ყვავილები
რა მოხდება, თუ სათბურს მანათობელი ფირით დაფარავთ
რომელი მასალის გამოყენება სჯობს სათბურის გასაკეთებლად – ფირი, მინა თუ პოლიკარბონატი? Alltime-ს დღევანდელი სტატიის თემა – მრავალწლიანი სასათბურე ფირი „მანათობელი“, რომელიც ამ მასალების საუკეთესო თვისებებს აერთიანებს.
სასათბურე ფირი „მანათობელი“
მინა, პოლიკარბონატი თუ ფირი?
1. მინის სათბური
მინის სათბური ბევრ უპირატესობას ფლობს. მინა მზის სინათლეს კარგად ატარებს, სუნი არ აქვს, აბრაზიული ზემოქმედების მიმართ გამძლეა. თუმცა ნაკლოვანებიც აქვს. ერთ–ერთი მთავარი ნაკლი – დიდი მასა, რაც მონტაჟს ართულებს და უფრო ძვირადღირებულ და გამძლე ჩარჩოებს მოითხოვს.
კიდევ ერთი მთავარი ნაკლი – მაღალი სითბოგამტარობა, რაც ღამით სათბურის სწრაფად გაცივებას იწვევს. მინის მტვრევადობაც არ უნდა დაგავიწყდეთ. ძლიერმა სეტყვამ შეიძლება კონსტრუქცია დააზიანოს და მცენარეების კვდომის მიზეზი გახდეს.
2. პოლიკარბონატის სათბური
პოლიკარბონატის სათბურის სტრუქტურაში შედის ჰაერით გავსებული ზოლები. ეს მის თბოიზოლაციას განსაზღვრავს. პოლიკარბონატი თითქმის მინასავით გამჭვირვალე, მაგრამ გაცილებით მსუბუქია.
მეაგარაკეების შეფასებებით პოლიკარბონატის მსახურობის ვადა 4-5 წელს აღწევს. განსაკუთრებით თოვლიან ზამთარში სეტყვას ყოველთვის ვერ უძლებს. ქსელურ პოლიკარბონატში სითხის მოხვედრას უნდა უფრთხილდეთ, რადგან ამის გამო გამძლეობა მკვეთრად მცირდება.
3. სასათბურე ფირები
უიაფესი, მარტივი, მსუბუქი და გამოსაყენებლად მოსახერხებელი მასალა. ზაფხულში გასანიავებლად მარტივად შეგიძლიათ მოხსნათ. შემოდგომაზე კი მარტივად შეგიძლიათ აიღოთ და ოთახში შეინახოთ. გაზაფხულზე მისი დამონტაჟება თავიდან მოგიწევთ, ეს კი ყოველთვის მოსახერხებელი არაა.
ფირის ნაკლოვანებები – დაბალი გამძლეობა, მზის სხივების მიმართ დაბალი მდგრადობა, სტატიკური ელექტროობის დაგროვება, რომელიც მტვერს იზიდავს და საფარის გამჭვირვალობას ამცირებს.
ფირის ზედაპირზე კონდენსაციის წვეთები გროვდება. წყალი მცენარეზე წვეთავს, რაც ბევრ სათბურის კულტურას აზიანებს. ბევრი მეაგარაკე ჩივის, რომ დროთა განმავლობაში ფირები იწელება და მათი გაჭიმვა მუდმივად უწევთ.
როგორი ფირი ავირჩიოთ სათბურისთვის?
პრაქტიკულად ნებისმიერი ფირი უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მინა ან პოლიკარბონატი, მაგრამ მრავალწლიანი სასათბურე ფირი „მანათობელი“ პოლიეთილენის ანალოგთან შედარებით ზუსტად 2-3–ჯერ უფრო ძვირია. ღირს კი ამ ფასად?
პოლიეთილენის ფირის მთავარი ღირსება – სიიაფე. იაფი თევზი – ცუდი წვნიანია. ასეა პოლიეთილენის ფირთან. ის 80%–მდე სითბოს ატარებს, ამიტომ დღის სითბოს ცუდად ინახავს. ერთ სეზონსაც ძლივს უძლებს და ისიც, თუ მინიმუმ 150 მიკრომეტრი სისქისაა. მის შიდა მხარეს კონდენსაციის წვეთები გროვდება, რამაც შეძლება მცენარეებში ფიტოფთოროზის განვითარება გამოიწვიოს.
ამ ფონზე „მანათობელი“ ფირი გამძლეობის კუთხით მომგებიანად გამოირჩევა. ელასტიურობას -75 გრადუს ყინვებამდე ინარჩუნებს. 18 მ/წმ–მდე ძლიერ ქარს უძლებს, სეტყვა არ აშინებს, 16-ჯერ უფრო გამძლეა დაბზარვის მიმართ, 2–ჯერ უფრო გამძლეა გახევის მიმართ და 3–ჯერ უფრო გამძლე გახვრეტის მიმართ.
მანათობელ ფირს შესანიშნავი თბოიზოლაციის უნარი აქვს, მხოლოდ 12-28% სითბოს ატარებს. სათბურში გამოყენებისას ღამით ტემპერატურა 2-4 გრადუსით უფრო მეტია, ვიდრე პოლიეთილენის ფირის ქვეშ, ხოლო განათება 20%–ით მეტი.
მანათობელი ფირის ზედაპირს ჰიდროფილური თვისებები აქვს. სწორედ ამიტომ, კონდენსანციის წვეთები ბრტყელი და პატარაა, შემდეგ სათბურის კედლებზე წვეთავს და მცენარეს არ აზიანებს. მებაღეები თავის შეფასებებში ფირის ხარისხს აქებენ მისი მაღალი მახასიათებლის და ყველაზე მთავარი თვისების გამო – გამძლეობა.
მაღალი ფასი სერიოზული მინუსია, მაგრამ 7 წლამდე გამოყენების ვადა და ფაქტი, რომ ძვირადღირებული ფირის ზამთარში მოხსნა არ მოგიწევთ, მას მიმზიდველს ხდის. სწორედ ამიტომ, ახალ სეზონზე სასათბურე მანათობელ ფირს ყველა შანსი აქვს, რომ მთავარი შესყიდვების კანდიდატი გახდეს.