ჯანმრთელობა
რა იწვევს პულსის გახშირებას
გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია) შეიძლება იყოს ნორმა ან სხვადასხვა დაავადების ნიშანი. როგორ გავარკვიოთ მიზეზი?
პულსის სიხშირე ასაკის მიხედვით განსხვავებულია და შეიძლება მდგომარეობის მიხედვით მერყეობდეს – მშვიდიდან ძლიერ დატვირთამდე. გარდა ამისა, გულისცემის სიხშირე რიგი დაავადებების დროს იზრდება. მაღალი პულსის მიზეზების ზუსტად დასადგენად სპეციალისტს მიმართეთ, რომელიც კლინიკურ–ლაბორატიულ კვლევას დაგინიშნავთ.
გულის შეკუმშვის სიხშირის ნორმალური მაჩვენებლები
ბავშვებში პულსი წუთში 130 დარტყმას ასრულებს, ზრდასრულებში – 60–დან 100 დარტყამდე. წუთში 100–ზე მეტი დარტყმის შემთხვევაში ტაქიკარდიის (გახშირებული გულისცემა) დიაგნოზი ისმება.
მაღალი პულსის ნიშნები:
- ჰაერის უკმარისობა
- თავბრუსხვევა
- გულის არეში სიმძიმე
- სისუსტე ხელებსა და ფეხებში
ამ სიმპტომებს ჟანგბადის უკმარისობა იწვევს, რადგან გულს სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლის მიწოდება უჭირს. ასეთი დარღვევა ჟანგბადის უკმარისობას და გულისცემის აჩქარებას იწვევს.
რატომ შეიძლება იყოს პულსი მაღალი?
გულისცემის რიტმის აჩქარება ფიზიკური დატვირთვის და ვარჯიშის დროს ბუნებრივი შედეგია. თუ ფიზიკური ძალისხმევის გარეშე ტაქიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომები გაწუხებთ, დიდი ალბათობით, გაქვთ დაავადება, რომელიც გულის მუშაობის აჩქარებას იწვევს.
ტაქიკარდია შეიძლება შემდეგი ორგანოების დაავადებებმა და პრობლემებმა გამოიწვიოს:
- ფარისებრი ჯირკვლები
- გული – მაგალითად, ჰიპერტონული დაავადება (მაღალი არტერიული წნევა), იშემიური დაავადება, მიოკარდიტი.
- თირკმლები
- ანემია, გაუწყლოება ან სისხლში შაქრის დონის შემცირება
- იშვიათად ტაქიკარდია ეთავსება დაბალ არტერიულ წნევას.
ყოველდღიურად გახშირებული გულისცემის შემთხვვაში ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, გამოკვლევები ჩაიტაროთ და სისხლის ლაბორატორიული ანალიზები ჩააბაროთ, რომ გულის რიტმის დარღვევის მიზეზები დაადგინოთ.
დაბალი არტერიული წნევა ტაქიკარდიასთან ერთად
თუ არტერიული წნევა მკვეთრად მცირდება, გული პულსირებას ზრდის. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, თუ მწოლარე პოზიდან სწრაფად ადგებით. ამ შემთხვევაში წნევა სწრაფად დარეგულირდება.
თუ ტაქიკარდია და დაბალი არტერიული წნევა მუდმივად გაწუხებთ, შეიძლება ორთოსტატიკური ჰიპოტონიის დიაგნოზი დაგისვათ. ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად ითვლება და დაუყონებლივ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
დაბალი არტერიული წნევის და ტაქიკარდიის კომბინაცია შეინიშნება ორსულებში, ჰიპერთირეოზიტის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატება), ანემიის და ჰიპოგლიკემის (სისხლში შაქრის დაბალი დონე), ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.
როგორ შევამცირით გულისცემა:
გულის მუშაობის დასამშვიდებლად, სტრესიგან თავი დაიცავით, გამოიძინეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
კიდევ ერთი მარტივი ზომა: უფრო ხშირი შარდვა. თუ „ითმენთ“ და ტუალეტში ხშირად არ გადიხართ, ეს ნერვულ სისტემასა და სისხლძარღვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, პულსის სიხშირეს ზრდის.
ღრმად და ნელა ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა გულისცემას ამშვიდებს. სუნთქვითი ვარჯიშის დროს ერთი ხელისგული მზის წნულზე უნდა დაიდოთ.
გულისცემის შემცირებაში დაგეხმარებათ საკვები პროდუქტები, რომლებიც მდიდარია კალიუმით, კალციუმით და მაგნიუმით. რაციონში ჩართეთ ჩაი დამამშვიდებელი ბალახებით და ეს ბალახები სხვადასხვა დანამატებთან კომბინაციაში მიიღეთ.