ჯანმრთელობა
რატომ უნდა ჭამოთ 1 კბილი ნიორი ყოველდღე
ამ ბოსტნეულის თავი სახლში თითქმის ყველას აქვს. მის გარეშე ხომ ბევრი ხორციანი კერძი, წვნიანი და სალათი ვერ მომზადდება. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ნიორი პროდუქტს გემოს აძლიერებს, აუმჯობესებს, ხიბლს მატებს. ნიორი არა მხოლოდ გემური თვისებებით, არამედ წარმოუდგენელი სარგებლით გამოირჩევა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა მიიღოთ ნიორი ყოველდღე.
სურდოს საწინააღმდეგო საშუალება
ჩვენ ვცდილობთ, რომ ავადმყოფობის დროს ნიორი შევჭამოთ და ვირუსის გასანადგურებლად ოთახებში დავაწყოთ. საკმარისია, დღეში 1 კბილი ნიორი შეჭამოთ და იმუნიტეტი გაძლიერდება, ადამიანი მედიკამენტის გარეშე სურდოსთან გამკლავებას შეძლებს. ნიორი განსაკუთრებულად უნდა მოამზადოთ: გაასუფთავეთ, დაჭყლიტეთ, წვრილად დაჭერით. ასე სასარგებლო კომპონენტები სასურველ მიზანს მიაღწევს.
ანტიალერგენი
ნივრის რეგულარული მოხმარება ალერგიული რეაქციების შემცირებას ხელს უწყობს, როგორიცაა კანის სიწითლე, ცრემლდენა, ოფლიანობა. ყველაფერი იმიტომ, რომ მასში შემავალი ნივთიერება ალერგენების განვითარებას აფერხებს.
ახალგაზრდობის შენარჩუნება
ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტი უჯრედულ დონეზე სრულ სიმშვიდეს, ორგანიზმის ჯანმრთელობას და ახალგაზრდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ღვიძლს კურნავს
ნივრის მიღება დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის მუშაობაზე, რომელიც თავის მხრივ გამოყოფს ფერმენტებს, რომლებიც ორგანიზმის გაწმენდაში მონაწილეობენ. ქალებისთვის სასარგებლოა იცოდნენ, რომ ამ არომატული ბოსტნეულის მიღება რძიანას რისკს ამცირებს. ნიორი მიკრობების და ბაქტერიების განვითარებას აფერხებს.
ნივრის ზიანი
ნიორი სანელებელია, რომელსაც მადის გაძლიერება შეუძლია, რამაც შეიძლება ზედმეტი ჭამა გამოიწვიოს. ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ, თუ სხეულის ფორმებს ყურადღებას აქცევთ.
ნივრის მიღება უკუჩვენებულია მათთვის, ვისაც ღვიძლის, თირკმლების, კუჭის და ნაწლავების პრობლემები აწუხებთ. მეძუძურე და ორსულმა დედებმა ნივრის მიღება უნდა შეზღუდონ.
ჯანმრთელმა ადამიანმაც დღეში მაქსიმუმ 4 კბილი ნიორი უნდა მიიღოს. აი, რეგულარულად 1 კბილი ნივრის მიღება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ვიმედოვნებთ, რომ ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ მეტი გაიგეთ. გონივრულად მიირთვით და მისი დადებითი ეფექტები იგრძენით!