Connect with us

საკითხავი

რატომ უნდა დაამარილოთ იატაკი ბინაში, განსაკუთრებით სამზარეულოში

თითოეული დიასახლისი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დაალაგოს სამზარეულო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არაა, უბრალოდ ხელები უნდა აიკაპიწოთ და დალაგება დაიწყოთ. თუმცა პატარა ხრიკების გამოყენებით ბევრ დროს და საშუალებას დაზოგავთ. დღეს გიამბობთ, თუ როგორ გაწმინდოთ იატაკი სამზარეულოში ან სხვა ნებისმიერ ოთახში.

როგორ დავალაგოთ სამზარეულო

საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში იატაკის საწმენდ ძალიან ბევრ სხვადასხვა საშუალებას იპოვით. თითოეული ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომ მათი გამოყენების შემდეგ მთელი სამზარეულო ქიმიური საშუალებებით „ყარს“. ბევრს ეს არ მოსწონს და სხვა მეთოდებს ეძებს. მათ მხარს ვუჭერ, რადგან პოპულარულ ქიმიურ საშუალებებს თავადაც არ ვიყენებ.

სამზარეულოში იატაკის გასაწმენდად ჩვეულებრივ დიასახლისის საპონს ვიყენებ. ერთხელ საპონი გამითავდა, მაგრამ მაღაზიაში წასვლა მეზარებოდა – გარეთ წვიმდა. ინტერნეტში შევედი, როგორც ამბობენ „დავგუგლე“ და ძალიან საინტერესო ხრიკი ვიპოვე. აღმოჩნდა, რომ იატაკზე ლაქების მოშორება ჩვეულებრივი სამზარეულოს მარილით შეიძლება. იმ დღიდან, მეუღლესთან ერთად ასე ვხუმრობთ: „იატაკს კი არ ვწმენდთ, არამედ ვამარილებთ!“

მარილი სახლის დალაგებაში შესანიშნავი დამხმარეა. ეს ძველი, გამოცდილი საშუალებაა, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები და ბაბუები იყენებდნენ. გარდა ამისა, მარილი უნივერსალური საშუალებაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ზედაპირზე, მათ შორის ლამინატზე, ფილებზე ან წყალგამძლე საღებავით შეღებილ ზედაპირზე.

პლიუსები

მარილხსნარი სხვადასხვა სახის ჭუჭყს და ლაქებს კარგად აშორებს. ამასთან, მარილიანი წყლით დამუშავებულ ზედაპირს მტვერი ნაკლებად ედება. ლაქების საწინააღმდეგო მარილიანი ხსნარი კარგად გაჯერებული უნდა იყოს, რომ ჭუჭყი დაშალოს. ამისთვის შეგიძლიათ სოდა ან ძმარი დაუმატოთ.

სიფრთხილის ზომები არ დაგავიწყდეთ. ხსნარის გამოყენების დროს ხელთათმანები უნდა გეკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მარილი შეიძლება ხელის ნაკაწრებში მოხვდეს. მარილით ლამინატის, პარკეტის და მარმარილოს ან გრანიტის ზედაპირების დამუშავება არ ღირს. მარილი თბილ წყალში გახსენით, რომ კარგად გაიხსნას და ხაზები არ დატოვოს.

მარილი შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა ინფექციების და მიკრობების წყაროებს ანადგურებს. ის შეუცვლელია მათთვის, ვისაც ბავშვები ჰყავს – მარილი ალერგიას და გვერდით მოვლენებს არ იწვევს. გარდა ამისა, იატაკის საწმენდად მარილის გამოყენებით ბინაში ჰაერსაც გაწმენდთ.

როგორ მოვამზადოთ ხსნარი?

ხსნარის მოსამზადებლად 4 ს/კ მარილი 5 ლ წყალში გახსენით. შემდეგ ხსნარს 9%–იანი 5 ს/კ ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. ძმარი შეგიძლიათ სოდით ჩაანაცვლოთ – მარილის პროპორციის ზუსტად ნახევარი (ანუ 2 ს/კ) დაუმატეთ.

ამ მეთოდით კარგ ეკონომიას გააკეთებთ, ასევე იატაკს და სხვა ზედაპირებს სამზარეულოში კარგად გაწმენდთ. მარილი შეგიძლიათ მთელი ბინის დასალაგებლად გამოიყენოთ – ის უსაფრთხო, ეკოლოგიური საშუალებაა და ალერგიას არ იწვევს. იატაკის „დამარილება“ სცადეთ და ნახავთ, როგორ იბრწყინებს თქვენი სახლი სისუფთავით და სიჯანსაღით!