Connect with us

ყვავილები

რატომ იწელება ნერგი და როგორ ავიცილოთ თავიდან

ახლა თესლის დარგვა გაჩაღებულია. მებოსტნისთვის ეს ყოველთვის სასიამოვნო პერიოდია, მაგრამ ბევრ საზრუნავსაც მოითხოვს. თქვენ უნდა მოამზადოთ თესლი, ნიადაგი, ქოთანი ნერგებისთვის, ნათურები და მთელი კომპოზიცია შექმნათ. იმდენ შრომას დებთ, რომ შესაბამისი შედეგის მიღება გსურთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის.

ხშირად ნერგი ზემოთ იწელება და საკმაოდ ძლიერად. ცხადია მებოსტნეს ეს გათვლილი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, დღეს გიამბობთ, როგორ აიცილოთ თავიდან ნერგის გაწელვა და რა უნდა გააკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად.

როგორ გავზარდოთ ნერგი თესლიდან

მთელი რიგი მიზეზები არსებობს, რაც ნერგის გაწელვას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, მარტივი წესები უნდა დაიცვათ. აქ, რაიმე დიდი საიდუმლო არაა, მხოლოდ 5 პუნქტი, რომელიც უნდა დაიცვათ.

1. დარგვის არასწორი დრო

პირველი და მთავარი მიზეზი, რაც ნერგის გაწელვას იწვევს – ძალიან მნიშვნელოვანია დარგვის ოპტიმალურ დროს დაელოდოთ და არ იჩქაროთ. ორიენტაცია მხოლოდ შეფუთვის ვადაზე არ უნდა გააკეთოთ, რეგიონის კლიმატიც უნდა გაითვალისწინოთ. თუ თესლს ძალიან ადრე დარგავთ, დიდი ალბათობით ნერგი გაიზრდება მაშინ, როცა გარეთ ჯერ კიდევ ძლიერი სიცივეა.

თუ დრო ვერ გათვალეთ, ნერგი დროზე ადრე მზადაა, მცენარე დამატებითი განათებით უნდა უზრუნველყოთ. ამისთვის ფიტო ნათურა გამოიყენეთ, რომლის დახმარებით ნერგის გადარჩენას შეძლებთ.

2. არასაკმარისი სინათლე

აქედან გამომდინარეობს მეორე მიზეზი, რის გამოც ნერგი იწელება, როცა სინათლე საკმარისი არაა, მცენარე ზემოთ, მზის სხივებისკენ იწევს. შედეგად ღერო გრძელი და სუსტი ხდება. კვლავ ფიტო ნათურა დაგეხმარებათ, რომელიც დილას და საღამოს უნდა ჩართოთ, ხოლო წვიმიან ამინდში მთელი დღე უნდა გენთოთ.

3. მაღალი ტემპერატურა

უნდა იცოდეთ, რომ მაღალი ტემპერატურის დროს მიწისზედა ნაწილი ინტენსიურად იზრდება, ხოლო ფესვები სუსტდება. ამის გამო მცენარის გაწელვა ხდება. შენობაში მაღალი ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოთ მანამ, სანამ აღმონაცენები ნიადაგის ზედაპირზე არ გამოჩნდება. ამის შემდეგ, ტემპერატურად თამამად შეგიძლიათ 14 გრადუსამდე შეამციროთ.

8-10 დღის შემდეგ ტემპერატურა შეგიძლიათ საშუალოდ ნულს ზემოთ 19-20 გრადუსზე დააყენოთ. თუ მცენარის იდეალურად განვითარება გსურთ, ღამის ტემპერატურა დღის ტემპერატურაზე ცოტათი დაბალი უნდა იყოს. ასე ნერგი ძლიერი გაიზრდება.

4. ჭარბი მორწყვა

ტენის სიჭარბე ნერგის გაწელვის სერიოზული მიზეზია. იცოდეთ, რომ აღმონაცენების გამოჩენიდან 5-6 დღის შემდეგ შეგიძლიათ ნერგი საერთოდ არ მორწყათ, დღეში 5-ჯერ მორწყვა რა საჭიროა. მორწყვა გაიმეორეთ, თუ ხედავთ, რომ ნიადაგი სწრაფად შრება.

5. შესქელებული მარცვლეული

კიდევ ერთი აშკარა მიზეზი. აქ ყველაფერი მარტივადაა. მცენარე გადარჩენისთვის იბრძვის და ერთმანეთის გასწრებას ცდილობს, ამიტომ იწელება. თუ ასეთი რამ მოხდა, სჯობს მცენარე ცალ-ცალკე ჭიქაში გადაიტანოთ.

თუ ასეთი რამ ფოთლების გამოჩენის შემდეგ შეამჩნიეთ, ქვედა ფოთლები ფრთხილად მოაშორეთ. ხშირად ეს შველის. ასეთი პროცედურა მცენარისთვის შოკურია, ამიტომ ზემოთ ზრდას შეწყვეტს და სიფართეში განვითარდება.

როგორც ხედავთ, მიზეზები საკმაოდ მარტივი და გასაგებია. თუ თითოეული პუნქტის წესებს დაიცავთ, ნერგების გაწელვას თავიდან ადვილად აიცილებთ. რა უნდა ქნათ, თუ ეს უკვე მოხდა? არ ინერვიულოთ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლბა. ბოსტნეულის ნერგი ძალიან გამძლე და მოქნილია.

გაღვივებული ნერგის მიწაში გადარგვა პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ უფრო ღრმა ხვრელი გააკეთეთ და მასში ნერგი მახვილი კუთხით ჩადეთ, ზემოდან კი ფოთლოვანი მიწა ფოთლების ფირფიტამდე მოაყარეთ. ასე მცენარე ნორმალურად განვითარებას შეძლებს, ძლიერი გაიზრდება და გასწორდება. მერწმუნეთ, ღია ნიადაგი სუსტ ღეროებს ნამდვილად მოუხდება.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ნერგი უკვე მიწის ზემოთ საკმაოდ ამოწვერილია, ქუჩაში კი ჯერ კიდევ სიცივეა. ასეთ დროს ღერო ხელნაკეთი მეთოდით უნდა დაიცვათ. პირველ რიგში, მორწყვა მინიმუმამდე შეამცირეთ და ტემპერატურა 5-7 გრადუსამდე შეამცირეთ. ეს ზრდას ოდნავ შეაფერხებს და ღერო უფრო გამძლე გახდება. ამის შემდეგ ფრთხილად მოამრგვალეთ და ზემოდან მიწა მოაყარეთ.

თუ ქოთნის კედლები საშუალებას გაძლევთ, ცოტა ნიადაგი დაუმატეთ. ასე ფესვების სისტემა გაძლიერდება, ხოლო ღერო გასქელდება.

იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა განათებაშია, ფიტო ნათურა აუცილებლად გამოიყენეთ. ის მცენარის ზრდის დარეგულირებაში დაგეხმარებათ და მის ნორმალურ განვითარებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტიმულატორები თავის ამოცანას კარგად გაუმკლავდებიან და ნერგებს სწორად გაზრდაში დაეხმარებიან. თქვენ როგორ ზრდით იდეალურ ნერგს?