Connect with us

თავის მოვლა

რა არის კორეელი ქალების უჭკნობი სილამაზის საიდუმლო

რამდენიმე დღის წინ ყველას მიერ ნაქები კონჯაკის სპონჟი შევიძინე. ვაღიარებ, სასიამოვნო შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. სწორედ ამიტომ, Alltime.ge-ს რედაქცია ამ მოდური სილამაზის საშუალების შესახებ გიამბობთ. დღევანდელ სტატიაში გაიგებთ, თუ რატომ გახდა ასეთი პოპულარული კორეული სახის დასაბანი აქსესუარი. ასევე ამ სპონჟის სასარგებლო თვისებებზე ინფორმაციას მოგაწვდით.

კონჯაკის სპონჟი (ღრუბელი)

კონჯაკის სპონჟი ნატურალური პროდუქტია. მას მცენარის Amorphophallus konjac დაპრესილი ბოლქვებიდან ამზადებენ. გარეგნულად, ჩვეულებრივ პალმას ჰგავს, რომელიც სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში იზრდება. საინტერესოა, რომ კორეაშია ამ მცენარის ნაყოფიდან ჟელესაც აკეთებენ.

ამ ღრუბლის ფოროვანი სტრუქტურა მომწონს. წყალთან ურთიერთქმედებისას ძალიან რბილი და სასიამოვნო შესაგრძნები ხდება. თავად სპონჟს ხშირად სხვადასხვა ინგრედიენტებს უმატებენ. მაგალითად, ბამბუკის ნახშირს, მწვანე ან წითელ თიხას და კურკუმას. ამის მიხედვით ღრუბლის ფერი და თვისებები იცვლება.

სპონჯი ბუნებრივი მცენარეული მასალებისგან მზადდება, ამიტომ ჰიპოალერგიულად ითვლება. მაშინაც კი, თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, კონჯაკი შეგიძიათ უშიშრად გამოიყენოთ. როგორც წესი, ასეთ ღრუბელს ყოველდღიურად სახის დასაბანად ან პილინგის დროს იყენებენ.

პირადად, მე, პირველი ვარიანტი მომწონს. დილა–საღამოს სახეზე დასაბან საშუალებას (რძეს ვიყენებ) ვისვამ, თითებით მსუბუქად ვიმასაჟებ, შემდეგ კონჯაკის ღრუბელს ვასველებ და მისი დახმარებით მასაჟს ვიმეორებ.

ასეთი მარტივი სილამაზის პროცედურით კანს იდეალურად გაწმენდთ, აქერცლილ უჯრედებს მოიშორებთ. ასევე ფორებს ჭუჭყისგან გაათავისუფლებთ და კანის მიკრორელიეფს გაათანაბრებთ. გარდა ამისა, სპონჟის გამოყენების შემდეგ კანი უფრო გლუვი და მკვრივია. სახე თითქოსდა ანათებს და დასვენებულია.

კონჯაკის თვისებები და გამოყენება

კონჯაკი შეიცავს გლუკომანანს, მცენარეულ ბოჭკოს, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ის კანზე სხვადასხვა უსიამოვნების გამოვლენას ხელს უშლის. მისი დახმარებით დახშულ ფორებს გაწმენდთ, მაკიაჟის ნარჩენებს და სხვა ჭუჭყს მოიშორებთ. ფოროვანი ღრუბელი კანს არ აშრობს, პირიქით, ღრმა დატენიანებას ხელს უწყობს.

თუ სპონჟს პირველად იყენებთ, მარტივი ინსტრუქცია დაიცავით. პირველ რიგში, თბილი წყლით დაიბანეთ. შემდეგ ღრუბელი დაასველეთ და გაწურეთ. ამის შემდეგ დასაბანი საშუალება ღრუბელს წაუსვით. სახე სამასაჟო ხაზებზე წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ. შემდეგ ზედმეტი პროდუქტი ჩამოიბანეთ, ღრუბელი გარეცხეთ და გაწურეთ. ახლა მოდუნდით!

როგორც წესი, კონჯაკის სპონჟს სპეციალური თოკი ახლავს, რომლის დახმარებით შეგიძლიათ სადმე სააბაზანოში ჩამოკიდოთ. სითხე ბუნებრივად აორთქლდება და ღრუბელი გამკვრივდება. დასარბილებლად უბრალოდ დაასველეთ. ღრუბელს საშხაპე თაროში დაკიდული ვინახავ. აქსესუარი დიდ ადგილს საერთოდ არ იკავებს და თან ზედმეტად არაფერს ეხება. ძალიან მოსახერხებელი და მარტივია!

რედაქციისგან

ამ ჯადოსნური ნივთის სასიამოვნო ბონუსი: მისი ღირებულება. კონჯაკის ყიდვას თეთრებად შეძლებთ. რეკომენდებულია, ასეთი სპონჯი მაქსიმუმ 2-3 თვე გამოიყენოთ. შემდეგ შეგიძლიათ გადააგდოთ. გარემოს დაბინძურების არ შეგეშინდეთ, რადგან ნატურალური ღრუბელი სწრაფად დაიშლება და მიკროპლასტმას არ გამოყოფს!

ასეთი მცირე ინვესტიციით დილა–საღამოს სილამაზის რუტინას სიამოვნებად აქცევთ. გარდა ამისა, ღრუბელი შეგიძლიათ მთელი სხეულის სამასაჟოდ, ასევე ტუჩების პილინგისთვის გამოიყენოთ.

თუ თქვენს არსენალში ასეთი უნივერსალური აქსესუარი არაა, გირჩევთ, რაც შეიძლება მალე შეიძინოთ. გარანტიას გაძლევთ, არ ინანებთ! თუ უკვე იყენებთ, თქვენი შეფასებები გაგვიზიარეთ.