Connect with us

ყვავილები

რა მოხდება, თუ ოთახის მცენარეებს პოპულარული სასმელით მოვრწყავთ

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ 1 ჭიქა ქაფიანი, ყინულივით ცივი ლუდი ორგანიზმის განახლებასა და წყურვილის მოკვლაში გვეხმარება. როგორც აღმოჩნდა, სვიის სასმელი არა მხოლოდ მის ფანებს, არამედ მცენარეებსაც უყვართ! ამასთან, მებაღეებმა ამ სასუქის შესახებ უკვე დიდი ხანია იციან და ლუდს მწვანე მეგობრების გამოსაკვებად იყენებენ. დღეს გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო ლუდი მცენარეებისთვის და როგორ გამოვიყენოთ სწორად.

მცენარეების მორწყვა ლუდით

მცენარეების მოსავლელად ერთი შეხედვით ველური აზრი მებაღეებს ტყუილად არ მოსვლიათ. საქმე იმაშია, ლუდის საფუარი სოფლის მეურნეობაში ნიადაგის გასანაყოფიერებლად უკვე დიდი ხანია გამოიყენება. სპეციალისტებმა შენიშნეს, თუ როგორ უმჯობესდება პომიდვრის და კიტრის ზრდა და ნაყოფიერება საფუარით გამოკვების შემდეგ. ახლახანს მებაღეებს შორის ლუდით მცენარეების გამოკვება პოპულარული მეთოდი გახდა.

ბინის პირობებში მცენარეს მუდმივად გამოკვება სჭირდება, რადგან ასეთი სივრცე მისი ბუნებრივი პირობებისგან განსხვავდება. ეს მათთვის ადვილი არაა: მშრალი ჰაერი, ცოტა ან ძალიან ბევრი სინათლე, ვიწრო ქოთნები, ზედმეტად ტენიანი ნიადაგი. საფუარით, კერძოდ ლუდით გამოკვება ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს შესანიშნავად უმკლავდება. ასეთი მეთოდი დიდ ფულად სახსრებს და დროს არ მოითხოვს.

საფუარის სოკო ნიადაგში მოხვედრისას მიწას აზოტით და კალიუმით ამდიდრებს, რომლებიც თავის მხრივ მცენარის იმუნურ სისტემას აძლიერებენ და ზრდას აჩქარებენ. ლუდში შემავალი საფუარი და ნახშირწყლები მცენარისთვის მკვებავ და სასარგებლო „საკვებად“ ითვლება. გარდა ამისა, ლუდი 90% წყლისგან შედგება, რაც ლოგიკურია, რადგან მცენარეს ტენი სჭირდება. ლუდის გამოყენების რამდენიმე მეთოდს გადახედეთ.

მცენარის გამოკვება ლუდის საფუარით

გასული ასწლეულის ბოლოს საფუარი სოფლის მეურნეობაში მცენარის ზრდისა და განვითარების სტიმულაციისთვის გამოიყენებოდა. პოპულარული პრეპარატი „ბაიკალ მ1“ სწორედ ლუდის საფუარის საფუძველზე არის შექმნილი. შინაურული მკვებავი ნარევის მისაღებად 10 გრ საფუარი 10 ლ წყალში გახსენით, 3 ს/კ შაქარი დაუმატეთ, რომ დუღილის პროცესი დაიწყოს. მომავალი სასუქი თბილ ადგილას რამდენიმე საათით გააჩერეთ. თვეში ერთხელ მცენარე ამ საფუარის ნარევით მორწყეთ.

მცენარის გამოკვება ლუდით

ღია ფერის ლუდი 1:10 პროპორციით გააზავეთ და მცენარის მოსარწყავად გამოიყენეთ. ზოგიერთი მებაღის თქმით, ასეთი პროცედურის შემდეგ მცენარე სწრაფად იზრდება, ხოლო ფოთლების ფერი ბევრად უფრო კაშკაშა ხდება. ლუდში შემავალი სვია და ალაო ყვავილებს დამატებით კვებავს. თუმცა მხედველობაში გვაქვს ნამდვილი ცოცხალი ლუდი, რომელიც ტრადიციული რეცეპტით არის მომზადებული. მაღაზიაში შეძენილი ლუდი მცენარეების მოსარწყავად არ გამოგადგებათ, რადგან მათში ქიმიური ნივთიერებები შედის.

ფოთლების გაწმენდა ლუდით

თუ თქვენს მცენარეს დიდი, გლუვი ფოთლები აქვს, შეგიძლიათ ის ბზინვარე გახადოთ და მტვრისგან დაიცვათ. ამისთვის ლუდით გაწმინდეთ. უკვე გაზგასული ლუდი წყალში თანაბარი პროპორციით გააზავეთ. ნარევში ბამბის დისკი ან ბამბის ქსოვილი დაასველეთ და ფოთლები გაწმინდეთ.

თუ პროცედურის შემდეგ უსიამოვნო სუნი გაჩნდება, ის კარგად განიავებულ ოთახში სწრაფად აორთქლდება. თუმცა ბუსუსებიანი ფოთლებისთვის ეს საშუალება არ გამოგადგებათ. ასეთი მოქმედებით ბუსუსები დაზიანდება, რამაც შეიძლება მცენარის კვდომა გამოიწვიოს.

საფუარის სასუქის უპირატესობის მიუხედავად კითხვაზე, შეიძლება თუ არა ლუდით ოთახის მცენარის მორწყვა, ჩვენ უარყოფითად გიპასუხებთ, რადგან სწორედ ასეთი სასუქის გამოყენების განსაკუთრებული მოთხოვნილება არ არსებობს. გარდა ამისა, მცენარეს ცოცხალი ლუდიდან ნახშირწყლების და ვიტამინების სწორად ათვისება უჭირს. სამაგიეროდ, ისინი პათოგენების ზრდას ხელს უწყობენ და ჯანსაღ ნიადაგში სასარგებლო ბაქტერიებს ანადგურებენ.

როგორც უფრო უსაფრთხო ვარიანტი, გირჩევთ ჩვეულებრივ საფუარზე დაფუძნებული სასუქი გამოიყენოთ. გაზავებული ლუდის საფუარით მორწყვა ფესვების სისტემის განვითარებას ხელს უწყობს. ნაკლებად ღირებულ ყვავილებზე ექსპერიმენტები ჩაატარეთ: თუ ასეთი მეთოდი დადებით შედეგს მოგცემთ, შეგიძლიათ ლუდით გამოკვება სხვა მცენარეებზეც სცადოთ.