თავის მოვლა
რა ვჭამოთ დილით რომ ბედნიერებით ვბრწყინავდეთ და შუადღეს მთები გადავდგათ
დილით სახის შეშუპება ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგია. ამას კი მრავალი მიზეზი იწვევს. ძილის ნაკლებობა, სტრესი, ცილების დეფიციტი, უხვი ჭამა – ამ ყველაფერმა შეიძლება თვალების ქვეშ ჩანთების გაჩენა გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად ასეთი შედეგი წარუმატებელი ვახშმის შემდეგ ჩნდება.
შეშუპებული სახე დილით
შესიებული სახე მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანმა ან ბევრი წყალი დალია ან, პირიქით, წყლის რეჟიმი არ დაიცვა. როცა ორგანიზმი სითხეს ვერ იღებს, არსებულს აკავებს, ასე შეშუპება ჩნდება. ღამით ტკბილეულის, მარილიანის და ცხარე პროდუქტების მიღება უფრო მეტ სითხეს აკავებს.
ტკბილეული
ღამით ტკბილეულის ჭამა კარგი იდეა არაა არც მათთვის, ვინც სხეულის ფორმებზე ზრუნავს, და არც მათთვის, ვისაც დილით სახის იერი აწუხებს. ბედი რომ არ გამოცადოთ, გამომცხვარ ტკბილეულსა და კანფეტებზე ღამით უარი თქვით და ტკბილ საუზმეზე ფიქრებით დაიძინეთ. რაც მთავარია, სარკეში თქვენი ანარეკლი გაგახარებთ.
მარილიანი
ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ორგანიზმს გაუკეთოთ – ღამით ჩიფსების ჭამა და ალკოჰოლის შემცველი სასმელის დაყოლება. დამწნილებული ცხარე ბოსტნეულის ღამით ჭამა სასურველი არაა. რეკომენდებულია, თქვენს ვახშამს დაუმატოთ კურკუმა, კოჭა, ნიორი და ილი, რომლებიც შეშუპებას ებრძვიან და დილით შეშუპებას ამცირებენ.
ახალი ბოსტნეული
საღამოს უჯრედისის მიღება არც სახისთვის და არც კუჭისთვის კარგი იდეა არაა. ახალი ბადრიჯანი და პომიდორი სოლანინს შეიცავენ. ეს ნივთიერება ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. ალტერნატივის სახით მიიღეთ ავოკადო, ისპანახი, სატაცური და რუკოლა.
რძე
მაშინაც კი, თუ ორგანიზმი რძის პროდუქტებს კარგად ითვისებს, დილით ქუთუთოების შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს. ასაკის მატებასთან ერთად ლაქტოზას ათვისება ცუდად ხდება, ამიტომ ყველის, იოგურტის და რძის მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ პატჩები, რომელთაც ხანმოკლე შედეგი აქვთ. თან კანის ხარისხზე კარგად არ აისახება. სჯობს რაციონს გადახედოთ და სახისთვის მავნე პროდუქტების მიღება საღამოს მაინც შეზღუდოთ. სავახშმოდ უპირატესობა ცილოვანი პროდუქტებს მიანიჭეთ: ხაჭო, ხორცი, თევზი. ასე თქვენი სახე ყოველდღე სიჯანსაღით იბრწყინებს.