ყვავილები
რა გავაკეთოთ, თუ სახლის მახლობლად ტუია გახმა და გაყვითლდა
მშობლიურ ადგილებში სახლის მახლობლად ტუია უფრო და უფრო ხშირად გვხვდება. დეკორატიული ხე ეზოს მშვენიერი დეკორაციაა. ტუიამ თავისი სილამაზით რომ დაგატკბოთ, მასზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ, განსაკუთრებით გამოზამთრების შემდეგ.
ტუია აგარაკზე
ტუია თანდათან პოპულარული ხდება, რაც მისი ლამაზი გარეგნობითაა განპირობებული. მცენარის გვირგვინი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ კონუსური და მომრგვალებული გააკეთოთ. ასეთი ნატურალური დეკორაციით ეზოში ნამდვილ ფრანგულ ბაღს გააშენებთ.
ზამთრის ცივი თვეების შემდეგ შეიძლება მწვანე ლამაზმანის ნაცვლად ყავისფერი ხმელი ტოტები დაგხვდეთ. ეს თითოეული მეაგარაკისთვის დიდი იმედგაცრუებაა. Alltime.ge გიზიარებთ ინფორმაციას, თუ რატომ ხმება ტუია და როგორ ვუშველოთ.
მიზეზი მზის დამწვრობაში იმალება. ერთი შეხედვით, თებერვალსა და მარტში ეს შეუძლებელია, მაგრამ ასეა. ადრეულ გაზაფხულზე მზე აქტიურად ანათებს, თოვლი კი მზის სხივებს ირეკლავს და ნეგატიურ გავლენას ზრდის. ეს ახალგაზრდა, 5 წლამდე მცენარეებისთვის სახიფათოა.
ტოტების გაყვითლების თავიდან ასაცილებლად ტუიაზე უკვე შემოდგომაზე უნდა იზრუნოთ. ჯერ ტოტები შეკარით, შემდეგ ხე ღია ფერის მასალით შეფუთეთ.
თუ უსიამოვნების თავიდან აცილება ვერ შეძელით, სიტუციის გამოსწორების შანსი მაინც გაქვთ. თუ თოვლი ჯერ კიდევ არ გამდნარა, ტუია დაჩრდილეთ. ამისთვის ღია აგროფიბრი გამოიყენეთ. თოვლის გადნობის შემდეგ ხის გადარჩენაზე გადადით. ამაში ეპინი დაგეხმარებათ. ხსნარი ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ და დაზიანებული ხის ნაწილები დაამუშავეთ. ასე ახალი წვივების გაზრდას ხელს შეუწყობთ.
სიყვითლის სხვა მიზეზები
წიწვების გაყვითლება შეიძლება მავნებლებმა ან სოკომ გამოიწვიოს. პროფილაქტიკის მიზნით ხის გვირგვინი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით დაამუშავეთ. თუ უსიამოვნება თავიდან ვერ აიცილეთ, დაზიანებული ტოტები მოჭერით და დაწვით. გადაჭრის ადგილის სპილენძის სულფატის ხსნარით დაამუშავეთ.
ტუიას მთავარი მტრები ბუგრები და ფარიანები არიან. მათთან საბრძოლველად ინსექტიციდები გამოიყენეთ. აპრილიდან აგვისტომდე პერიოდში რამდენჯერმე შეგიძლიათ გამოკვებოთ. ამისთვის ნაკელი და სკინტლი გამოგადგებათ.
ერთ ნაწილ ნაკელზე 4 ნაწილი წყალი გამოიყენეთ, 4 დღე დააყენეთ. ერთ ხეზე დაახლოებით 2 ლ ასეთი ნაყენი დაგჭირდებათ. ფესვები არ მორწყათ, არამედ მის ირგვლივ წრიულად მოასხით. რაც უფრო ძველია ხე, რადიუსი მით უფრო ფართო უნდა იყოს.
სწორი მოვლით და ყურადღების მიქცევით ტუია თქვენი ნაკვეთის შესანიშნავი დეკორი გახდება. თუ უსიამოვნება მოხდა, არ იდარდოთ. დროული ზომების მიღებით სიტუაციას გამოასწორებთ.