Connect with us

სხვა

რა დავრგოთ ნაკვეთზე კარტოფილის ნაცვლად

რა დავთესოთ ნაკვეთზე?! ამ დროს ისეთი არჩევანი უნდა გააკეთოთ, რომ კარგი მოსავლის აღებაც შეძლოთ და არც ზედმეტი ენერგია დაგეხარჯოთ. დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ რომელი კულტურების დათესვა შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას, ფულს და რაც მთავარია დროს.

რა დავთესოთ აგარაკზე

პომიდორი

პომიდორი იოლად ავადდება და მისი მოსავალიც მცირდება ამიტომ ის იმდენი უნდა დათესოთ რამდენიც ზაფხულის განმავლობაში სალათებით ტკბობისა და 1-2 ქილა მწნილის გასაკეთებლად გეყოფათ.

კარტოფილი

მიწა გადათოხნეთ, კარტოფილი დათესეთ, მთელი ზაფხული მარგლეთ, მორწყეთ, ებრძოლეთ კარტოფილის ხოჭოს, შემოდგომაზე კი მოსავალი აიღეთ. ეს მთელი ოჯახისთვის განკუთვნილი შრომაა რომელიც მათ კარტოფილით მოამარაგებს. თუ კარტოფილს არ მოუვლით, ის მოსავალს არ მოგცემთ! არსებობს გამოსავალი – ბაზარში შეძენა! დათესეთ იმდენი რამდენიც ახალი კარტოფილით პირის დასატკბობად ან წვნიანისთვის იქნება საკმარისი.

ფესვოვანი ბოსტნეული

სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი და მსგავსი ბოსტნეული მიწაში იზრდება. იზრდებიან სწრაფად – იმ შემთხვევაში თუ მღრღნელები და მავნებლები არ დააზიანებენ. მათი ჰექტრობით დათესვა არ ღირს, დახარჯული დრო და ჯანმრთელობა დაგენანებათ!

მარწყვი

ხშირად წუწუნებენ ამ კულტურის მოყვანის სირთულეზე. თუ აგარაკი ტყესთან ახლოს არის, იმის რისკი, რომ ნაყოფს ჩიტები შეგიჭამენ ძალიან დიდია. მარწყვს ბევრი მოვლა ჭირდება! სწორად შეარჩიეთ დასარგავი სახეობა, კარგად მოუარეთ და შემდეგ ნაყოფითაც დატკბებით.

მოცხარი

იგივე პრობლემაა რაც მარწყვის შემთხვევაში: მის შეჭმას ჩიტები გვასწრებენ! ჩიტებისგან თავის დასაღწევად მებაღეები უამრავ ხერხს მიმართავენ, მცენარეს სპეციალურ სითხეებს ასხურებენ ან მის გარშემო მზესუმზირასაც ყრიან, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივ წყვეტს პრობლემას. თუ ჩიტების არ გეშინიათ – შეგიძლიათ იმდენი მოცხარი დათესოთ რამდენიც გაგიხარდებათ!

რა დავრგოთ

1. ღანძილი, რევანდი და სალათის ფურცლები: ბევრი ვიტამინები, ყოველთვის იოლი და სასარგებლო კერძები: შეგიძლიათ უმადაც მიირთვათ, მოამზადოთ სალათები, წვნიანები და სმუზიც კი.

2. ნიორი, ხახვი, ცხარე მწვანილი. ისინი ადვილად იზრდებიან ისეთ ნაკვეთზეც სადაც მზის შუქი ნაკლებად ხვდება. ოხრახუში, რეჰანი, პიტნა, ნიახური და ქინძი სიბნელეშიც კი გაზირდება.

3. პარკოსნები, ლობიო და კენკრა. უდავოა, რომ ყველა ლობიო მზის გარეშე ვერ გაიზრდება, თუმცა ზოგიერთი სახეობა ამას ნამდვილად შეძლებს! სხვათაშორის, შემჩნეულია, რომ ჟოლო ჩრდილში გაცილებით დიდი და გემრიელი იზრდება!

თავად გადაწყვიტეთ რისი მოყვანა უფრო გაწყობთ თქვენს ნაკვეთში. თუმცა შეგიძლიათ ნაკვეთი სხვადასხვა მიმართულებებითაც განავითაროთ.