ვიმედოვნებ, ნივრის გასტრონომიული თვისებების შესახებ თქვენთვის ცნობილია. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
1 Comment

1 Comment

  1. vasili

    November 6, 2020 at 12:14 am

    თან ღვიძლს კურნავს და თან იმას წერთ რომ უკჩვენება აქვს ვისაც ღვიძლი აწუხებს…რომელია ზუსტი…?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.