Connect with us

საკითხავი

რა ვისწავლე გერმანელ მეზობელზე ყურებაში, რომელიც ფანჯრებს წმენდდა

სახლის დალაგების დროს ფანჯრების გაწმენდა ერთ–ერთი ყველაზე უსიამოვნო ეტაპია. სწორედ ამ მიზეზით, საკითხი კარგად უნდა შეისწავლოთ, სანამ საქმეს ხელს მოკიდებთ. დღევანდელი დღიდან ფანჯრებს სწორად ვწმენდთ!

ვწმენდთ ფანჯრებს სწორად

ფანჯრების გაწმენდის დროს წესების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამაზე არა მხოლოდ სისუფთავე, არამედ თქვენი უსაფრთხოებაც არის დამოკიდებული. გახსოვდეთ: თუ ფანჯრის რომელიმე კუთხეს ვერ წვდებით, არ გარისკოთ, სჯობს საერთოდ არ გააკეთოთ. არანაირი სისუფთავე ასეთ რისკად არ ღირს.

ალბათ, უსაფრთხოების და პრაქტიკულობის თვალსაზრისით გერმანელები მოწინავე პოზიციაზე არიან. არანაირი ტრიუკები, განსაკუთრებით ზედა სართულზე! მხოლოდ კარგად მოფიქრებული და უსაფრთხო დალაგება.

რას იყენებენ გერმანიის მოქალაქეები ფანჯრების გასაწმენდად? რა თქმა უნდა, არანაირი გაზეთი და ჩვარი. ნებისმიერი თანამედროვე გერმანელის ბინაში სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ ჯაგრისებს იპოვით.

სხვადასხვა ბრენდის და პარამეტრების მქონე ჯაგრისები არსებობს. მათ ტელესკოპური სახელური და მოსახერხებელი ორმაგი თავი აერთიანებს. ერთი მხარე საშუალებას მთელ მინაზე ანაწილებს და ზედაპირული ჭუჭყის მოშორებას ხელს უწყობს, რაც ფანჯრის გარე მინაზე აქტუალურია. მინის ამ ნაწილზე საკმაოდ ბევრი მტვერი და წვიმის ლაქა გროვდება.

ჯაგრისის მეორე მხარე რეზინის ზოლია გადაჭრილი პირით. ის ფანჯრის მინას საპნის ქაფს და ჭუჭყის ნარჩენებს აშორებს. არანაირი გაზეთი და ჩვარი საჭირო არაა. ტელესკოპური სახელური საშუალებას გაძლევთ ფანჯრის ნებისმიერ კუთხეს უსაფრთხოდ შეწვდეთ.

ასეთი შესანიშნავი ხელსაწყოებით შეიარაღდით და ფანჯრების წმენდას თამამად შეუდექით. ასევე გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა დახმარებით დალაგება გაგიმარტივდებათ.

1. ფანჯრის რაფიდან ზედმეტი ნივთები აუცილებლად აიღეთ. ჟალუზის და ფარდის მოხსნა არ დაგავიწყდეთ.

2. ფანჯრის ჩარჩოს მტვერი და ჭუჭყი მარტივად რომ მოაშოროთ, ნეჭა აიღეთ და ფლომასტერით მონიშნეთ მანძილი, სადაც ჩარჩოს კიდეები ფანჯრის შიგნით გადის. საკანცელარიო დანით ამ ადგილებში გადაჭერით. ახლა ჩარჩოს შიგნით ჭუჭყს სწრაფად მოიშორებთ.

3. ფანჯრების გასაწმენდად აირჩიეთ ისეთი დღე, როცა ქარი ან ძლიერი სიცხე არაა, წინააღმდე შემთხვევაში ფანჯარაზე ლაქები დარჩება.

4. თუ მინა გაყინულია, მარილიანი ხსნარით გაწმინდეთ.

5. ყველაზე ბოლოს, ფანჯარა ჯერ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად გაამშრალეთ.

6. ფანჯარა ჯერ შიგნიდან გაწმინდეთ, შემდეგ გარედან.

7. ფანჯრის პროფილი, ასევე რეზინები ქიმიური საშუალებების გამო ძალიან სწრაფად ცვთება. სწორედ ამიტომ, ხელნაკეთი საშუალებები გამოიყენეთ ან ეს კონკრეტული ადგილები ფრთხილად დაამუშავეთ.

თუ ფანჯრის გასაწმენდად გამოცდილი მეთოდების შესახებ იცით, რომელიც დიდხანს და სწორად გვემსახურება, ჩვენს მკითხველებს გაუზიარეთ!