Connect with us

სხვა

რატომ უნდა ჩავყაროთ ფეხსაცმელში სოდა

ზაფხულში თითქმის ყველას გვაცვია თეთრი ფეხსაცმელი, მათთვის სითეთრის შენარჩუნება კი ძალიან რთულია, რადგან თეთრი ძირი იოლად ყვითლდება და ლაქები უჩნდება. დღეს განვიხილავთ თეთრი ფეხსაცმლის წმენდისა და გასუფთავების რამდენიმე მეთოდს, რომელიც თქვენს ფეხსაცმელს პირვანდელ სიქათქათეს დაუბრუნებს.

გამუქებულ ან გაყვითლებულ ფეხსაცმლის ძირებს კბილის პასტა ან სოდა გაათეთრებს. ამისთვის ფეხსაცმლის ძირს სოდა ან კბილის პასტა წაუსვით, 5 წუთით გააჩერეთ და შემდეგ კბილის ჯაგრისით მოხეხეთ, შედეგი ნამდვილად გაგახარებთ! ფეხსაცმლიდან ზოგიერთ ლაქას და სიმუქეს საშლელიც აშორებს.

თქვენი კედებისა და ბოტასების გაყვითლებულ ძირებს ლიმონმჟავაც გაასუფთავებს. ის იოლად უმკლავდება ჩაიდნის ნალექს და არც ფეხსაცმლის სიყვითლის მოცილება იქნება სირთულე.

იმისთვის, რომ ტყავის ფეხსაცმელი ახალივით გამოიყურებოდეს, ქუჩაში ყოველი გასვლის შემდეგ ნოტიო ნაჭრით, ხელსახოცით ან უხეში ჯაგრისით გაწმინდეთ, ეს მტვერსა და მცირე დაბინძურებებს მოაცილებს და ფეხსაცმელი უკეთ შეინახება.

როგორ მოვაცილოთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი

ეს ეშმაკობა ჩემმა ფიტნეს-მწვრთნელმა მასწავლა: ძილის წინ ფეხსაცმელში სოდა ჩაყარეთ და მთელი ღამით დატოვეთ, დილით კი გადმობერტყეთ სოდა და ჩაიცვით. გარწმუნებთ სუნის კვალიც კია რ დარჩება!

სუნის მოსაშორებელი კიდევ ერთი ეშმაკობა: ფეხსაცმლის ჩასაფენების ქვეშ მწვანე ჩაის პაკეტი მოათავსე, შეგიძლიათ მსხვილფოთლიანი ჩაის ფოთლებიც ჩაყაროთ.

ნაჭრის ფეხსაცმელს თუ ფუტკრის ცვილს გადაუსმევთ მაშინ წვიმა ვეღარ შეგაშინებთ, ცვილი თქვენს ფეხებსა და ფეხსაცმელს დასველებისგან დაიცავს!

ძლიერად დაბინძურებულ ფეხსაცმელს ხალიჩების სარეცხი ქაფი წმენდს, წაუსვით მას ქაფი, დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ მოაცილეთ. ან გამოიყენეთ ორთქლის აპარატი. ორთქლით დაარბილეთ ფეხსაცმლის ზედაპირი და შემდეგ სველი ხელსახოცით გაწმინდეთ.

ბოლოს კი რჩევას შემოგთავაზებთ: თუ ახალმა ფეხსაცმელმა მოგიჭირათ, კანი გადგიხეხათ ან გაგიღიზიანათ, ამ შემთხვევაში ჩაი გიხსნით! გაიკეთეთ ჩაის აბაზანები, ის თქვენს ფეხებს მოადუნებს, მოაშორებს შეშუპებას და გახეხილ და დაზიანებულ ადგილებში ტკივილის შეგიმსუბუქებთ.