Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ იყოფა თმის ბოლოები და როგორ აღმოვფხვრათ პრობლემა

თმის ბოლო რამდენიმე სანტიმეტრს ხშირად აქვს პრობლემები, მათზე განსაკუთრებულ გავლენას ძალიან ცხელი წყლით ბანაობა ახდენს, ასევე მრავალჯერადი ვარცხნა, შრობა და გასწორებ. გარდა ამისა მათზე მზე და ულტრაიისფერი გამოსხივებაც მოქმედებს, სიცივეც, არსაკმარისი ტენიცა და მაღალი ტემპერატურაც.

შეიძლება კი გაყოფილი და დაზიანებული ბოლოების გამთელება და განკურნება?!

რაიმე სასწაულმოქმედი მეთოდი დაზიანებული ბოლოების აღსადგენად არ არსებობს! გაითვალისწინეთ, რომ ისინი თავის პირვანდელ სახეს ვეღარ დაიბრუნებენ. ყველა კოსმეტიკური საშუალება მხოლოდ ეპითელიალურ ქსოვილებს აგლუვებს და აუმჯობესებს მათ ზედაპირს. მოვლის უპირველესი საშუალებაა კარგი შამპუნი, რომელიც არა მხოლოდ კარგი გასუფტავების უნარით უნდა გამოირცედოს, არამედ რბილიც უნდა იყოს!

ექსპრეს მოვლა გაყოფილი ბოლოებისთვის

გაყოფილი ბოლოების მოსავლელად ხელის დამატენიანებელი კრემის გამოყენება შეიგიძლიათ. აიჩიეთ ნაკლებ ცხიმოვანი კრემი და კარგად შეიზილეთ თმის ბოლოებში. ის ცხიმიან კვალს არ დატოვებს და უკეთ დაატენიანებს თმას. აჯობებს ეგ პრცედურა ძილის წინ ჩაიტაროთ.

აიღეთ მცირე რაოდენობი კრემი და წაისვით ბოლოებზე, ოდნავ შეიზილეთ. რაოდენობა ინდივიდუალურად განსაზღვრეთ, ეს თმის სიგრძეზე, სტრუქტურასა და ტიპზეა დამოკიდებული. უკეთესი შედეგის მისარებად აუცილებელია ეს მინიმუმ ათჯერ გაიმეოროთ.

რატომ იყოფა თმა. გამოშრობა

იმისთვის, რომ დაზიანება შევამციროთ, აუცილებელია რეგულარულად გამოვიყენოთ კონდიციონერები. ისინი სრულად პოხავენ თმის დაზიანებულ უჯრებდს, ამცირებენ და აგლუვებენ მათ. კონდიციონერები არ დაუშვებენ თმის გაწესვას და ამცირებელ სტატიკურ დაელექტროებას, მატებენ თმას მბზინვარებას, ხდიან მას უფრო ელასტიურს და ძალიან სასიამოვნოს.

უფრო ღრმა აღდგენისას, მკვებავი ნიღბების გამოყენებაც დაგეხმარებათ. მათ შემადგენლობაში აბრეშუმი, კერატინი, პანტოტენი და პანტენოლი შედის. კარგად აღადგენს თმას ჟოჟბას ნატურალური ზეთიც.

დაზიანება ქიმიური პრეპარატებისგან

თმის დაზიანება განსაკუთრებით ხშირად ქალბატონებს უჩნდებათ, რომლებიც ხშირად იყენებენ შესაღებ და დასახვევ ქიმიურ საშუალებებს. ეს აზიანებს კუტიკულას და თმის ზედა ფენას, რაც თმების გაწეწვას და აბურდვას იწვევს, ხოლო ეს აბურდულობა და გადახვეული თმა კიდევ უფრო მეტად აზიანებს მას.

არასწორი ვარცხნა

ძალიან ხშირი ვარცხნა შეუსაბამო სავარცხლით – თქვენს თმას აზაინებს! ყურადღება მიქციეთ სავარცხლის მასალას, ნუ შეიძლენს იაფფასიან პლასტმასის სავარცხლებს. ასევე გახსოვდეთ, რომ სველი თმა უკეთ ივარცხნება ვიდრე მშრალი.

არასაკმარისი კვება

სწორი კვება აუცილებელია ჯანრმთელი თმისთვის! არასაკმარისი ვიტამინები და მინერალები თმის გამოშრობასა და მტვრევას იწვევენ. მათი ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია, მათი ნაკლებობა ხელს უშლის კერატინისა და ლიზინის გამომუშავებას.

საკვებში ცხმიების ნაკლებობაც ლიპიდური დამცავი ფენის დაშლას იწვევს. არასაკმარისი ცხიმოვანი ფენის ქონის შემთხვევაში თმა სწრაფად შრება, ფოლიკულა ირღვევა და იწყება თმის ცვენა. ამიტომ ეცადეთ ხორცეული და ტევზეული მიირთვათ ხშირად, ცხიმიანი ზღვის თევზი და კვერცხი, უმი ბოსტნეული სა ხილი, კენკრა და მწვანილი.

თმის დაზიანების მიზეზი შეიძლება გარკვეული პრობლემები იყოს:

  • ჰორმონალური დარღვევები – ფარისებრი ჯირკვლის ცუდი მუშაობისას მცირდება მეტაბოლიზმი თმის ფოლიკულებში;
  • თავის დაავადებული კანი – მუდმივი ანთებითი პროცესები აზიანებენ თმის ძირებს და ხელს უწყობენ მათ ცვენას
  • მექანიკური დაზიანებები – ყველა ვარცხნილობა და თმის გასწორება თუ შრობა, თმის სტრუქტურას აზიანებს.
  • ძალიან ხშირი ბანვა – კანის ცხიმს გამორეცხავს და იწყება გამოშრობა და დაზიანებები
  • მაღალი ტემპერატურა – აორთქლებს ბოჭკოს შორის არსებულ ტენს, ანადგურებს კერატინს
  • დაბალი ტემპერატურა – სიცივე სწრაფად აშრობს თმას, აელექტროვებს და აზიანებს უჯრეთშორის სივრცეს.
  • მზის შუქი – ულტრაიისფერი სხივები ანადგურებს ცილებს და ლიპიდებს, აზიანებს ტავის კანს და თმის საფარს!