ტესტები
რა დამალა ხარმა თქვენს პირად ბედნიერების ტომარაში
ჩვენ, ყველა ახალი იმედებით ვივსებით. წელს იმდენი უსიამოვნება მოხდა, რომ უკვე აღარ ვიცით, რას უნდა ველოდოთ მომავალში. თითქოსდა ყველაფერი ცუდი უკვე მოხდა, ასე არაა? მოდით, მომავლის იმედი არ დავკარგოთ. მარტივი ტესტი გაიარეთ და გაიგეთ, რა გელით. 2021 წლის ახალი წინასწარმეტყველება უკვე მალე ძალაში შევა.
2021 წლის ახალი წინასწარმეტყველება
თოვლის ბაბუა ყოველთვის მიდის ბავშვებთან, რომლებიც მთელი წელი კარგად იქცეოდნენ. შესაძლოა, უფროსებთანაც შეიხედოს. მაშინაც კი, თუ მთელი წელი სამაგალითოდ არ იქცეოდით, სიურპრიზს მაინც მიიღებთ. თქვენს წინაშეა 3 ტომარა. თითოეულში ცოტა რჩევა და რამდენიმე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებაა. აირჩიეთ ერთ–ერთი და ნახეთ, თუ რას გპირდებათ ახალი წელი.
მომავალში ჩახედვის არ შეგეშინდეთ. ამასთან ტესტი ძალიან სერიოზულად არ აღიქვათ და მხნეობა შეინარჩუნეთ. თქვენ შეიძლება რამდენიმე გარე მოვლენა ვერ შეცვალოთ, თუმცა ამ საკითხთან თქვენი აღქმის შეცვლას შეძლებთ. სამყაროს წარსულის პრიზმაში გავლით და მომავალს იმედით ვუყურებთ. წამით იცხოვრეთ და მიიღეთ რეალობა ისეთი, როგორიც არის.
რას მოგიტანთ ახალი წელი
1. პირველი ტომარა
თქვენს ცხოვრება ცვლილებებით სავსე იყო. ახლა სიმშვიდის დროა. არ იჩქაროთ. უბრალოდ გაჩერდით, დამშვიდდით და სამყაროს ყველაფრის საუკეთესოდ მოწყობის საშუალება მიეცით. მოსვენება დაკარგეთ? თითქოსდა მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაგიარათ? არ ინერვიულოთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩათ. ეს წელი ზუსტად იმისთვისაა, რომ რაღაც გლობალური საქმის დაწყებამდე კარგად დაისვენოთ.
თქვენგან არაფერი მოითხოვოთ და უმოქმედობაში არ დაადანაშაულოთ. დრო მედიტაციას დაუთმეთ. ასე ბევრ კარგ ფიქრს და იდეას მიიღებთ. მერწმუნეთ, ეს ნამდვილად დაგჭირდებათ!
2. მეორე ტომარა
წელს თქვენს ირგვლივ ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. ხალხს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება და არა მხოლოდ ნათესავებს, არამედ ახლობლებს. არ ინერვიულოთ, ეს თქვენთვის შეუსრულებელი მისია არ გახდება. თითოეულის დასახმარებლად ძალა გეყოფათ. დროც საკმარისად გექნებათ.
ამ წელს მნიშვნელოვანი კავშირების შექმნას შეძლებთ. ახალი ნაცნობები და უკვე არსებულთან ურთიერთობის გაუმჯობესება დიდ სარგებელს მოგიტანთ არა მხოლოდ წელს, არამედ თქვენი ცხოვრების სხვა ეტაპებზეც. არ იზარმაცოთ და თქვენ გვერდით მყოფ თითოეულ ადამიანს მხარი დაუჭირეთ, რადგან სანაცვლოდ უფრო მეტს მიიღებთ! და მაინც, კარგად დასვენება არ დაგავიწყდეთ!
3. მესამე ტომარა
თუ პირადი შინაგანი და გარეგანი ცვლილებებისთვის შესაფერის დროს ელოდით, ახლა ეს დრო დადგა. თუ 2021 შრომის წლად აქცევთ, სწრაფი და გრძელვადიანი შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებული იქნებით. სამყარო საჭირო ცოდნით და მოთმინებით უზრუნველგყოფთ. თქვენ მხოლოდ ცოტა სიჯიუტე დაგჭირდებათ. პირველი ეტაპი ყოველთვის ყველაზე რთულია!
2021 წლის დადებითი ცვლილებები თქვენთან დიდხანს დარჩება და ყოველდღე გაგახარებთ.
რედაქციისგან
ხარი ყოველთვის შეუპოვრობასა და შრომისმოყვარეობასთან ასოცირდება. შესაძლოა, ეს სწორედ ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება? ცოტა სიჯიუტე და ძალიან ბევრი შეუპოვრობა. ჩვენ ყველა უსიამოვნებას აუცილებლად გადავლახავთ!