კულინარია
რა დავუმატოთ კერძებს მარილის ნაცვლად: 13 გემრიელი ალტერნატივა
კულინარიული შედევრების წარმოდგენა მარილის გარეშე რთულია. ეს თეთრი კრისტალური სანელებელი კერძს ბევრად გემრიელს ხდის. თუმცა მისი ხშირი და დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. რით ჩავანაცვლოთ მარილი? Alltime.ge–ს რედაქცია რამდენიმე კარგ ალტერნატივას გთავაზობთ.
ზოგიერთი ნატურალური პროდუქტი კერძს ისეთ გემოს მატებს, რომ მარილის არ არსებობას ან მის მცირე რაოდენობას ყურადღებას არც მიაქცევთ. ამასთან კერძი უფრო სასარგებლოა. თქვენთვის 13 საუკეთესო ალტერნატივა შევაგროვეთ, რომელთა დახმარებით მარილის მიღების შემცირებას შეძლებთ.
რით ჩავანაცვლოთ მარილი გემოს დაკარგვის გარეშე
მარილი ნატრიუმის და ქლორის მთავარი წყაროა. ეს მიკროელემენტები საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ. ასევე უჯრედის შიგნით ენერგეტიკულ ცვლას მხარს უჭერენ. სწორედ ამიტომ, მარილზე უარის თქმას არ გირჩევთ. მარილის გემო ნერწყვის გამოყოფას ხელს უწყობს, რაც საჭმლის გადასამუშავებლად მნიშვნელოვანია.
შესაძლებლობის მიხედვით მაღალი ხარისხის სანელებელი გამოიყენეთ. საკვების მოსამზადებლად ყველაზე უკეთ ზღვის მარილი გამოგადგებათ. მასში ბევრი სასარგებლო მინერალი და მიკროელემენტი შედის, მაგრამ გარე დანამატებს არ შეიცავს. ჯანმრთელი ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა – 5 გრ. აქტიური ოფლიანობის დროს მისი რაოდენობა უნდა გაზარდოთ.
მარილის ალტერნატივა
ხმელი პომიდორი
თუ პომიდორს მზეზე გააშრობთ, ყველა თვისებას და არომატს შეინარჩუნებს. ბუტერბროდებს და სენდვიჩებს შეგიძლიათ დაუმატოთ. დაქუცმაცებული პომიდორი კვერცხის, ხორციანი კერძის, ოლადების და ღვეზელის გემოს (პირდაპირ ცომს დაუმატეთ) კარგად გახსნის.
კარის ფხვნილი
ღია მოყვითალო ფერის ინდური სანელებლების ნარევი სასიამოვნო ცხარე გემოთი გამოგადგებათ ბრინჯის, რაგუს და ხორცის კერძებისთვის. დარწმუნდით, რომ მასში მარილი არ შედის.
დარიჩინი
დარიჩინი მარილს კონკურენციას უწევს. დესერტების გარდა ის ხორციან რაგუს ან წასახემსებელ ღვეზელებს შესანიშნავად უხდება.
თავშავა
სანელებელი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ცნობილია. ასევე თავშავა შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ხმელი ბალახი პასტას, სოუსს, ფრინველის და თევზის კერძებს თამამად დაუმატეთ.
ლიმონის წვენი
ლიმონის წვენი უნივერსალური დანამატია. ლიმონის წვენი შეგიძლიათ მოასხათ ნებისმიერ კერძს, რომელიც მარილს მოითხოვს. სუფრაზე გატანის წინ სალათს, თევზს ან ქათამს მოასხით, კოვზი არომატული სითხე წვნიანს ან ცომეულს დაუმატეთ. ალერგიულმა ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
პაპრიკა
თქვენს ყოველდღიურ რაციონში პაპრიკა ჩართეთ და მალე ორგანიზმში დადებით ცვლილებებს იგრძნობთ. ტკბილი სანელებელი ნებისმიერ პროდუქტს გემრიელ ვახშმად აქცევს.
საკვები საფუარი
საკვებ საფუარს მშრალი საფუარისგან ამზადებენ. მას ვეგანურ სამზარეულოში ფართოდ იყენებენ. საფუარის უმი გემო სასაუზმედ და სოუსებისთვის გამოგადგებათ. აი, ფილმების მოყვარულებს პოპკორნი მოეწონებათ.
ნიორი
ნივრის სარგებლის შესახებ ფართოდ ცნობილია. მას ხალხურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ. კულინარიაშიც ბოლო ადგილს არ იკავებს. როგორც ახალი, ასევე ხმელი ნიორი ნებისმიერ კერძს პიკანტურ გემოს შემატებს. დამახასიათებელი სუნის თავიდან ასაცილებლად, თითოეულ კბილს შუაგულში მწვანე აღმონაცენი მოაშორეთ.
ხახვი
ნივრის მსგავს თვისებებს ფლობს ხახვიც. ორივე პროდუქტი ერთად კარგია. ხორცს და ბოსტნეულს განსაკუთრებით უხდება.
კამა
კამა პიკანტური მწვანილია, მდიდარია C ვიტამინით, A პროვიტამინით და ფლავონოიდური ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ჩვენს გულს იცავენ. ამ არომატული ბალახით შესანიშნავი სალათები და პირველი კერძი გამოდის. ასევე ბლინების და ღვეზელების შიგთავსად ხშირად იყენებენ.
ძმარი
ბევრი სახეობის ძმარი არსებობს. თითოეული მარილს თავისუფლად ჩაანაცვლებს. მჟავე სითხე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად: წვნიანი, რაგუ, სალათი, შემწვარი კერძები და დესერტები. მთავარია, სწორი ძმარი აირჩიოთ.
ლამინარიას ფანტელები და გრანულები
ყავისფერი წყალმცენარე ჩვენთან აზიიდან შემოვიდა, მაგრამ უკვე საყვარელი პროდუქტების სიაში ადგილი დაიმკვიდრა. ზღვის კომბოსტოს მარილიანი ფანტელები შეგიძლიათ წასახემსებლად გამოიყენოთ ან ბრინჯს და ლაფშას დაუმატოთ.
შავი წიწაკა
რეცეპტებში შავი წიწაკა და მარილი ხშირად ერთად გამოიყენება. რთული დასაჯერებელია, რომ პიკანტური სანელებელი მარილის რაოდენობის შემცირებაში დაგეხმარებათ. თან იმასაც თუ გაითვალისწინებთ, რომ მომავალ სავახშმო კერძში უკვე სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი შედის.
ნატრიუმის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება რიგი დაავადებები გამოიწვიოს. მარილს „თეთრ სიკვდილს“ ტყუილად არ უწოდებენ. თუმცა ზომიერად უნდა მიიღოთ. ასე რომ ამ სიით შეიარაღდით. ის რაციონის გამრავალფეროვნებასა და გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.