Connect with us

ჯანმრთელობა

რა მოუვა თქვენს ჯანმრთელობას, თუ დღეში ორ ფინჯან ყავას მიირთმევთ

თუ ყავის მოყვარული ხართ, ეს სიახლე ნამდვილად გაგახარებთ: ყავა ზრდის ენერგიის დონეს და ბლოკავს ინჰიბიტორულ ნეიტოტრანსმიტერს, ადენოზინს. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ზრდის ნორადრენალინისა და დოფამინის დონეს, რაც იწვევს ნეირონების ფუნქციის გაძლიერებას.

თუმცა, ზომიერების დაცვა ყველაფერშია საჭირო. ექიმები დღეში მხოლოდ 2 ფინჯანი ყავის მიღებას გვირჩევენ.

ყავის მოყვარულებში ციროზის რისკი 84%-ით დაბალია, ასევე, დაბალია ღვიძლის კიბოს გაჩენის რისკიც – 40%-ით.

აი, როგორ იმოქმედებს 2 ფინჯანი ჩვეულებრივი ყავა თქვენს ორგანიზმზე:

1. გაუმჯობესდება ტვინის ფუნქცია და აჩქარდება მეტაბოლიზმი

კოფეინი ზრდის ტვინის აქტივობას და ათავისუფლებს ნივთიერებებს, რომლებიც უფრო ყურადღებიანს და ენერგიულს გვხდის. კოფეინი აუმჯობესებს განწყობას, აჩქარებს რეაქციასა და საერთო კოგნიტურ ფუნქციას.

2. ამცირებს დეპრესიისა და თვითმკვლელობის რისკს

კვლევამ, რომელიც ჰარვარდში ჩაატარეს, დაადგინა, რომ ადამიანებს, რომელიც ყავას სვამენ, დეპრესიის რისკი 20%-ით უმცირდებათ.

3. ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის რისკს

ყავის მოყვარულებში ამ დაავადების რისკი 23-67%-ით დაბალია.

4. ამცირებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების რისკს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათ, ვინც ხშირად სვამს ყავას, ალცჰაიმერით დაავადების რისკი 65%-ით, ხოლო პარკინსონისა – 32-60%-ით დაბალი აქვთ.

5. ზრდის სპორტულ შედეგებს

სპორტსმენებში, რომლებიც დღეში 3-7 მგ კოფეინს იღებდნენ, ამტანობის მაჩვენებელი, საშუალოდ, 24%-ით იზრდებოდა.

თუმცა, ყავას ნაკლიც აქვს:

მაგალითად, კოფეინი იწვევს მიჩვევას. თუ მას რეგულარულად მოიხმართ, იგი შეწყვეტს დადებითი ეფექტის მოცემას.

ოკფეინის სიჭარბის გამო, შეიძლება გაჩნდეს ძილის დარღვევები, შფოთვა. ამიტომ გირჩევთ, ყავა დღის პირველ ნახევარში მიირთვათ.