Connect with us

სხვა

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

საკვები მარილი – უნივერსალური რამ არის, არდა იმისა, რომ ის კერძების განუყრელი ნაწილია, მისი გამოყენება რეცხვის დროსაც შეგიძლიათ. ამ სტატიაში გაგიმხელთ თუ რატომ უნდა გარეცხოთ სარეცხი და სათამაშოები მარილით და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხერხი ნამდვილად გამოგადგებათ!

მარილი თქვენს ტანსაცმელს და თეთრეულს ფერის დაკარგვისა და დეფორმირებისგან დაიცავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ბავშვის რბილ სათამაშოებსაც შესანიშნავად რეცხავს და მარილში გარეცხვის შემდეგ, თქვენი პატარას საყვარელი სათამაშო კვლავინდებურად ფუმფულა და ლამაზი იქნება!

ოთახის ტემპერატურის წყალში ცოტაოდენი მარილი გააზავეთ და ნივთები მასში ნახევარი საათით ჩაალბეთ. შემდეგ ეს ნივთები სარეცხ მანქანაში გადაიტანეთ და ჩართეთ სტანდარტულ რეჟიმზე. ნამდვილად გაოცდებით  – თქვენს ნივთებს პირვანდელი ფერი დაუბრუნდება!

იგივე ეხება სათამაშოებსაც. სათამაშო აჯობებს ცალკე გარეცხოთ და არა სხვა ნივთებთან ერთად, ასე ის ფერთან და სიფუმფულესთან ერთად, ფორმასაც შეინარჩუნებს! სათამაშო შეგიძლიათ დალბობის გარეშეც გარეცხოთ, უბრალოდ სარეცხი მაქნანის დამარბილებლის გრაფაში მარილი ჩაყარეთ და მანქანა ჩართეთ. მარილით გარეცხილი სათამაშო ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა და რეცხვის შემდეგ სტანდარტულზე მეტად გავლებას არ საჭიროებს!

სათამაშოების, ტანსაცმლისა და თეთრეული რეცხვის გარდა, მარილი ფეხის აბაზანებისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის ჭარბ ოფლიანობას აგაცილებთ და ოდნავ შეაშრობს ფეხს. აბაზანის წყალი ცხელი არ უნდა იყოს! ამ პროცედურის გამოყენება ხშირად არ შეიძლება, კვირაში 1-2-ჯერ სრულიად საკმარისია!