Connect with us

სხვა

რა არ უნდა გააკეთოს ქალმა დიდმოწამე პარასკევას დღეს

10 ნოემბერს საეკლესიო კალენდარში დიდმოწამე პარასკევა იკონიელის დღე აღინიშნება, რომელსაც პარასკევასაც უწოდებენ. წმინდა ქალწული ქალების მფარველად ითვლება და განსაკურნებლად მას მიმართავენ.

დღეს გთავაზობთ მცირე ინფორმაცის, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს, ვინ არის პარასკევა იკონიელი და როგორ უნდა ილოცოთ მასზე, რომ მფარველობა და დაცვა მიიღოთ. ასევე, რატომ უწოდებენ მას პარასკევას.

პარასკევას ლოცვა

ამბობენ, რომ წმინდა პარასკევას ხატები ოჯახის ბედნიერებას და ყოველგვარ კეთილდღეობას იცავს. ხატმწერები პარასკევას მაღალ, მკაცრ, თავზე სინათლის გვირგვინით წერდნენ. გადმოცემის თანახმად, ის სერიოზული ასკეტი იყო, რისთვის მტკივნეული განსაცდელი გაიარა. წმინდანს მინდვრების და პირუტყვის მფარველადაც მიიჩნევენ, ამიტომ საკუთარ მიწაზე მოყვანილი ნაყოფის საკურთხად მიაქვთ.

პარასკევა მკურნალი

წმინდა პარასკევა მძიმე სულიერი და ფიზიკური დაავადებების მკურნალად ტყუილად არ მიიჩნევენ. ადრეული ასაკიდანვე ის ასკეტურად ცხოვრობდა, მთლიანად რწმენაში იყო ჩაფლული. მშობლებმა მას პარასკევა დაარქვეს, რადგან თავად ქრისტიანები იყვნენ და უფლის ტანჯვის დღეს პატივს აგებდნენ, რომელიც ასევე პარასკევ დღეს ჯვარს ეცვა.

ეს მოხდა ქალაქ იკონიაში, ჩვ.წ.აღ. მე–3 საუკუნეში, როცა ქრისტიანებს დევნიდნენ. პარასკევა წარმართებმა შეიპყრეს და როცა მათი მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა, აწამეს და ციხეში ჩასვეს. უფალმა მაინც არ მიატოვა და სასწაულებრივად ჭრილობები მოუშუშა. ამან წარმათები გონს ვერ მოიყვანა. მათ პარასკევას წამება გააგრძელეს და თავი მოკვეთეს.

ამბობენ, რომ მის წმინდა ნაწილებს ყველა დაავადებისგან განკურნება შეუძლია. მართლმადიდებლებში პარასკევა განსაკუთრებით უყვართ და მის სახელზე ეკლესიებს და გზაზე უბრალო სამლოცველოებს აგებენ. პოპულარული გახდა საერო სახელი, რომელიც წმინდანის სახელიდან წამოვიდა – პრასკოვია. ეს სახელი ახლაც საკმაოდ ხშირად გვხვდება.

ნიშნები და რისი გაკეთება არ ღირს ამ დღეს

ამ დღეს დიდმოწამე პარასკევს პატივს ვაგებთ, ამიტომ ხალხში გარკვეული ნიშნები შეიქმნა, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. არ მოგიწოდებთ ამ წესებს მისდიოთ, უბრალოდ ინფორმაციას გიზიარებთ.

1. ამ დღეს პარასკევას ხატი სამკურნალო ბალახებით უნდა მორთოთ. ითვლება, რომ ასე ხატი დიდ სამკურნალო ძალებს იკრეფს.

2. დღეს სასარგებლო იქნება ბალახების აბაზანა ან ბალახების ჩაის დალევა.

3. ტუტე ხსნარში თეთრეულის გარეცხვა არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ქვეყანაშიც ტუტე გელოდებათ.

4. არ შეიძლება იატაკის გაწმენდა, ნარეცხი იქნებით.

5. ცოდვაა სხვების დაცინვა, იმქვეყნად სიცილის თავი არ გექნებათ.

6. თუ ჯერ კიდევ შემორჩენილია სართავები, სჯობს გვერდზე გადადოთ. ხალხში ამბობენ, რომ მშობლები იმქვეყნად ბრმები იქნებიან.

7. არ ღირს ბავშვის დაბანა, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებას აიკიდებთ.

8. პარასკევას დღეს პირველ, ნამდვილ ზამთრის დღედ მიიჩნევენ.

წმინდა მოწამე პარასკევას ლოცვა

წმინდა მოწამე პარასკევას მფარველობა და დაცვა რომ მიიღოთ და უბედურებებისგან თავი დაიცვათ, განსაკუთრებული ლოცვა უნდა წაიკითხოთ. ჩვეულებრივ, მას სთხოვენ დახმარებას ქორწინებაში, ოჯახურ ბედნირებაში, შვილის ყოლასა და უსიამოვნებების განკურნებაში. ამ ლოცვით შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხეზე მიმართოთ.

ტროპარი: ჰოი, სანატრელო პარასკევა, ღვაწლით შემოსილო, სამართლად გეწოდა სახელი ეგე, და სიბრძნითა შენითა შეუდეგ წესიერებით სახელსა მას, გარდაცვალებითა პირველისა სარწმუნოებისა შენისათა, დაემკვიდრე ზეცათა შვებასა, რომლისა-თჳსცა მიფენ სიმრთელესა ყოველთა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მოვედით ვაქებდეთ ყოველნი ერთ ხმობით წმიდასა პარასკევას, რამეთუ სარწმუნოებით იღვაწა, და სასწაულითა განაბრწყინვა სოფელი, რამეთუ მან განაქარვა მაცთურისა დაბნელებული სიცბილი, და მორწმუნეთა თვისთა მიანიჭებს მადლთა უშურველად, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ ღირსო და მრავალ-მოღვაწეო.

პარასკევას მიმართ ლოცვას მხოლოდ 10 ნოემბერს არ კითხულობენ. წმინდანს დახმარება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს სთხოვოთ, მთავარია რწმენით და გულით სთხოვოთ.