Connect with us

საკითხავი

რა მოსდის პლაცენტას, მშობიარობის შემდეგ: ბიზნესი, რომელსაც ექიმები გვიმალავენ

ზოგიერთი მომავალი დედა იმდენად შეპყრობილია ახალი ადამიანის სამყაროში მოვლენაზე ფიქრით, რომ თითქმის ყველა დეტალს წინასწარ თვლის: ირჩევს სამშობიარო სახლს, მეან-გინეკოლოგს, პალატას, ალაგებს ნივთებს, რომლებიც საავადმყოფოში დასჭირდება… ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ბავშვის გაჩენა სასიამოვნო მოვლენად აქციოს.

თუმცა, ორსულთა შორის ცოტას თუ აინტერესებს, თუ რა მოსდის მშობიარობის შემდეგ ისეთ უნიკალურ ორგანოს, როგორიცაა პლაცენტა. ქალებს ექიმები ხელს აწერინებენ გაურკვეველ დოკუმენტზე, რომელიც მათ ავალდებულებს, გასცენ თავიანთი პლაცენტა სამედიცინო კვლევებისთვის.

რიგ პოპულარულ სამშობიარო სახლში პლაცენტას ჯერ ჰისტოლოგიურ შემოწმებაზე აგზავნიან, შემდეგ კი უტილიზებას ახდენენ. თუმცა, ყველგან ასე ნამდვილად არ ხდება. თითოეულ ქალაქსა და სამშობიარო სახლში სხვადასხვა კანონი მეფობს.

პლაცენტა მშობიარობის შემდეგ

პლაცენტა, შესაძლოა, გაიყიდოს და გადაიყიდოს კიდევაც, ძვირადღირებული სამედიცინო და კოსმეტიკური პრეპარატებისათვის, ამიტომ აჭრიან ჩვენს შვილებს ჭიპლარს დაბადებისთანავე, რათა პლაცენტა მაქსიმალურად ახალი იყოს.

ამის გაკეთება ხომ კატეგორიულად დაუშვებელია! საქმე ისაა, რომ უშუალოდ დაბადების მომენტში ბავშვი ორმაგ სუნთქვას იყენებს: პირველ რიგში, იგი ჟანგბადს ჭიპლარიდან იღებს და ფილტვებით სულ ცოტას მოიხმარს.

ექიმები კი ჭიპლარს დაბადებისთანავე ჭრიან, რის შედეგადაც ბავშვი ვეღარ იღებს მისგან ჟანგბადს და ჰაერის უკმარისობას განიცდის. ამ მომენტში, პატარას უწევს სწრაფად სუნთქვა, რათა ფილტვები გაააქტიუროს, რის გამოც მას ძალიან სტკივა!

ამასთან, თუ ჭიპლარს მაშინვე ჭრიან, ბავშვს აშორებენ პლაცენტარულ სისხლს, რომელიც ბუნებრივ დამცავ იმუნიტეტს წარმოადგენს. ამას რატომ აკეთებენ? იმიტომ, რომ მომავალში მედიცინამ შეძლოს ძვირადღირებული აცრების, აბების, მიქსტურებისა თუ მალამოების დამზადება. მხოლოდ ბიზნესი – არაფერი პირადული.

იმისათვის, რომ მსგავსი ბიზნესის მსხვერპლად არ იქცეთ, დეტალურად განიხილეთ ბავშვის დაბადების პროცესი პირად მეანთან. ასევე, თუ შესაძლებლობა გაქვთ, წამოიღეთ პლაცენტა სახლში და დამოუკიდებლად მოახდინეთ მისი უტილიზება.

თქვენ გყავთ შვილები? სად წაიღეს თქვენი შვილის პლაცენტა? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.