Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა მიირთვათ თაფლი ღამით: გასაოცარი გავლენა ჯანმრთელობაზე

ღამით ტკბილეულის ჭამა მავნებელია, ხოლო თეთრი შაქარი კი, უმჯობესია, საერთოდ არ მოვიხმაროთ. თუმცა, თაფლი გამონაკლისია. იგი, წამალივით, მცირე რაოდენობით, სამკურნალო გავლენას ახდენს ორგანიზმზე.

თაფლს საკვებ თხევად ოქროს უწოდებენ, ჯანმრთელობის ელექსირს… სხვადასხვა პროდუქტთან კომბინაციაში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, დადებითად მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე. დღეს ჩვენ თაფლის სარგებელზე ვისაუბრებთ.

თაფლი ძილის წინ

1. გეხმარებათ დაძინებაში
თაფლი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით. ადუნებს, ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას – ჰორმონისა, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ ძილს, აახლებს უჯრედებს და აღადგენს ნერვულ სისტემას. 1 ჩ.კ. თაფლი ძილის წინ – სრულყოფილი დასვენების წინაპირობაა.

მათთვის, ვისი ორგანიზმიც კარგად რეაგირებს ლაქტოზაზე, ასევე, სასარგებლოა თაფლიანი რძე ღამით. კარგი იქნება, თუ რძეს გაათბობთ ან გააცხელებთ – იგი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

2. ხელს უწყობს ცხიმების წვას
კვების სპეციალისტმა მაიკ მაკინესმა შენიშნა, რომ სპორტის მიმდევრები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ თაფლს, ათჯერ უფრო მეტ ცხიმს წვავენ, ვიდრე ისინი, ვინც თაფლს არ ჭამენ.

3. აჯანსაღებს ღვიძლს
ღვიძლის ჯანმრთელობა – ესაა მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა. სწორედ ძილის დროს ისვენებს და ახლდება ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ღვიძლზე თაფლისა და გოგრის წვენის კომბინაცია(1:1). მიირთვით ეს საშუალება 1 თვის განმავლობაში, რათა ორგანიზმს დაეხმაროთ ტოქსინების სწრაფად გამოყოფასა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაში.

4. აძლიერებს იმუნიტეტს
1 ჩ.კ. თაფლი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ულუფაა. ნიორი – მძლავრი იმუნოსტიმულატორია. კომპლექსში ამ ორ პროდუქტს სუპერძალა აქვს ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. გაწმენდილ ნიორს დაასხით თაფლი და გააჩერეთ. მიირთვით 1 ჩ.კ. ყოველ ღამით.

5. გავსებთ ენერგიით
გინდათ, საწოლიდან ენერგიით სავსე და ფხიზელი ადგეთ? არ დაგავიწყდეთ ტუმბოზე თაფლიანი ქილისა და ჭიქა ლიმონიანი წყლის დადგმა. მიირთვით ეს მასა ერთხელ მაინც და ინანებთ, რომ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ.

ბონუსის სახით გთავაზობთ დილის სასმლის რეცეპტს: აიღეთ 1 ლ ადუღებული, ოთახის ტემპერატურის წყალი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი და დახეხილი ლიმონის ცედრა, ცოტაოდენი დახეხილი ჯანჯაფილი და 1 ს.კ. თაფლი. დალიეთ ნახევარი ჭიქა დილით, დანარჩენი – დღის განმავლობაში. ეს შესანიშნავი ენერგეტიკული სასმელია.