Connect with us

ყვავილები

რატომ უნდა ჩავდოთ ნიორი მცენარეების ქოთნებში

ნივრის სარგებლიანობის შესახებ ყველამ ვიცით, ის კერძებსაც ძალიან უხდება და მათ განსაკუთრებულ გემოს მატებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის დადებითად არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ – მცენარეებზეც მოქმედებს!

გამოცდილი დიასახლისები ნიორს – ნიადაგის დეზინფექციისთვის იყენებენ, რადგან ის არაჩვეულებრივად აფრთხობს ნიადაგში არსებულ ყველა პათოგენურ მიკროორგანიზმს და მცენარისთვის გაცილებით უსაფრთხო გარემოს ქმნის!

შეგიძლიათ ნიორი ოთახის მცენარეებსაც დაუდოთ, ის ნიადაგში ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებებს გამოყოფს.

ახლა განვიხილოთ ორი მეთოდი, თუ როგორ დავიცვათ მცენარე მავნებლებისგან ნივრის მეშვეობით!

1. ეს მეთოდი ველაზე მარტივია. უბრალოდ აიღეთ 1 კბილი ნიორი, დაჭერით მრგვალ ფენებად და ნიადაგში, 1-2 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩაფალით. დატოვეთ ქოთანში 1 კვირით.

ამ პერიოდში მცენარეს ჩვეულებისამებრ ვუვლით. 7 დღის შემდეგ აუცილებლად ამოიღეთ ნივრის ნაჭრები რათა ლპობა არ დაიწყოს და ობის წყაროდ არ გადაიქცეს!

2. მეორე მეთოდის შემთხვევაში ნივრის ნაყენს ვაკეთებთ! ამისთვის ვხეხავთ 1 კბილ ნიორს და ვურევთ 1 ლიტრ წყალში. შემდეგ კი ამ სითხით მცენარეს ვრწყავთ!

 

გახსოვდეთ, რომ ეს უბრალო მაგრამ, ძალიან ეფექტური მეთოდებია თქვენი სახლის მცენარეების დასაცავად!