ჰოროსკოპი
რა გველის 2020 წლის ბოლომდე
ეკოასტროლოგის და ქვეცნობიერთან მუშაობის სპეციალისტის ელენა მალიუგას თქმით, 2020 წლის შემოდგომა და ზამთარი გაცილებით პოზიტიური იქნება ვიდრე გაზაფხული და ზაფხული იყო. რომელი პერიოდები იქნება ყველაზე პოზიტიური, 2020 წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში?!
13.09 – 20.11 კარგი პერიოდია სწავლის და მოგზაურობის დასაწყებად და მასწავლებლებისა და მენტორების შესარჩევად. შეგიძლიათ თავადაც გახდეთ მასწავლებელი, თუ რაიმეს სწავლების სურვილი გაქვთ. თუ ამ პერიოდში დაიწყებთ სწავლას, იზრუნეთ, რომ მისი გაგრძელება დისტანციურადაც შეგეძლოთ. თუ გამგზავრება გაქვთ დაგეგმილი, ეს პერიოდი საკმაოდ ხელსაყრელია.
29.09-დანდაფიქრდით თუ რა სარგებელი მოგაქვთ სამყაროსა და საზოგადოებისთვის, დაფიქრდით კარიერულ ზრდაზე. თქვენი მიზნები ემთხვევა იმას, რასაც სამყარო გკარნახობთ? დადგა კარიერული და პროფესიული ცვლილებების დრო, მთავარია მისთვის ენერგია გეყოთ. რაც შეეხება კარიერაზე აქტიურად მუშაობას, ამ საკიტხს საგულდაგულოდ 25 ნოემბრიდან მიხედეთ.
19.09-დან მთელი 2021 წელი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ყურადრების მატერიელურ საკითხებზე კონცენტრირებისთვის. ეს ეხება როგორც ფიზიკურ ფორმას, ასევე თქვენი ჯანმრთელობის სხვა შეადგენლობებზე – ყურადღება მიაქციეთ კვებას, ძილს, თქვენი ენერგიების და ძალების რაოდენობას. გარდა ამისა ფულსა და დანაზოგსაც დიდი მნიშვნელობა ექნება – ინვესტიეციები ფრთხილად და ჭკვიანურად გააკეთეთ. იზრუნეთ თანხის გადადებასა და დაგროვებაზე. ეცადეთ ნებისმიერი ჩანაფიქრები და იდეები კონკრეტული და გამოზომილი შედეგებისთვის განახორციელოთ.
20.11-დან დაიწყეთ განვითარებისთვის ახალი, უჩვეულო გზების ძებნა. თუ ეს დრო გარკვეულ შეზღუდვებს მოგიტანთ, ერთ ადგილას ნუ გაჩერდებით. ვისთვისაც ტავისუფალი გადაადგილება და თავისუფლად ცხოვრება სურს, უნდა ესმოდეს, რომ დიდ ქალაქებში გაცილებით უფრო მკაცრი წესები და შეზღუდვები იქნება ვიდრე პატარა რაიონებსა თუ სოფლებში. ამიტომ აქედანვე უნდა იზრუნონ ამ საკითხის მოგვარებაზე.
ჯიოტიშური სისტემის თანახმად 30.06 – 20.11 იუპიტერი თავის ნიშანშია. იუპიტერი გაფართოების, ექსპანსიის, ოპტიმიზმისა და შესაძლებლობების პლანეტაა. ამ პერიოდის მანძილზე ამ შესაძლებლობებს დავინახავთ და ვიგრძნობთ კიდეც. ყურადღება მიაქციეთ თუ რას მოგიტანთ ეს პერიოდი. 10 სექტემბერს იუპიტერი რეტროგრადული მოძრაობიდან გამოდის, ამიტომ სასურველია ახალ მიმართულებებზე ონცენტრირდეთ, დაინახოთ ზრდის ახალი შესაძლებლობები და დაიწყოთ განვითარებასა და სწავლაზე ზრუნვა. ადამიანების უმეტესობა მეტ შესაძლებლობებს გრძნობს და ესმით თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა დაიჯერონ და რისი იმედი იქონიონ. ეს მეტ-ნაკლებად 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.
