ყვავილები
რა დავრგათ კომბოსტოს გვერდით, რათა ის მავნებლებმა ვერ დააზიანონ
ყველაზე გამოცდილ მებაღესაც კი შეიძლება გაუფუჭდეს მოსავალი, ეს ყველაფერი კი მავნე მწერების გამო ხდება. გამონაკლისს არც კომბოსტო წარმოადგენს. მისი მავნებლებისგან და დაავადებებისგან დაცვა ბევრისთვის ძალიან რთული და მოსაბეზრებელი საქმიანობაა. სირთულეები დამცავი საშუალებების შერჩევის დროსაც გვხვდება. მათი უმეტესობა ხომ ქიმიკატებს შეიცავს და ეს არა მხოლოდ პროდუქტზე არამედ შემდეგში ნიადაგის ჯანმრთელობაზეც იმოქმედებს. დღევანდელ სტატიაში კომბოსტოს მოვლის გაცილებით უსაფრთხო მეთოდს გასწავლით.
კომბოსტოს დაცვა
გამოცდილი მებაღეებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კომბოსტოს ნერგების დაცვა და მისი მოსავლიანობის გაზრდა ჩვეულებრივ მცენარეს – ბარხატას შეუძლია. ახალბედებისთვის კი ეს ალბათ ახალი ინფორმაცია იქნება. ამ მეთოდის ეფექტურობა კარგად არის გამოცდილი და მასში ეჭვს ნუ შეიტანთ.
თუ ამ მცენარეებს კომბოსტოებთან დარგავთ, მაშინ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება აღრა მოგიწევთ რადგან ყვავილები ყველაფერს თავად მიხედავენ. რა თქმა უნდა ყვავილების დარგვის შემდგეაც მოგიწევთ მორწყვის წესების დაცვა და კომბოსტოს შესაბამისი წესებით მოვლა, მაგრამ სამაგიეროდ კომბოსტოს დამუშავებისა და “მკურნალობის” სირთულეებს აიცილებთ თავიდან.
ხავერდას გარდა, კომბოსტოს მავნებლებთან ბრძოლაში ფაცელია და კალენდულაც დაგეხმარებათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მათი დამცავი თვისებები მანამდე ნარჩნდება სანამ ყვავიან, აი სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მათი დროული დარგვა.
ბარხატას მოვლა საერთოდ არ ჭირდება. თავს შესანიშნავად გრძნობენ მზეშიც და ჩრდილშიც. იოლად იტანენ ნესტის უკმარისობას და ძალიან იშვიათად ავადმყოფობენ.
როგორ იცავს ბარხატა კომბოსტოს?! მთელი საიდუმლო ყვავილის სუნში იმალება, ისინი სპეციფიურ სუნს გამოყოფენ რომელიც არაკეთილისმსურველ სტუმრებს აფრთხობს.
როგორ დავრგოთ ბარხატა სწორად
თუ კომბოსტოს დაცვის ამ მეთოდის გამოყენებას აპირებთ, მცენარეები კომბოსტოს დათესვამდე 1 -1,5 თვით ადრე უნდა დათესოთ. როდესაც კომბოსტოს თესავთ მცენარე უკვე გაფურჩქვნას უნდა იწყებდეს.
ბარხატას დათესვა სხვადასხვაგვარად შეიძლება, თუმცა ყველაზე მოქმედი და ამავდროულად ლამაზი მეთოდი მათი რიგებს შორის დარგვაა. ამგვარად თქვენი ნათესები უფრო მოვლილი და ლამაზი გამოჩნდება.