Connect with us

სხვა

რა გველოდება ჯადოსნურ ახალი წელს!

დღეს ვირთხის წელიწადის ძალიან პოზიტიურ პროგნოზს შემოგთავაზებთ. მომავალი წელი სწორედაც რომ ვირთხას ეკუთვნის. არ იფიქროთ, რომ მას მხოლოდ დატოვებული საჭმლის მოპარვა შეუძლია! კარგად დააკვირდით სტატიაში მოყვანილ ფოტოს და ყველაზე სიმპათიური ვირთხა აირჩიეთ, შემდეგ კი გაიგეთ თუ რა გელოდებათ მომავალ წელს და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

განეწყვეთ პოზიტიურად!

მნიშვნელობები

1. მორიდებული კონკია

თუ ეს მშვიდობისმოყვარული მწვანე სვიტერიანი გოგონა მოგეწონათ, ნიშნავს, რომ თქვენი ნატურა მუდმივად ახლის ძიებაშია, მობილიზებულია შედეგიანობაზე და მუდმივად იღწვის სიმაღლეების დაპყრობისკენ.

ასე განაგრძეთ და მომავალ წელს აუცილებლად გელოდებათ კარიერული და პიროვნული ზრდა. ნუ იწუწუნებთ – გაიხსენეთ კონკიას ისტორია, ჯადოქარი ნათლიდედა და ბროლის ქოშები.

2. მეოცენებე რომანტიკოსი

ამ თაგუნიას (მისთვის ვირთხის დასაძახებლად ენა ვერ მოგიბრუნდება) დიდი და კეთილი გული აქვს, ისევე როგორც შენ! პულოვერის ყვითელი ფერი სიხარულისა და კეთილშობილებისკენ სწრაფვაზე მიგავნიშნებს. ალბათ იკითხავთ – დიდი ლურჯი ქუდი რაღას ნიშნავს?! იღბალი, მეგობარო – ეს დიდი ლურჯი ქუდი ნიშნავს იღბალს! იღბალი და სიმდიდრე მოუთმენლად გელიან მომავალ წელს!

3. სერიოზული იდეალისტი

ეს არც “ინფანტილურს ნიშნავს და არც “თვითმოტყუებისკენ” მიდრეკილს. პირიქით: მუდმივი, მსუბუქი და თავისუფალი. ცისფერი ფერი – წყლისა და სუფთა ცის სიმბოლოა. სიმშვიდე, ჰარმონია და საღი აზრი – თქვენი მუდმივი თანამგზავრები იქნებიან მომავალი წლის განმავლობაში.

ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადაწყდება ნებისმიერი საკითხი და საქმე, ეს კი დიდ სიხარულს მოგიტანთ.

4. ბედნიერი ოპტიმისტი

მხირული ტიპაჟი, რომელსაც ცხოვრება უხარია და ძალიან მოსწონს აქტიური ღონისძიებები. აუცილებელია იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი, მომავალ წელს საგრძნობლად გაუმჯობესდება, ფულთან დაკავშირებითაც ყველაფერი რიგზე იქნება. ფორთოხლისფერი თავსაბურავი მოულოდნელი გასხივოსნებისა და თვითშემეცნების გზას გიქადით. და კიდევ… – გახსოვდეთ! პოლიციასთან ჩხუბი ძალიან ცუდი იდეაა!

5. სანტა ვირთხა

სულს ზეიმი სწყურია ისე როგორც არასდროს! – მხოლოდ ასე შიეძლება დაახასიათო ეს საყვარელი ბაბუა. თქვენ ნამდვილად ჩაჯექით ერთ ადგილას. გამოძვერით სოროდან თორემ საკუთარ წინააღმდეგობებში აიხლართებით. წითელი ფერი, რომელიც თქვენ აირჩიეთ სიხარულისა და სიყვარულის ცხელი ლავას სიმბოლოა. ახალ წელს ეს ყველაფერი სრულად მიიღეთ.

6. ფიფქია

თუ თქვენი არჩევანი ამ ზამთრის ქურქიან და ბრჭყვიალა თავსაბურავიან თაგუნაზე შეჩერდა, ე.ი. სასწაული გჭირდებათ! ჩვეულებრივად თუ ზღაპრულად – არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თქვენი ცხოვრება საოცრებებით იყოს სავსე. კარგი იქნება თუ გარშემო მიმოიხედავთ: ამბობენ, რომ ვინც ხშირად იღიმის, ბედიც მას გაუღიმებს!

გარშემო იმდენი რამ ხდება! იცოდეთ, რომ ვირთხის წელში ბედი გაგიღიმებთ და ძალიან ბევრი ჩანაფიქრი აგისრულდებათ. უბრალოდ მიიღეთ ყველაფერი და სამყარო აუცილებლად დაგიჭერთ მხარს!

მეტი პოზიტივი! ეს ყველა ნიშანის მთავარია დევიზი უნდა იყოს! ვარსკვლავებმა რაც არ უნდა გიწინასწარმეტყველოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი შრომისა და მოქმედების გარეშე ვერაფერი შეიცვლება!