Connect with us

ყვავილები

რატომ კვდება ხშირად შეძენილი მცენარე. სასწრაფო ზომები მცენარის გადასარჩენად

სახლის განახლების დროს ზამთრის ბაღის კუთხის შესაქმნელად მეუღლესთან დიდხანს ვიბრძოდი. მცენარეები ძალიან მიყვარს და საყვარელ ქოთნებს გულგრილად გვერდს ვერ ვუვლი. მაგრამ ერთი უბედურება არსებობს. მაღაზიაში შეძენილი ქოთნები სწორი მოვლის პირობებშიც რამდენიმე კვირაში ჭკნება. დიდი ხანი ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ კვდებოდა შეძენილი მცენარეები.

რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ გარკვევა გადავწყვიტე. სხვადასხვა მებაღეს და მეგობარს გავესაუბრე და მიზეზს მივხვდი. საკუთარ უნარებში ეჭვის შეტანა შევწყვიტე და გამოფიტული მცენარეების აღდგენა დავიწყე. გაინტერესებთ, რა იწვევს შეძენილი მცენარეების კვდომას? ახლავე გიამბობთ და აღდგენის მეთოდებსაც გასწავლით.

რატომ კვდება მაღაზიაში შეძენილი მცენარე

მცენარის კვდომის მიზეზები

1. ბევრ სავაჭრო ცენტრში მცენარის შესანახად შესაფერისი პირობები არ არსებობს. ქოთნები დარბაზის ერთ კუთხეში ვიწროდ დევს, სადაც სინათლე დიდად ვერ ხვდება. დროთა განმავლობაში ფოთლები ყვითლდება და ცვივა, ხოლო ყვავილი ჭკნება. დასუსტებული მცენარე დიდხანს არ ცხოვრობს.

2. ყვავილის სილამაზის საჩვენებლად გამყიდველები ზრდის სტიმულატორებს ან ჰიდროპონიკას (მცენარეების გაზრდა უმიწოდ) იყენებენ. მცენარე ინტენსიურ ზრდას და ნაადრევად ყვავილობას იწყებს. მცენარე კვირტის წარმოებაზე მთელ ძალას ხარჯავს, ხოლო მარაგის შესავსებად არაფერი აქვს. და მალე ყვავილი კვდება.

3. მცენარის მორწყვის და გამოკვების დროს ზომიერება უნდა იცოდეთ. დიდი რაოდენობით სტიმულატორი საშუალებების და სხვადასხვა სასუქის გამოყენებამ შეიძლება სოკოს გაჩენა გამოიწვიოს. შეძენისას ფესვების ლპობის შემჩნევა რთულია. ხოლო გადარგვის დროს უკვე გვიანი იქნება.

4. უცხო ქვეყნის მცენარეებთან ერთად პარაზიტებიც რომ არ შემოიტანონ, მომწოდებლები ე.წ, სატრანსპორტო ნარევს იყენებენ. ის ნიადაგს ძლიერ აუწყლოებს. თუ ქოთანში ტენიანობას ყურადღებას არ მიაქცევთ, მცენარე სწრაფად გახმება.

როგორ გადავარჩინოთ მცენარე

პირველ რიგში, მცენარე ახალ ქოთანში გადარგეთ. ასე შესაფერი ნიადაგს თავად შეურჩევთ და ფესვების სისტემას შეამოწმებთ: არის თუ არა პარაზიტები, ფესვები ხომ არ ლპება. დაზიანებული ნაწილები მოაჭერით, ჯანსაღი ფესვები 3 დღე წყალში მოათავსეთ. ამის შემდეგ შესაფერის ქოთანში გადარგეთ.

ეცადეთ, მცენარის ფესვებს ძველი მიწა კარგად მოაშოროთ. მცენარე გამდინარე წყალში გარეცხეთ. სჯობს 1 დღით მარგანცოვკის სუსტ ხსნარში მოათავსოთ. ასე ფესვების სისტემის დეზინფიცირებას შეძლებთ.

არაკეთილმოსურნე გამყიდველები ცდილობენ, პროდუქტი ნებისმიერ ფასად გაყიდონ. საბოლოოდ მყიდველი სუსტ მცენარეს იღებს. ბოლო დროს მეგობრების ქოთნებიდან ტოტს ვსესხულობ და მიწაში მონეტას ყოველთვის ვდებ. ამბობენ, ასეთი მცენარე უფრო გამძლეა.