ვიდეო
რატომ სვამს ათასობით იაპონელი ჩაის სოკოს ნაყენს გარკვეული წესით?
2 წლის წინ ჩემი მეგობრის სამზარეულოში ჩაის სოკოს ქილა დავინახე. ის ცივი, მწკლარტი-მომჟავო გემოს სასმელით გამიმასპინძლდა. ღრმა ბავშვობის მოგონება და გემო, რომელიც არაფერს შეედრება! გავოცდი, რომ ასეთი სასწაულის ბედნიერი მფლობელი იყო, მაგრამ საინტერესო საუბარში გართულს რეცეპტის გამორთმევა დამავიწყდა…
სულ ცოტა ხნის წინ საინტერესო კვლევას წავაწყდი და ვინანე, რომ მეგობარს სოკოს ნაწილი არ ვთხოვე. ჩაის სოკოს სარგებლის გაგების შემდეგ მისი გაზრდა მომინდა.
„იაპონური საშვილოსნო“, „მანჩურის სოკო“, იაპონური სოკო, მედუზა, მედუზომიცეტი – მას როგორ არ უწოდებენ. იაპონიაში სამედიცინო მეცნიერებამ უკვე აღიარა, რომ ჩაის სოკო ქალის ფიზიოლოგიაზე დადებით გავლენას ახდენს, მას დაორსულებაშიც ეხმარება, ამიტომ ამ ნაყენს იაპონელები პატივისცემით ეპყრობიან.
ჩაის სოკოს თვისება
ჩაის სოკო ძმრის და რძის მჟავებით, ასევე საფუარის კულტურებით მდიდარია. სოკოში შემავალი განსაკუთრებული ფერმენტები ორგანიზმში ხელსაყრელ გარემოს ქმნიან! სწორედ ამიტომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს ეს სამკურნალო ნაყენი ნამდვილი ცოცხალი წყალია.
ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ აღდგენის პერიოდში ნაყენის ეფექტი ბევრად შესამჩნევია. ანტიბიოტიკები ნაწლავებში ყველა სასარგებლო მიკროფლორას ანადგურებენ, ხოლო ჯადოსნური სასმელის დახმარებით მისი აღდგენა ძალიან სწრაფად ხდება!
ჩაის სოკოს ნაყენის მიღება ღვიძლის და პანკრეასის დაავადების დროს სასარგებლოა. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გასუქების და ჰორმონალური დისბალანსის დროს ნაყენის მიღება წარმოუდგენლად სასარგებლოა. ჩაის სოკო წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, რადგან კუჭის ნორმალური მუშაობა გახდომის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე ნაყენი ნერვულ სისტემას დაამშვიდებს და მუდმივ თავის ტკივილს გაუმკლავდება.
აი, დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ გაზარდოთ ჩაის სოკო სახლის პირობებში.
თქვენ დაგჭირდებათ:
- სუფთა 1 ლიტრიანი ქილა
- 5 ს/კ შავი ფოთლების ჩაი დანამატების გარეშე
- 0,5 ლ მდუღარე
- 7 ს/კ შაქარი
- მარლა
მომზადება:
- ჩაი ჩვეულებრივ მოადუღეთ და დააყენეთ. შაქარი დაუმატეთ.
- ლიტრიანი ქილა სოდით გარეცხეთ, რომ ყველა მავნე მიკროორგანიზმი გაანადგუროთ. ქილა მარლაში გაწურული ჩაის ნაყენით ნახევრად აავსეთ.
- ქილას თავზე მარლა შემოახვიეთ და ბნელ ადგილას დადგით. რამდენიმე კვირაში ჩაი ძმრის არომატს გამოუშვებს, უკვე ნახევარ თვეში ჩაის ზედაპირზე თხელი სოკო წარმოიქმნება! ის ფრთხილად უნდა გამოიღოთ და სამლიტრიან ქილაში მოათავსოთ, ზემოდან კი მსუბუქი ჩაი დაასხათ.
როგორც აღმოჩნდა, ჩაის სოკოს ნაყენი თმის გასაძლიერებლად და დასარბილებლად სავლების სახით გამოიყენება. სახეს ნაყენით, ტონიკის სახით იწმენდენ. კურნავს ჭრილობებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია არ ხორცდება!
დღეში 3-4-ჯერ ნახევარი ჭიქის რეგულარული მიღება ჰიპერტონიას დაამარცხებს და სისხლში ქოლესტერინის დონეს შეამცირებს. ნაყენის ღამით მიღება ათეროსკლეროზით დაავადების დროს რეკომენდებულია. სადილის წინ 1 ჭიქა ნაყენის მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ანემია აწუხებს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.