Connect with us

ყვავილები

რატომ მოვიდა დრო, რომ კარტოფილის დარგვა შეწყვიტოთ?

როცა საქმე აგარაკს ეხება, ხშირად ამბობენ, რომ ბაღი და ბოსტანი ყოველდღიური საზრუნავიდან გადართვის მეთოდია.

რაღაც მომენტში ხვდებით, რომ დასვენების დღეებში უამრავი საზრუნავი მწვერვალს აღწევს. თითქოსდა მთელი დღე ბოსტანში „დაისვენეთ“, საღამოს კი მკვდარივით ხართ, წნევა და წელის ტკივილი გაწუხებთ. ნაცნობი სურათია?

თუ გულწრფელად და მიუკერძოებლად ვისაუბრებთ, გამოდის, რომ ბევრ იმ საქმეზე, რომელსაც ბოსტანში ვაკეთებთ, შეგვიძლია უარი ვთქვათ. სწორედ ამიტომ, ზედმეტ ნივთებზე დროს არ ვხარჯავ.

რა გავაკეთოთ ბოსტანში

1. არ დარგოთ კარტოფილი. ამბობენ, ბოსტნის არსებობისას კარტოფილის დარგვა თავად ღმერთმა ინება, თუმცა ჩვეულებრივ კულტურებთან შედარებით საკმაოდ ბევრ შრომას მოითხოვს.

ყველამ იცის, რომ გვალვაში კარტოფილს რეგულარულად მორწყვა და როგორც მინიმუმ ორჯერ მიწის მოყრა და სარეველების მოშორება სჭირდება. დარგვა და მოსავლის აღება? ამასთან, კარტოფილის ხოჭოს უნდა ებრძოლოთ, რომელსაც ყველა ფოთლის შეჭმა შეუძლია.

თუ ყველა ხარჯს დათვლით, თქვენი კარტოფილი ნაყიდზე ბევრად იაფი არ გამოვა. ხოლო ზურგის ტკივილი და დახარჯული დრო? რა თქმა უნდა, დასკვნები თავად უნდა გააკეთოთ და გადაწყვიტოთ, მაგრამ პირადად, მე, უკვე წლებია კარტოფილს აღარ ვრგავ.

2. ბოსტანში ნიადაგის რადიკალურად შეცვლას აღარ ვცდილობ. მაგალითად, ეს ნიადაგი ჭარხალს არ უხდება, რამდენიც არ უნდა დარგო – ჩოგბურთის ბურთზე უფრო დიდი არ გაიზრდება.

ადრე, ნიადადის მჟავიანობის შესაცვლელად და PH-ის გასანეიტრალებლად ბოსტანში საკვებ სოდას და სახამებელს ვყრიდი. დავიღალე და ამიტომ ჭარხალს დავემშვიდობე! შემოდგომაზე, ბაზარში უპრობლემოდ ვიყიდი. მირჩევნია, საჭირო მჟავიანობის მქონე ნიადაგით მაღალი კვლები გავაკეთო და დავრგო ის, რაც მსურს.

3. კვლების სისუფთავეზე ზრუნვა შევწყვიტე. დაე, კვლებს შორის გზაზე ბალახი გაიზარდოს. ეს უმჯობესია, ვიდრე ნიადაგი შიშველი იყოს. ჰერბიციდების დახმარებით სარეველები რამდენიც არ უნდა მოწამლოთ, მას სხვა, უფრო გამძლე ჩაანაცვლებს.

სარეველებთან ერთხელ და სამუდამოდ გამარჯვებას ვერ შეძლებთ. სწორედ ამიტომ, საათობით ამაში დროის ხარჯვა არ ღირს. ყველაზე მარტივი და მოქმედი მეთოდი – ნაფოტის მოყრა, რასაც ვაკეთებ კიდეც.

4. ადრე ვფიქრობდი, რომ რაც უფრო ბევრს ვრწყავ, მით უფრო უხვ მოსავალს მივიღებდი. დღე და ღამე ვრწყავდი, მაგრამ შედეგად მხოლოდ სარეველები გაიზარდნენ. ისინი კი ბოსტნეულს მკვებავ ნივთიერებებს ართმევდნენ. მწვანე მასა იზრდებოდა, ხოლო მოსავალი არა.

5. ქიმიური სასუქების ყიდვა შევწყვიტე. მხოლოდ კომპოსტებს, ორგანულ და მწვანე სასუქებს ვიყენებ, რომელთაც თავად ვამზადებ. ნიადაგზე სასუქის ჭარბად მოყრა მის დამარილებას იწვევდა და ბოსტნეული მოსავალს არ მაძლევდა.

6.შევწყვიტე მანიაკალური დაჟინება, რომ ბოსტანი ჩოგბურთის ნაკვეთების კვლებად დამეყო. გაზონი და დასვენების ზონა გაიზარდა. სილამაზეა!

7.ბაღის მავნებლების ქიმიური საშუალებებით მოწამვლა შევწყვიტე. ტკიპებს მექანიკური მეთოდით ვაშორებ. ჭიანჭველების წინააღმდეგ არ ვიბრძვი, დაე იცხოვრონ.

ეს სტატია მხოლოდ საბაბია, რომ დაფიქრდეთ, თუ სინამდვილეში აგარაკის ნაკვეთზე რა გვჭირდება და რა არა.