Connect with us

ყვავილები

რა გავუკეთოთ კარტოფილის ყვავილს მოსავლის გასამმაგებლად

არაერთი თაობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც კარტოფილი ჩვენს რაციონში ერთ–ერთი მთავარი ძირნაყოფი გახდა. არაერთმა გიორგიმ მიირთვა ბებიას მოყვანილი კარტოფილი. ახლა ბოლქვის დარგვის და მოსავლის აღების კულტურა თანდათან ქრება. კარტოფილის მოყვანა ხომ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, ყიდვა უფრო მარტივია. და მაინც, ვინც იცის, როგორ გაზარდოს კარტოფილის მოსავალი, ასე არ თვლის.

ასეთი მეაგარაკეები მოსავალს მთელი ზამთრისთვის იღებენ და ნათესავებსაც უნაწილებენ. ასეთი კარტოფილის გემო შეუდარებელია. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ერთ ხრიკს, რომლის გამოყენებას უახლოეს მომავალში გირჩევთ.

როგორ გავზარდოთ კარტოფილის მოსავალი

კარტოფილის ნაკვეთი შორიდანაც ჩანს. როგორც ჩანს, აგვისტოს ბოლოს აყვავებულ ბაღს ჰგავს: მიწა მთლიანად დაფარულია მწვანე ფოჩებით და თეთრი კვირტებით. ლამაზია! მაგრამ მოსავალს სარგებელს არ აძლევს, უფრო პირიქით. დღეს გიამბობთ, რა დაგეხმარებათ მოსავლის 2-3-ჯერ გაზრდაში.

  • პირველ რიგში, დასარგავად შეარჩიეთ ჯანმრთელი ბოლქვები ყოველგვარი დაზიანების გარეშე, მსხვილი, გლუვი და მკვრივი.
  • შემდეგ აუცილებლად დაამუშავეთ. ამისთვის ნივრის წყალი ან აჯასპის ხსნარი მოამზადეთ.
  • ბოლქვები ჯერ უნდა გაღვივდეს და ამის შემდეგ ღია ნაკვეთზე დარგოთ.
  • კარტოფილი ჩრდილოეთიდან სამხრეთით მიმართულ კვლებში დარგეთ. ასეთი ბუჩქები მეტ მზის სინათლეს მიიღებენ.
  • დროული მორწყვა და გამოკვება არ დაგავიწყდეთ.

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა დაცულია, შანსი გაქვთ, რომ ნაკვეთიდან კარტოფილი ტომრებით გაიტანოთ. გახსოვდეთ: ყველა მკვებავი ნივთიერება ბოლქვებიდან ვრცელდება და ზუსტად ასე ზემოთ, ფოჩებისკენ მიემართება.

ამ მხრივ, მწვანე მასა საბანს თავისკენ წევს. აქტიური ყვავილობა იწყება, რაც დაუშვებელია. თუ გსურთ ბევრი გემრიელი კარტოფილის მიღება დიდი რაოდენობით სახამებლით, ყვავილების ყუნწები მანამ გადაჭერით, სანამ მძიმე კვირტებს გამოიღებენ.

ყვავილობის შეწყვეტისას მცენარე ღირებულ მასალას ბოლქვებში შეინახავს. ეს კი მომავალი მოსავლისთვის დიდი წვლილია. მოსავლის გასამრავლებლად მიმართეთ სენიკაციას – ფოთლების ხელოვნური დაბერება. ამისთვის ფოჩები ნაწილობრივ გადაჭერით, ნარჩენები სუპერფოსფატით დაამუშავეთ.

დროული მორწყვა და სარეველების მოშორება არ დაგავიწყდეთ.

ძალიან ხშირად ყვავილობის შემდგ ღეროები სკდება, რომ მწვანე მასაში მკვებავი ნივთიერებების მიწოდება შეაფერხოს. თუმცა ეს საკმარისი არაა, მით უფრო, თუ ყვავილობამ ჩაიარა. დამხმარე მცენარეების დარგვა ყოველთვის მუშაობს. გამოცდილი მეაგარაკები კარტოფილს ლობიოს და ბარდას შორის რგავენ. ეს მცენარეები მთელი სეზონის განმავლობაში ნიადაგს აზოტით ამდიდრებენ.

ფოჩების დროულად მოჭრით და ყვავილობის შეფერხებით კარტოფილის მოსავალი რამდენჯერმე გაიზრდება. ასე თავად ბოლქვების ხარისხიც იზრდება, რადგან მასში მეტი მკვებავი ნივთიერება შედის. ეს ხრიკი სცადეთ და მეგობრებს გაუზიარეთ. დარწმუნებული ვარ, წელს უხვ მოსავალს მიიღებთ!