19 სექტემბერს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება – შეიცვლება მთვარის კვანძები. მთვარის კვანძები – ეს ფიქტიური წერტილებია რომელიც მზისა და მთვარის ორბიტების, გადაკვეთის წერტილებს წარმოადგენენ. ისინი ზოდიაქოებს შორის მოძრაობენ. 2019 წლის მარტიდან, 2020 წლის სექტემბრამდე ისინი ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე იმყოფებოდნენ, ახლა კი უახლოესი წელიწად ნახევრის მანძილზე კურო-მორიელის ღერძზე გადაინაცვლებენ. ამ პერიოდში კუროს სფეროებში წინსვლასა და მორიელის სფეროებში წარსულში ჩაღრმავებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება საგრძნობლად განვითარედება კვების საკითხებში, მაგალითად ვიტამინებსა და მიკროელემენტებთან დაკავშირებულ კვლევებში. ან გაჩნდება ახალი პროდუქტი რომელიც ადრე არ იყო ბაზარზე. ადამიანები დაფიქრდებიან გაცნობიერებულ კვების რეჟიმზე და ამ სფეროში ევოლუციაც მოხდება. ბაზარზე შეიძლება ხელოვნური პროდუქტები გამოჩნდნენ. გამძაფრდება საკვების სისუფთავის, ხარისხისა და ეკოლოგიურობის საკითხებიც.
ფინანსები, დაზღვევა, ინვესტირება და ფულის განაწილება – უახლოესი დროის ახალ ტრენდად იქევა. ჩვენ ჩავუღრმავდებით ფინანსური ინსტრუმენტების შესწავლასა და გამოყენებას. არსებობს ეკონომიკური კოლაფსების ალბათობაც. მოსალოდნელია ვალუტის კურსის სერიოზული ვარდნა.
ეს პერიოდი შეიძლება დაკავშირებული იყოს ორატორულ და სხვა სახის ხელოვნებასთან. შემცირდება დაფარული ინტრიგები და ხალხი უფრო მეტად დაიწყევს ღიად გამოსვლებს. თეატალური ხელოვნება ახალ საფეხურზე გადავა. ხანგრძლივი ციკლის მქონე პლანეტები: მთვარის კვანძები, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი – უფრო საზოგადოებრივ პროცესებზე მოქმედებენ ვიდრე ცალკეულ ადამიანებზე (გამონაკლისს წარმოადგენენ მსხვილი პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც დიდ საზოგადოებრივ როლს თამაშობენ). ამიტომ გადაამოწმეთ მთვარის კვანძების ასეთი მდებარეობა რამდენად აისახება თქვენს ქვეყანასა და პირად რუკაზე.
20 ნოემბერი. იუპიტერი თავისი დასუსტები ნიშანში – თხის რქაში გადავა. ანალოგიური შეერთება 30 მარტი – 30 ივნისის პერიოდში იყო. დიდი ქალაქების მაცხოვრებელთათვის ეს პერიოდი შეზღუდვებთან ასოცირდება. პროცესებსა და სტრუქტურებში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. ის კომპანიები რომლებმაც დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ვერ მოახერხეს, შეიძლება ბაზრიდან გაქრენ.
შესაძლოა სავიზო რეჟიმის გამკაცრება. სახელმწიფოები თავინთ გამძლეობაზე დაიწყებენ ყურადრების გამახვილებას და გლობალიზაციის საკითხები უკანა პლანზე გადაიწევს.
ადამიანთა უმეტესობისთვის, ამ პერიოდში მომხდარი ცვლილებები აღქმული იქნება, როგორც ცვლილებებისა და განვითარების ტენდეცია.
სატურნისა და იუპიტერის შეერთება 2020 წლის 21 დეკემბერს. ეს მოვლენა საზოგადოების განვიტარების ახალ ციკლს აღნიშნავს. დევიზი: ყოველმა ადამიანმა უნდა აკეთოს ის რაც ჩვენს ცხოვრებას უკეთესად აქცევს. ბოლო 20 წელს გაბატონებული ჰედონზმი და ინდივიდუალიზმი წარსულში დარჩება. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში თითოეული ადამიანის განვითარება მთელს საზოგადოებაზე აისახება.
მოსალოდნელ ცვლილებებზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან ის მთელს საზოგადოებაზე იმოქმედებს და საზოგადოების ახალი მოტხოვნების, ნიშების და სტრუქტურების წარმოქმნას შეუწყობს ხელს.